სისხარტის განვითარება

სისხარტე გაწვრთნილობის ძალიან კომპლექსური კომპონენტია. ის ბევრად მეტია ვიდრე უბრალოდ მიმართულების სწრაფი ცვლა ან ფინტი და ცრუ მოძრაობა, რადგანაც ის მოიცავს გადაწყვეტილების მიღებას, სტიმულზე რეაქციას და სწორს ხაზზე სირბილის სისწრაფის კომპონენტებს. სისხარტის კომპლექსურობა და იმ კომპონენტების რაოდენობა, რომლებსაც გავლენა შეიძლება ჰქონდეთ ამ უნარის შესრულებაზე სისხარტეზე ვარჯიშს და მის გაზომვას/გატესტვას დიდი სირთულედ აქცევს (Joyce and Lewindon, 2014). ბავშვებში სისხარტის შესახებ კვლევები მცირეა რაც გასაკვირია, რადგანაც ის ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის უმეტეს სახეობებში, მათ შორის რაგბიში. სისხარტის ფიზიკური მხირიდან, ბავშვებმა ბუნებრივად უნდა ფუნდამნეტური მოძრაობის უნარების, სისწრაფის და ძალის ვარჯიშის მეშვეობით გაიუმჯობესონ სისხარტე. ფიზიკური მომზადების ეს კომპონენტები ბავშვს დაეხმარება, რომ სისხარტე სპეციალური ვარჯიშების გარეშე გაიუმჯობესოს. ამავე დროს, ბავშვი უნდა ჩავრთოთ ისეთ თამაშებსა და აქტივობებში, რომელიც მოიცავს მიმართულების ცვლას, რათა განივითაროს ტენქიკა და მიაჩვიოს სხეული სპეციფიურ ძალისხმევას.

არც სისხარტის მენტალური, ანუ აღქმა - შემეცნებითი, მხარე უნდა დაგვავიწყდეს. მასაც სჭირდება წვრთნა და განვიათრება ისევე, როგორც სხვა უნარებს. ვიზუალური სკანირება, სიტუაციური მონახაზების ამოცნობა და განჭვრეტის მახასიათებლები, ყველა ჯდება სისხარტის კოგნიტიურ (აღქმით) ნაწილში. რაგბიში მეტოქის მომდვენო მოქმედების განჭვრეტა ანაც იმის ამოცნობა თუ სპეციფიურ სიტუაციაში მეტოქე დიდი ალბათობით რას იზამს ბევრად გააუმჯობესებს მოთამაშის შანსს შეძლოს მიმართულების შეცვლა, რათა შებოჭოს მეტოქე ან აერიდოს ბოჭვას. ბავშვების წვრთნისას თავიდან მეტი ყურადღება შეიძლება გავამახვილოთ დახურულ უნარებზე და მიმართულების დაგეგმილ ცვლაზე, რათა სავარჯიშოებს და თამაშებს ნაადრევად არ დავამატოთ კომპლექსურობა. ბავშვის პროგრესთან ერთად შეიძლება გამოვიყენოთ რეაქტიული სისხარტის ან დაუგეგმავი მიმართულების ცვლის მეტი აქტივობები რათა ვავარჯიშოთ კოგნიტიური მხარე და წვრთნას კომპლექსურობა დაემატოს. ჯოისის და ლევინდონის თანახმად(2014), ბავშვებისათვის შემოთავაზებული სისხარტის განვიათრების გეგმა უნდა იყოს: 60% მოძრაობის ფუნდამენეტური უნარების ვარჯიში, 25% დაგეგმილი მიმართულების ცვლის სისრაფე და 15 % დაუგეგმავი, რეაქტიული სისხარტის წვრთნა.

მწვრთნელბს ვურჩევთ, რომ სადაც შესაძლებელია რაგბის სათამაშო სიტუაციების სარკისებური იმიტაცია მოახდინოინ, რათა სპორტის სპეციფიური სისხატრის განვითარებასა და სქემების ამოცნობაში დავეხმაროთ მოთამაშეებს. მოთამაშე, რომელიც ისწავლის სისხარტის უკეთ გამოყენებას რაგბის დაცვით ან შეტევით სცენარებში შეძლებს ათვისებული უნარების თამაშში უკენ გადატანას. ქვემოთ მოცემულია დაგეგმილი და დაუგეგმავი სისხარტის სავარჯიშოების ზოგიერთი მაგალითი.

ოთხუკთხედი სავარჯიშო –მოვნიშნოთ ოთხკუთხედი. მოთამაშე წინ გარბის გვერდზე ფეხით გვერდულად გადაადგილდება(შაფლინგი) უკან უკუსვლით გარბის და საწყის წერტილამდე ისევ გვერდზე გადაადგილდება გვერდულად . შეჯიბრებითობის შემოსატანად მწვრთნელმა მოთამაშეები გვერდიგვერდ უნდა ამუშაონ.

T- სებური სავარჯიშო - ლათინური T ასო მოვნიშნოთ ნიშნულებით. მოთამაშე წინ გარბის, გვერდზე მიათრევს ფეხებს ჯერ ერთმხარეს იქ ეხება ნიშნულს მერე მეორე მხარეს მიათრევს ფეხებს და იქაც ეხება ნიშნულს. შემდგომ უკან მიდის გვერდულად ცენტრში და უკუსვლიტ გარბის საწყის ნიშნულთან. შეჯიბრებითობის შემოსატანად მწვრთნელმა მოთამაშეები გვერდიგვერდ უნდა ამუშაონ.

Y-ისებური სავარჯიშო - მითითება და მიმართულების ცვლა. მოთამაშე წინ გარბის ნიშნულისკენ სადაც მწვრთნელი დგას. ის მიუთითებს გარკვეულ მიმართულებას რაზეც მოთამაშეს მყისიერი რეაქცია უნდა ჰქონდეს და შეცვალოს მოძრაობის მიმართულება.

შემტევი მცველის წინააღმდეგ – სათამაშო არე ნიშნულებითაა მონიშნული. ბურთიანი მოთამაშე ცდილობს მცველს აერიდოს მისგან ხელის შეხების გარეშე.