ქრონოლოგიური და ბიოლოგიური ასაკის დაპირისპირება
ქრონოლოგიური ასაკი არის ადამიანის ასაკი დაბადების წლის გათვალისწინებით. ესაა ის, რასაც ადამიანთა უმრავლესობა განსაზღვრავს როგორც ასაკს, მაგალითად თუ ბავშვი 11 წლისაა ეს ნიშნავს, რომ მისი დაბადებიდან 11 წელია გასული.
ბიოლოგიური ასაკად შეიძლება მივიჩნიოთ ადამიანის განვითარების დონე, რომელიც დაფუძნებულია სხეულის შინაგან ფიზიოლოგიურ მარკერებზე. ქრონოლოგიურისაგან განსხვავებით ბოლოგიური ასაკი ითვალისწინებს იმას თუ რა საფეხურზეა ადამიანი მომწიფებისა და განვითარების მხრივ. როდესაც მწვრთნელი ბიოლოგიურ ასაკს ეყრდნობა მას უკეთსი ინფორმაცია აქვს იმ სახის ვარჯიშზე, რომელიც შეიძლება შეესაბამებოდეს მოთამაშის მოწიფულობისა და განვითარების სტატუსს. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ბილოგიური ასაკის ზუსტი გაზომვა ძალიან რთულია და ამისათვის საჭირო აღჭურვილობა და პროცედურები ხელმისაწვდომი არაა მწვრთნელთათვის. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე მწვრთნელის წინ რთული ამოცანა დგას. მან უნდა შეძლოს მის ხელთ არსებული შსაძლებლობებისა და აღჭურვლიბის გამოყენებით საუკეთესო შედეგის მიღება. ზრდისა და მომწიფების მონიტორინგის საუკეთოსო გზაა ყოველ ვარჯიშზე მოთამაშის სხეულის მასისა და სიმაღლის გაზომვა. ეს მწვრთნელს საშუალებას მისცემს რომ ამოიცნოს მომატებული ზრდის პერიოდები, რომელიც დაკავშირდება მომწიფებასა და განვითარებასთან.
საწვრთნელი პროგრამის დაგეგმვისა და განხორციელებისას ერთ ერთი უმთავრესი გასათვალისწინებელი ფაქტორია ე.წ. გაწვრთნადობის ასაკი. იგი გულისხმობს მოთამაშის გამოცდილებას შესაბამის და კარგად დაგეგმილ წვრთნაში (Joyce and lewindon 2014). ასევე მნიშვნელოვანია წვრთნის სახეობის გამოცდილების აღნიშვნაც. 4 წლის სარაგბო წვრთნის გამოცდილების მქონე მოთამაშე, რომელსაც არ აქვს ფორმალიზებული ფიზიკური და ძალის ვარჯშების გამოცდილება, ფიზიკური მომზადების საწვთრთნელი ასკის მხრივ ჩვეულებრივი დამწყები ახალბედაა.
მოთამაშეთათვის ფიზიკური განვითარების საწვრთნელი გეგმის შექმნისას, მწვრთნელმა რაც შეიძლება კარგად უნდა გაითვალისწნოს ქრონოლოგიური, ბოლოგიური და საწვრთნელი ასაკები. ეს მას საშუალებას მისცემს, რომ საწვრთნელი გეგმა რაც შეიძლება ოპტიმალური იყოს ბავშვების განვითარებისა და ადაპტაციისთვის.