ათლეტური მოტორული უნარების კომპეტენციები

მაშინ როცა მფუ უფრო რაგბის სპეციფიური მოწინავე უნარების სამშენებლო ბლოკებია, ამასთანავე მკვლევარებს მიაჩნიათ რომ უფრო მეტად ათლეტური მოტორული უნარების კომპეტენციები მფუ–ს თან ერთად უნდა განვითარდეს, თუ გვინდა, რომ ბავშვბემა იპროგრესირონ და სპორტის კომპეტენციებისათვის ოპტიმალურად განვითარდნენ (Joyce and Lewindon 2014). ლოიდის და ოლივერს თანახმად (Lloyd and Oliver 2103) ათლეტური მოტორული კომპეტენციები, რომელბიც ნორჩი მოთამაშეებს საწვრთნელ პროგრამაში შეიძლება ინტეგრირდეს მოიცავს;

  • ხტომა, დახტომა და დახტომის შემდეგ მყისიერი ახტომის (ასხლეტის) ტექნიკა
  • შუა ტანის ვარჯიშები მუცლის გასამაგრებლად და ტრიალისათვის წინააღმდეგობის გასაწევად
  • ზედა ტანის მიწოლის ვარჯიშები/მოძრაობა (აჭიმვა)
  • ზედა ტანის მოქაჩვის ვარჯშები/მოძრაობა (ღერძზე აზიდვა)
  • ქვედა ტანის მოძრაობები ორ ფეხზე (მაგ. ბუქნი)
  • ქვედა ტანის მოძრაობები ერთ ფეხზე(მაგ. ყუთზე ერთი ფეხით აბიჯება)

მფუ – ს ეს ათლეტური მოტორული უნარები უნდა დავამატოთ, არა მხოლოდ საბაზო მოძრაობების უნარების განვითარებისა და აქტიური, ჯანმრთელის ცხოვრებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ბავშვს მორაგბე სპორტსმენად ჩამოყალიბების პროცესისათვის კარგი სასტარტო პირობები მივცეთ . ყველა ეს ათლეტური მოტორული უნარი ძალიან კარგად გადავა (ტრანსფერი მოხდება) რაგბის თამაშში და ის იდეალურ საფუძველს შექმნის იმ სარაგბო უნარებისა და ფიზიკური შესაძლებლობების მშენებლობისათვის, რომლებიც თამაშისთვისაა აუცილებელი. ამ ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელი ცდილობს, მოთამაშეებში მეტი ათლეტური მოტორული უნარები განავითაროს, წვრთნისას მთავარი აქცენტი ჯერ ისევ ბავშვების ხალისსა და გართობაზე უნდა გაკეთდეს. მწვრთნელზეა დამოკიდებული ისეთი აქტივობებისა და თამაშების მოფიქრება, რომლებსაც მის მოთამაშეებში სასურველი მოძრაობის უნარების განვითარება შეეძლებათ და ამავე დროს მათთვის სახალისო იქნება. ზოგიერთი ასეთი ათლეტური მოტორული უნარის კომპეტენციების მაგალითს ქვემოთ მოცმეულ ვიდეოებში გაჩვენებთ.

ბუქნი სიარული

ზედა ტანის მიწოლა მოქაჩვა და შუა ტანის გამაგრება