სისწრაფის განვითარება
რაგბიში სისწრაფე, ან ის თუ რამდენად სწრაფად შეუძლია მოთამაშეს გარკვეული მანძილის დაფარვა, არის თამაშის მაღალ დონეზე თამაშის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი. სპრინტის ტექნიკისა და სირბილის საბაზო უნარები საწვრთნელ პროცესში ადრეული ასაკიდანვე უნდა იყოს, რათა საფძველი ჩაეყაროს მოძრაობის ამ ძალიან მნიშვნელოვან უნარს. ბავშვებში სისწრაფის განვითრებისათვის თეორიულად არსებობს გაზრდილი შესაძლებლობების ფანჯარა, რაც გამოწვეულია ნევრული სისტემის განვითრებით (Oliver et al, 2013). ნერვული სისტემა, რომელიც ბავშვობაში ჯერ კიდევ სრულად არაა განვითარებული და მომწიფებული, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ბავშვის მოწიფულობაში გადასვლასთან ერთად ისიც მომწიფდება. ეს ბავშვს საშუალებას მისცემს, რომ უფრო სწრაფი გახდეს და შესაბამისი წვრთნით სისწრფე გაუიმჯობესოს, რომელიც ფოიკუსირებული იქნება სისწრაფის ნერვულ შემადგენელზე.
ოლივერის თანახმად (2013), წვრთნისას ყურადღება უნდ გავამახვილოთ ტექნიკის გაუმჯობესებასა და მიწასთან კონტაქტის დროის შემცირებაზე, რადგანაც სპრინტის სისწრაფეში სწორედ ისაა მთვარი განმსაზღვრელი ფაქტორი. პლიომეტრიული წვრთნა არის წვრთნის ის მეთოდი, რომელიც მიწასტან კონტაქტის დროს შეამცირებს. მისი მიზანია გააუმჯობესოს სიმძლავრის და ძალის წარმოქმნის სისწრაფე, რაც მოთამაშეს საშუალეაბას მისცემს, უფრო ფეთქებადი გახდეს (Jeffereys and Moody, 2016; Popovic, 2016). წვრთნის ამ მეთოდზე უფრო დაწვრილებით მოზარდებში ფიზიკური მომზადების მდულში ვისაუბრებთ. ბავშვებში ის შეიცავს ხტომას, რებაუნდინგს(rebounding) ხტომის შემდგომ მიწიდან ასხლეტის/არეკვლის ვარჯიშებს. ეს ვარჯიშები ძალიან მცირე მონაკვეთში მიწასთან კონტაქტისას დროს აუმჯობესებს რაც შეიძლება მეტი ძალის წარმოქმნას ეს კი სისწრაფის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. სისწრაფის ტექნიკა უმთავრესია სისწრაფის განვითარების წვრთნაში, მაგრამ მას გამოწვევებიც ახლავს რაც დაკავშირებულია კიდურების სიგრძის ზრდასა და ცვლილებებზე, რომელსაცსირბილის ტექნიკაზე შეიძლება ჰქონდეს გავლენა. ბავშვის მოწიფულობასთან ერთად ახლოვდება ბავშვობის გვიანი ეტაპი (11–12 წლის ასაკი), როდესაც ბავშვი შეიძლება საკმარისად მზად იყოს უფრო მეტად ორგანიზებული და ფორმალური სისწრაფის ვარჯიშების შესარულებლად. მაგრამ როგორც ზემოთ ვისაუბრეთ, მწვრთნელმა უნდა სცადოს სისწრაფის არაპირდაპირად განვითარებაზე მუშაობა მცირე ზომის თამაშებისა და აქტივობების მეშვეობით. სპრინტის ტექნიკის ზოგიერთი სამწვრთნელო მინიშნება მოიცავს:
- აჩქარებისთვის სხეულის წინ გადახრა და სხეულის უფრო მეტად გასწორება მაქსიმალური სისწრაფით სირბილითვის
- მკლავის მუშოაბა და საწინააღმდეგო მკლავის და ფეხის ციკლური მოქმედება
- მიწასთან ტერფის კონტაქტის მცირე დრო.
კარგ სამწვრთნელო მინიშნებებს (ფაქტორებს) შეუძლიათ რეალური სხვაობის მოტანა, განასაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვებთან ვმუშაობთ. ბავშვმა შეიძლება ვერ გაიგოს მითითება: “ მინდა რომ მიწასთან ტერფით კონტაქტის მცირე დრო გქონდეს“, ხოლო: “ მიწა მხურვალე, წითელი ლავაა და ფეხის მიწაზე დადების შემდეგ, რაც შეიძლება სწრაფად აიღე მიწიდან“ ბავშვსთვის შეიძლება უფრო ადვილი იყოს გასაგებად. ამიტომ დარწმნუდით, რომ კარგად გაქვთ მოფიქრებული ის რასაც ამბობთ.
სისწრაფის განვითარებისათვის ზოგირთი თამაშისა და აქტივობების მაგალითი ქვემოთაა მოცემული.
დაიჭირე შენი პარტნიორი – მოთამაშები ნიშნილებთან გარკვეულ მანძილზე დგანან . სასტვენისთანავე წინა მოთამაშე ცდილობს დადგენილი მანძილი ისე გაირბინოს, რომ ის პარტნიორმა ვერ დაიჭიროს. ეს განავითარებს სწორ ხაზზე სიჩქარეს, ხოლო შეჯიბრების ფორმა ბავშვების ჩართულობას უზრუნველყოფს.
ბურთზე რეაქცია – ორი მოთამაშე გვერდიგვერდ დგას და წინ იყურება. მწვრთნელი მათ უკანაა. იგი ისრვის რაგბის ბურთს უკნიდან წინ. მოთამაშეები უნდ აჩქარდნენ და სცადონ ერთმანეთს დაასწრონ ბურთის აღება. ეს მათ რექციის უნარს განავითრებს და ამავე დრო სისწრაფის და აჩქარების შესაძლელებობაზე იმუშავებს. ერთდროულად ხდება რაგბის სპეციფიურ უნარზე ვარჯიში.
სპრინტი და უკუ სირბილი