მოდულის სამახსოვრო(შეჯამება)

ამ მოდულში ვისაუბრეთ მოთამაშის ადრეული ასაკიდან განვითარების პროცესზე, რასაც რაგბის თამაშისათვის მოთამაშეების ოპტიმალურად მომზადება ჰქონდა მიზნად. მწვრთნელს უკვე უნდა ესმოდეს სხვაობა ზრდას, მომწიფებასა და განვითარებას შორის. ასევე შევეხეთ ბიოლოგიური და ქრონოლოგიური ასაკების მცნებებს და იმ საკითხებს, რომლებიც ვარჯიშების ქრონოლოგიურ ასაკზე დაფუძნების შედეგად წამოჭრება. ამ მოდულში წვრთნელთათვის ასევე წარმოვადგინეთ გრძელვადიანი განვითარების მოდელებიდან ერთ ერთი მთავარი მოდელი და დაწვრილებით განვიხილეთ ის თუ რამდენად კარგია ამ მოდელის გამოყენება მოზარდ მოთამაშეებთან მუშაობისას. მწვრთნელებს მოვუწოდებთ, რომ აგვგ მოდელი გამოიყენონ როგორც სახელმძღვანელო და ამ მოდელის მიერ რეკომენდირებული წვრთნის მეთოდიკა შეუხამონ საკუთარ სამწვრთნელო გამოცდილებას, რათა მოზარდ მოთამაშეებს საუკეთსო საწვრთნელი გეგმა შესთავაზონ.