ფუნდამენტური ეტაპი

ამ ეტაპის მთავარი მიზანია ფუნდამენტური მოძრაობის უნარების სწავლება და მათზე საერთო მოძრაობის უნარების დაშენება (Canada Sport Institute, 2014).

ამ ეტაპის ქრონოლოგიური ასაკის დიაპაზონია, ბიჭებში 6–9 წელი, ხოლო გოგონებში 6–8 წელი. ბალისა და ჰამილტონის მიხედვით (2004), მოძრაობის ფუნდამენტურ უნარებზე მანამდე უნდა ვივარჯიშოთ სანამ სპორტის სპეციფიურ უნარებს გავაცნობთ მოზარდებს. ამ უნარების განვითარებამ, დადებითი და სახალისო მიდგომით, მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი მომავალ ათლეტურ უნარებს. უნდა წავახალისოთ სპორტის სხვადასხვა სახეობებში მონაწილება. ეს მოტორული უნარების ფართო დიაპაზონის განვითარების შესაძლებლობაა იმისნაცვლად, რომ მხოლოდ ერთი გარკვეული სპორტის ან პოზიციიის სპეციფიურ მოტორულ უნარებზე ვიმუშაოთ. ამან უნდა წარმოქმნას ყოველმხრივ კარგად განვითარებული მოთამაშეები, ვისაც გრძელვადიან პერსპექტივაში სპეციფიურ უნარების განვითრებისათვის უკეთსი წვრთნადობა ექნებათ (Balyi and Hamilton 2004).

მოძრაობის ფუნდანემტური უნარები მოიცავს გადაადგილების (სიარული,სირბილი, ხტომა და ა.შ.) სტაბილიზაციისა ( დახტომა, ტრიალი, ბალანის და ა.შ.) და მანიპულაციის (სროლას ,დარტყმა და აშ.) უნარებს ( Balyi and Hamilton 2004).

აგვგ მოდელი ასევე განსაზღვრავს გარკვეული ფიზიკური უნარების წვრთნის შესაძლებლობის ფანჯრებს. ეს შესაძლებლობის ფანჯრები და შესაბამისი ასაკები ქვემოთა დიაგრამაშია ნაჩვენები. (Canada Sport Institute, 2014).

უწყვეტ ხაზებიანი ფანჯრები დაფუძნებულია ქრონოლოგიურ ასაკზე, ხოლო წყვეტილ ხაზებიანი ფანჯრები კი ბიოლოგიურ ანუ განვითარებით ასაკზე, რომელიც ცვლადია და მათზე ზემოთ ვისაუბრეთ. იგი გვაჩვენებს რომ ფუნდამენტური (სახალისო) ეტაპის პერიოდი მნიშვნელოვანია სისწრაფისა და მოქნილობის განვითარებისათვის. ამან ფიზიკურ განვითრებას გარკვეული მიმართულება და სტრუქტურა შეიძლება მისცეს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია შევნიშნოთ, რომ ამ ეტაპზე სხვა ფიზიკურ უანრებზეც უნდა ვიმუშაოთ. ასეევ მთავარია ის, რომ ვარჯიშები სტრუქტურირებული და ამავე დროს ბავშვისათვის ყოველითვის სახალისო უნდა იყოს. ვარჯიშის ზედმეტად ფორმალურად ან მკაცრად წაყვანამ შეიძლება შეზღუდოს განვითარება და უფრო მეტ ბავშვს დააკარგინოს ინტერესი სპორტის ამა თუ იმ სახეობაში ვარჯიშისადმი.

რადგანაც ჩვენ ახლა სპეციფიურად რაგბის შესახებ ვსაუბრობთ, მოძრაობის ფუნდამენტური უნარების ინტერგრირება ისე უნდა მოხდეს, რომ მათ რაგბის ტექნიკური და ტაქტიკური უნარებიც გაგვაცნოს. ქვემოთ მოცემული მარტივი დიაგრამა გვიჩვენებს ამ ეტაპზე წვრთნის დროს როლების განაწილებას. (IRFU, 2006).

ფიზიკური განვითრების თვალთახედვიდან გამომდინარე, მწვრთნელმა ისე უნდა შეარჩიოს თამაშები და ვარჯიშები, რომ განავითაროს როგორც ფიზიკური უნარები ასევე ტენიკური ოსტატობა. ამ ეტაპზე მწვრთნელმა უნდა დაიწყოს რაგბისათვის ისეთი მნიშვნელოვანი ფიზიკური უნარების განვითარება, როგორიცაა სისხარტე, სხეულის სივრცეში აღქმა, ბალანსი (სტატიკური და დინამიური), კოორდინაცია და სისწრაფე ( IRFU 2006). იმის ნიმუშად თუ ვარჯიშებში ფუნდამენტური ეტაპის დროს რა შეიძლება იყოს ჩართული, ქვემოთ მოცუმულ ვიდეოში ნაჩვენებია რაგბისათვის დამახასიათებელი ერთ ერთი ტექნიკური უნარის და ამავე დრო აჩქარებისა და სისხარტის სწავლების მაგლითი.( ვიდეო იხილიეთ საიტზე შესაბამის განყოფილებაში).