თამაშისა და ხალისის მნიშვნელობა

თამაშისა და ხალისის მნიშვნელობა მუდმივი თემაა იმ მოდულებში, რომლებიც ბავშვის განვითარებას ეხება. ამიტომ აქ კიდევ ერთხელ უნდა ვახსენოთ, რომ მწვრთნელთათვის არსებობს ცდუნება, ფიზიკური ვარჯიში უფრო სტრუქტურირებლი და ხისტი ჩაატარონ ვიდრე სახალისო და კვლევითი. მწვრთნელებს მუდამ უნდა ახსოვდეთ, რომ ისინი ბავშვებს წვრთნიან.

ბავშვი შეიძლება ვერ ხვდებოდეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური შესაძლებლობების განვითარება რაგბის თამაშის ხარისხის ასაღლებლად. ამ ეტაპზე ბავშვი თამაშზე მეტად ამახვილებს ყურადღებას ვიდრე ფიზიკურ შესაძლებლობებზე, რომელიც მას საშუალებას მისცემს, რომ რაგბიში და მოგვიანებით კი ცხოვრებაში წარმატებული იყოს. ბავშვების ასაკობრივ კატეგორიებში მოთამაშები ჯერ ისევ ფუნდამნეტურ ეტაპზე ან ვარჯიშის სწავლის ეტაპზე არიან ათლეტის გრძელვადიანი განვითრების მოდელში, რომელზედაც ზემოთ ვისაუბრეთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მწვრთნელი უნდა ეძებდეს ისეთ აქტივობებს და თამაშებს, რომლებიც ბავშვისათვის სახალისო და გასართობი იქნება და ამავე დროს, მიზან მიმართულად განავითარებენ ფიზიკურ შესაძლებლობებს. როდესაც ისეთ გუნდურ სპორტში როგორიცაა რაგბი, მწვრთნელი ბავშვებთან მუშოაბს, მისი ერთ ერთი მთავარი გამოწვევა ისაა, რომ ვარჯიშის დროს მას ერთდროულად ხშირად ეყოლება ბავშვების დიდი რაოდენობა. აქტივობების და თამაშების უმრავლესობას არაპირდაპირ ექნებათ ფზიკური შესაძლებლობის წვრთნის ან ფიზიკურ მომზადების ასპექტი. მწვრთნელზეა დამოკიდებული, რომ ის შემოქმედებითი იყოს და ეს თამაშები და აქტივობები მოარგოს სამიზნე ფიზიკურ შესაძლებლობებს, რომელზეც მას სურს მუშაობა და ამავე დროს შეინარჩუნოს ხალისი და გართობა ახალგაზრდა მოთამაშეებისათვის. ამავე დროს, ფზიკურ შესაძლებლობებთან ერთად შეიძლება სარაგბო უნარების განვითარებაც გვქონდეს მიზნად. ასეთ შემთხვევაში შემოქმედებითი მიდგომით მწვრთნელს შეუძლია ძალიან ქმედითი საწვრთნელი გეგმის შექმნა.