ზრდა, მომწიფება და განვითარება

ზრდას, მომწიფებასა და განვითრებას ხშირად ერთმანეთთან აიგივებენ. სინამდვილეში ეს ძალია გნასხვავებული ცნებებია. ზრდა არის სხეულის ზომის, სხეულის აღნაგობის ან სხეულის სპეციფიური რეგიონის მოცულობის ცვლილება (Joyce and Lewindon ,2014). სხეულის ქსოვილი იზრდება და შესაბამისად სხეულიც იცვლება. ეს მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ბილოგიური აქტივობაა სიცოცხლის დაახლოებით პირველ 20 წელიწადში.

მოწიფულობა არის ადამიანის სხეულის ზრდასრულობისაკენ პროგრესირება. სხეულის მომწიფების დრო და სიჩქარე შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს და თვით სხვადასხვა სისტემები შეიძლება სხვადასვხა დროს მომწიფდნენ. მაგალითად, ძვლოვანი სისტემა უფრო გვიან მომწიფდება ვიდრე რეპროდუქციული/გამრავლების სისტემა( Joyce and Lewindon ,2014).

განვითარება შიძლება განვიხილოთ, როგორც ბიოლოგიური ასევე ქცევითი. ბავშვის ზრდა - განვითარებსთან ერთად ის შეიძლება მოტორული უნარების/ოსტატობისა და მოძრაობის ნიმუშების განვითარებას ეხებოდეს, ანაც ბავშის ქცევის განვითრებას და მოდიფიკაციას ცხოვრებისეული გამოცდილების ზრდას პასუხობდეს.

ზრდასთან,მოწიფებსათან და განვითარებასთან ერთად ბავშვის ფზიკიური შესაძლებლობები გაიზრდება. ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მწვრთნელმა ამის გამომწვევი მიზეზები იცოდეს. იგი უნდა აკვირდებოდეს ფიზიკური განვითარების პროგრამის შემდეგიყო თუ არა რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შესრულებაში. და თუკი იყო მაშინ უნდა ვიგულისხმოთ, რომ შესრულებაში ცვლილება მხოლოდ ბუნებრივი ზრდისა და მომწიფების შედეგი კი არ არის, არამედ ამ ცვლილებებს საწვრთნელ პროცესსაც უნდა ვუმადლოდეთ. ( Joyce and Lewindon ,2014).

ბავშვები, მოზარდები, ახალგაზრდები ან ნორჩი ათლეტები არის ტერმინები, რომლებიც ხშირად ერთმანეთის მონაცვლეობით იხმარება, რადაგანც რთულია ამ დიაპაზონში ჯგუფების ზუსტი ასაკის განსაზღვრა. სიყმაწვილე/ახალგაზრდობა შეიძლება იყოს ყოვლისმომცველი გლობალური ტრემინი, რომელიც 19 წლამდე ადამიანს აღნიშნავს (Joyce and Lewindon ,2014). ამგვარად ტერმინი, ახალგაზრდა ათლეტი, დაფარავს იგივე ასაკობრივ კატეგორიას. ბავშვები და მოზარდები უფრო რთული დასაყოფია ზუსტ ასაკობრივ კატეგორიებად მოწუფულების განსხვავებული ტემპის გამო. ზოგადად ბავშვად მიიჩნევა 12 წლამდე ადამიანი, მაგრამ ბავშვის და მოზარდის სპეციფიურ კატეგორიებად დაყოფას ძალიან ართულებს ის გარემოება, რომ მოზარდობა განისაზღვრება სქესობრივი მომწიფების პერიოდის დადგომასთან ერთად. ეს პერიოდი კი შეიძლება როგორც ადრეულ ისე გვიან ბავშვობაში დაიწყოს. როდესაც შსაბამის თავში ბაშვებზე ვსაუბრობთ, 12 წლამდე ბავშვებს ვგულისხმობთ.