გახურების მიზანი
ბავშვები ხშირად ყველანაირი მომზადების გარეშე ასრულებენ ფიზიკურ აქტივობებს და ვარჯიშებს. ისინი თამაშის განმავლობაში იწყებენ და ჩერდებიან ისე, როგორც საჭიროდ მიიჩევენ და ხშირად აკეთბენ მრავალფეროვან, ფეთქებად და უფრო გამძლეობაზე დაფუძნებულ თამაშებს/ვარჯიშებს, მაგალითად ხტომასა და სირბილზე დაფუძნებულ თამაშს ისეთს, როგორიცაა თაგი ან დევნა. მწვრთნელებმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ, თუ ბავშვები ბუნებრივად ვარჯიშობენ მომზადების გარეშე, მაშინ რა არის გახურების მიზანი და წაადგება თუ არა ის ბავშვის წვრთნასა და სწავლებას? კარგად დაგეგმილი გახურება ძალიან სასარგებლო შეიძლება იყოს, რადგანაც ის მოთამაშეებს ამზადებს მომავალი ვარჯიშისათვის. ბავშვებში კონცენტრაციის დონე ჩეულებრივ დაბალია და ამიტომ გახურებამ ისინი უნდა განაწყოს სამუშაოდ იმ უნარზე, რომელიც მალევე იქნება ვარჯიშის ძირითად ნაწილში. მოთამაშეების გახურებას ასევე აქვს ფიზიოლოგიური სარგებელი, რადგანაც ზოგადად კუნთები უფრო ქმედითად ფუნქციონირებენ მაღალ ტემპერატურაზე რაც კარგია შესრულებისათვის. როგორც წინა მოდულებში ვისაუბრეთ, სტრუქტურირებული, ფორმალური წვრთნის რეალური წილი მცირე უნდა იყოს. ბავშვები უნდა წავახალისოთ, რომ ისწავლონ მოძრაობის უნარები და ტექნიკური ილეთები ისეთი აქტივობების და თამაშების მეშვეობით, რომლებიც ახალისებს/აქეზებს კვლევას, ხალისს და მიღწევის შეგრძნებას. მწვრთნელმა ეს ფილოსოფია გახურებაშიც უნდა შემოიტანოს, რათა გააგრძელოს ბავშვების ჩართულობა. გახურებას სპეციფიური განზრახვა ან მიზანი შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად ისეთი, როგორიცაა მოძრაობის ფუნდამენტური უნარების განვითარება, მაგრამ ის სახალისო და გასართობი უნდა იყოს. გახურება ყოველთვის უნდა იყოს მიზანმინართული და არასოდეს უგულვებელვყოთ იგი. ის სულ 10–15 წუთი გრძელდება და უნდა ვეცადოთ, რომ ის რაღაც გზით დაემატოს მომზადებას, სწავლებას და სიამოვნებას, როემლსაც ბავშვი იღებს ვარჯში დროს.