მოძრაობის სტაბილურობის უნარები

მოძრაობის სტაბილურობის უნარები საფუძველს გადაადგილებისა და მანიპულაციის ყველა სხვა უნარს უქმნის, რადგანაც ყველა მოძრაობა მოიცავს სტაბილურობის ელემენტს. სტაბილურობის მნიშვნელობის შესაფასებლად, სწრაფად გადავავლოთ თვალი ადრეული რეფლექსების პერიოდს (ჩვილობა), სადაც ბავშვს ჰქონდა ძალიან სტაბილური შუა ტანი (მუცელი) როდესაც ის აკეთებდა ჩავლების, მოქაჩვისა და მიწვდომის მრავალ სხვადასხვა მოძრაობას მკლავებით, ხელებით, ფეხებითა და ტერფებით. ყველა ეს რეფლექსური მოძრაობა და უნარი შეიძლება განვიხილოთ, როგორც შუა ტანის ვარჯიში. დაბადებისთანავე ბავშვი ვარჯიშობდა და ემზადებოდა იმ დღისათვის, როდესაც მას უფრო გამომწვევი და რთული ფიზიკური ამოცანების გაკეთება მოუწევდა.

სწორედ მოძრაობის სტაბილურობის უნარები განაპირობებენ სტატიკური და დინამიური ბალანსის შეძენასა და შენარჩუნებას. სტატიკური ბალანსის მაგალითია, როდესაც ბავშვი 1 ფეხზე ბალანსის ტესტის გაკეთებისას განძრევის გარეშეცდილობს შეინარჩუნოს დაბალანსებული პოზიცია. მოძრაობაში დინამიური ბალანსის მაგალითი კი არის, როდესაც ბურთიანი მოთამაშე მისკენ მომავალ მცველს ფინტით ცდილობს ასცდეს. სპორტის მრავალ სახეობაში ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ მოთამაშეების მიერ ბალანსის შეძენასა და შენარჩუნებას. რაც შეეხება რაგბის, აქ ხშირად დინამიური ბალანსი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სტატიკური. კარგად განვითრებული მოთამაშის მისაღებად საიჭროა როგორც სტატიკური, ისე დინამიური ბალანსის წვრთნა. ისეთი მოძრაობები როგორიცაა მიწვდომა, ბრუნვა, ტრიალი, მოხრა და გაწელვა არის სტაბილურობის ფუნდამნეტური შესაძლებლობები, ისიევე როგორც აწევა, წაღება/წაყვანა, მიწოლა და მოქაჩვა. რაგბიში სტაბილურობა და ბალანსი კრიტიკულად მინიშვნელოვანია თამაშის თითქმის ყველა ასპექტში. ფეხის დარტყმა საჭიროებს ერთ ფეხზე ბალანსს, ფინტი (ცრუ მოძრაობა) ან ბოჭვის არიდება საჭიროებს ძალიან კარგ დინამიურ ბალანსსა და სხეულის ძალიან კარგად ფლობას, ხოლო ბოჭვის წარმატებით შესრულება, სტაბილურობასა და ბალანსს მოითხოვს.

ზოგიერთი სავარჯიშო, რომელიც მოძრაობის სტაბილურობის უნარების განსავითარებლად გამოიყენება, ქვემთ მოცმეულ ვიდეოშია ნაჩვენები.

ერთ ფეხზე სტატიკური ბალანსი – ბავშვი ერთ ფეხზე დააყენეთ. მან 10 წამის განმავლობაში უნდა შეინარჩუნოს გამართული სხეულის სიმყარე და ბალანსი. იგივე მოქმედება მეორე ფეხეზე გაიმეორეთ. გასართულებლად, ბავშვს სთხოვეთ ბალანსის დაცვით მისწვდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილს.

ერთ ფეხზე სტატიკური ბალანსი დაჭერითა და სროლით – ბავშვი ერთ ფეხზე უნდა დადგეს და შეინარჩუნოს მყარი და დაბალანსებული, გამართული სხეული 10 წამის განმავლობაში. ბავშვისათვის ამოცანის გასართულებლად, მას ბურთით პასი მიეცით. მან ის უნდა დაიჭიროს და უკან დააბრუნოს, იგივე მეორე ფეხზე გაიმეორეთ.

უძრავი ქვა/კლდე – ბავში 4 ზე დააყენეთ ფეხებზე და ხელებზე. მან ეს პოზიცია უნდა შენარჩუნოს იმ დროს, როდესაც მეორე ბავშვი მოქაჩვით მიწოლით ან ხელის კვრით ცდილობს მისი წონასწორობიდან გამოყვანას.