მოძრაობის რუდიმენტული ნიმუშები

პირველი ნებაყოფლობითი მოძრაობების ფორმები, რუდიმენტული მოძრაობებია. ისინი კარგად ჩანს ჩვილებში, დაბადებიდან დაახლოებით 2 წლამდე (Gallahue at al 2012). რუდიმენტული მოძრაობის ნიმუშები დაფუძნებულია ადრეული მოძარობის ნიმუშებზე(რედსაც ბავშვი პირველად სწავლობს მოძრაობებს), რაც ბავშვების ფუნდამნეტური მოძრაობის ეტაპის განვითარებას აკავშირებს განვითარების რეფელქსურ ეტაპთან. მოძრაობის რუმიდენტული ნიმუშები მოიცავს სტაბილურობის ისეთ მოძრაობებს, როგორიცაა თავის, კისრის და შუა ტანის კუნთების კონტროლის სწავლა, მანიპულაციური ამოცანები: მიწვდომა, ჩაბღუჯვა და ხელის გაშვება და გადააადგილების მოქმედებები: ხოხვა, ბობღვა, ცოცვა და სიარული( Gallahue at al 2012). გადაადგილების მოძრაობის ნიმუშები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფუნდამენტური უნარების სპორტის სპეციფიურ, სარაგბო უნარებად გარდაქმნაში. ხოხვისა და ცოცვის რუდიმენტული მოძრაობების საშუალებით ბავშვი სწავლობს ერთი და იგივე და საწინააღმდეგო მხარის კიდურების ერთდროულ მოძრაობას, რაც სიმეტრიულ (ორივე მხარეს ერთნაირ) განვითარებაში ეხმარება. გორაობა/კოტრაილი არის შემდეგი რუდიმენტული მოძრაობის ნიმუში, რომელიც მნიშვნელოვანია შუა ტანის კუნთების გამოყენებისა და სიმეტრიული განვითარებისათვის ( Gill et al 2009). შუა ტანის სიძლიერე და სიმეტრიული განვითარება რაგბის თამაშში რამოდენიმე აქტივობასა და უნარშია მნიშვნელოვანი. ამიტომ ეს რუდიმენტული მოძრაობები მოთამაშეების განვითარებისთვის ძალზე საჭიროა.

მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობის რუდიმენტული/ჩანასახოვანი ნიმუშები დაბადებიდან დაახლოებთ 2 წლამდე ვითარდება, მათი ჩართვა ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის საწვრთნელ პროგრამაში ძალიან სასარგებლო შეიძლება იყოს, რადგანაც ეს მოძრაობები ძალიან კარგ საფუძველს უქმნიან სპორტის უფრო მეტად სპეციფიურ სმუშაოს ზედ რომ დაშენდეს. ადრეული განვითარების მოძრაობის ეს უნარები გამოიყენება მოძრაობის შეზღუდულობების შესაფასებლად და კარგი შედეგებით იყენებებ ზრდასრული ათლეტების და არა ათლეტების მოძრაობის უნარების გასაუმჯობესებლად. ისინი ეფექტურად ასევე გამოიყენება მოძრაობის შეზღუდულობების შესამცირებლად და დიაპაზონის გასაუმჯობესებლად ( Gill et al 2009, Haynes 2003). აქედან გამომდინარე, არსებობს იმის, საკმარისი მტკიცებულებები რომ გორაობის, ცოცვისა და ხოხვის ვარჯიშები პროდუქტიულად შეიძლება გამოვიყენოთ როგორც მოძრაობის უნარების შესაფასებლად ასვე მოძრაობის უნარების უკეთესი განვითრებისათვის. მაგალითად კოტრაილი და ხოხვა ავითარებს შუა ტანის სიღრმისეეულ კუნთებს და ასწავლის მათ თუ როგორ და როდის შეიკუმშონ რათა დაიცვან ხერხემალი და მოძრაობას შეუწყონ ხელი. ეს კი იმ ბავშვისთვისაა სასარგებლო, რომელიც მოძარობის უნარებს ივითარებს და ამავე დროს სასარგებლოა ზრდასრულთათვისაც რომლებსაც შეიძლება დარბაზში თუ მოედანზე ეფექტურად ვარჯიშისათვის არ ჰქონდეთ საკმარისი შუა ტანის კუნთების ფუნქცია.

რუდიმენტული მოძრაობის მთავარი უნარები

რუდიმენტული მოძრაობის მთავარი უნარები და თითოეულ უნარზე ვარჯიშების მაგალითები დაწვრილებით ქვემოთაა მოცემული.

პირველი უნარია გახსნა და დახურვა. ეს შეიძლება აღვწეროთ, როგორც კიდურების მოხრა და გაშლა. ეს არის შუა ტანიდან კიდურებისაკენ მოძრაობის უნარი, რომელიც მნიშვნელოვანია რადაგანაც ბავშვობისას თავიდნ შუა ტანის კონტროლი იწყება ხოლო შემდეგ კი ვიწყებთ კიდურების კონტროლს (მაჯები,ხელის თითები და აშ.) მოძრაობის ამ უნარისათვის მარტივი მაგალითი იქნება მოკეცვისა და ვარსკვლავი ფრომა, ისე როგორც ქვემოთ მოცმეულ ვიდეოშია ნაჩვენები. ბავშვი გულაღმა დაწოლილ იწყებს ვარჯიშს, მერე ნელ ნელა ხრის მკლავებსა და მუხლებს, შემდეგ კი შლის კიდურებს, ისე რომ ვარსკვლავს დაემსგავსოს.

მეორე ნიმუშია თაღი. ეს ვარჯიში გულისხმობს ხერხემლის მოხრასა და გაშლას. ამ უნარის განსავითარებელი ვარჯიშია სკაიდაივის პოზა, რომელიც ქვემოთა ვიდეოშია ნაჩვენები. ბაშვი მუცელზე წევს და გორაობს ამ პოზიდან. ის მკლავებს და ფეხებს ვარსკვლავივით გაშლის და მერე კი სკაიდაივერივით გააკეთებს თაღს.

რუდიმენტული უნარის მესამე ნიმუში ბავშვისაგან მითხოვს ზედა და ქვედან ტანის კოორდინირებულ რხევას/რწევას. მოძრაობის ამ უნარისათვის შეიძლება ორი ვარიანტი გამოვიყენოთ, ბაყაყი მუცლეზე და ბაყაყი ხელებზე და მუხლებზე. ორივე მათგანი ქვემოთა ვიდეოშია ნაჩვენები. ბაყაყი მუცელზე ვარჯიშისას ბავშვი მუცელზე წევს, ისე რომ მისი იდაყვები მიწას ეყრდნობა და მათ ზედა ტანი უჭირავთ. დააკვირდით, რომ ქვემო კიდურები მიწაზე განრთხმული და გაშლილია, ფეხის ქვედა ნაწილი მოხრილია და მიწაზე დევს. ამ პოზიდან ბავში ფეხის წვერებზე და იდაყვებზე ბრუნვითწინ და უკან გადადის/ირწევა . ბაყაყი ხელებზე და მუხლებზე წარმოადგენს მსგავს მოძრაობის ნიმუშს მაგრამ ამჯერად ბავშვი ხელებზე და მუხლებზე ირწევა წინ და უკან, მაჯებზე და მუხლებზე ტრაილის/ბრუნვის მეშვეობით.

მეოთხე უნარი წარმოადგენს ტრიალს. ორივე სახის ტრიალი: მორისებრი და რაკეტისებრი ქვემოთა ვიდეოებზეა ნაჩვენები. გორაობა ძალიან კარგი გზაა შუა ტანის სტაბილურობისა და სიმეტრიული მოძრაობის განსავითრებლად. გორაობა ისეთი მოძრაობაა, რომელიც რაგბიში ხშირად გვხვდება, მაგალითად რაქში გადაგორება. ბავშვი მიწაზე წევს გულაღმა ხელებით ტანზე. ამ პოზიციიდნ ის გვერდზე რამოდენიმეჯერ ტრიალდება /გადაგორდება. ასეთი სახის ტრიალი ადვილი გასაკეთბელია დაღმართზე ან დახმარების მეშვეობით. გორაობის მეორე ნიმუში კი ხელებით/მკალევბით თავს ზემოთ აწეული კეთდება. აქ ბავშვს არ სჭირდება მითითებების მიცემა ის თვითონ მონახავს ტრიალის დასაწყებად მისთვის მისაღებ გზას. ორივე გორაობის ნიუმში ქვემოთა ვიდეოზეა მოცემული.

მეხუთე უნარია ხოხვა/ცოცვა. ეს უნარი ორად შეიძლება გაიყოს: ხოხვა სხეულის ერთი და იგივე მხარის გამოყენებით, ან ხოხვა სხეულის საწინააღმდეგო მხარეების გამოყენებით. ორივე ვარიანტი ქვემოთ, ვიდეოებიშია ნაჩვენები. როდესაც ერთი და იგივე მხარეს იყენებ, მარცხენა მკალვი და მარცხენა მუხლი ერთდროულად მიდის წინ, შემდეგ კი მარჯვენა მკლავი და მარჯვენა მუხლი მუშაობს ერთად. ამის საპირისპიროდ, საწინააარმდეგო მხარეების მოძრაობა ხდება მაშინ, როდესაც მარჯვენა მუხლი და მარცხენა მკლავი მოქმედებენ ერთად ჰარმონიაში. შენიშნვნა: ორივე ნიმუში შეიძლება შევასრულოთ როგორც წინ, ისე უკან მიმართულებით და უამარავი სახალისო ვარიანტი გააჩნიათ, რომელთა გამოყენებაც არა მატრო ბავშვებში და მოზარდებში, არამედ ზრდასრულ ათლეტებშიც შეიძლება .

მეექვსე ნიმუში არის სხეულის ჯვარედინი მოძრაობის ნიმუში. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მოქმედება კომპელქსურია. ამ შემთხვევაში ბავშვი ყველა ზემოთ ნახსენებ ნიმუშს გააერთიანებს, რაც შედეგად ოთხ კიდურზე ხოხვის მოქმედებას მოგვცემს. ეს მოძრაობა ძალიან ჰგავს სხეულის პოზიციას შერკინებაში დგომისას. სპაიდერმენის ხოხვა ამ ვარჯიშის კარგი მაგალითია, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ და იგი ქვემოთ ვიდეოშია ნაჩვენები. ამ დროს ბავშვს ხელები და ფეხები აჭმივის პოზიციაში აქვს. იგი საწინააღმდეგო მკლავების და ფეხების მოქმედებით მიხოხავს და ამავე დროს საკუთარ სხეულის წონასაც იჭერს. წინ და უკან ხოხვა და მიმართულებების ცვლა ამ აქტივობას საინტერესოდ და სახალისოდ აქცევს.

რუდინემტული აქტივობები ნაყოფიერად შეიძლება გამოვიყენოთ გახურების ეტაპზე. განსაკუთრებით ბავშვების ფიზიკურ აქტივებებში და თამაშებში. გარდა ამისა ეს ვარჯშები შეიძლება გამოვიყენოთ რუდიმენტული წრიული აქტივობების გაკვეთილები როგორც განვითარების მთავარი ფოკუსი. ნებისმიერ უნარში სადაც ბავშვი ან ზრდასრული ამჟღავნებს მოძრაობის ცუდ კომპეტენციას (კოორდინაციის ნაკლებობა ან უკამრობა) , მათ ინდივიდუალიზებულ საწვრთნელ გეგმაში სპეციფიური რუდიმენტული მოძრაობების ჩართვა შეიძლება მართებული იყოს.