მოძრაობის უნარების კომბინაცია

როდესაც მწვრთნელი ცდილობს, ძალიან მარტივი აქტივობების მეშვეობით მფუ სპეციფიურ კატეგორიაზე იმუშაოს, აწყდება რეალობას, რომ თითქმის ყველა დინამიური მოქმედება არის ორი ან მეტი კატეგორიის კომბინაცია. რაც შეეხება მოძრაობას, აქ გამოყოფენ: სტაბილურობის, გადაადგილების, მანიპულაციების, კოორდინაციის და გაცნობიერების მოძრაობების კომბინაციებს. რაც უფრო მეტადაა კატეგორიები კომბინირებული, მით უფრო მეტად კომპლექსური და გამომწვევია მოძრაობების და უნარების სასწავლად. ამიტომაც მწვრთნელმა მის ნორჩ მოთამაშეებთან ძალიან მარტივი აქტივობებით უნდა დაიწყოს, რათა მფუ - ების სპეციფიური კატეგორიები ამოიღოს მიზნად. ბავშვის ასაკის მატებასთან და მოწიფულობასთან ერთად ის მარტივი მოძრაობების ოსტატობას ანვითარებს. ამიტომ ამ დროს შეიძლება უფრო კომპლექსური მოძრაობები დავამატოთ.

საბოლოოდ ჩენს მიზანს ნორჩ მოთამაშეებში სარაგბო უნარების განვითარება წარმოადგენს. ამავე დროს არც ერთი სარაგბო უნარის ფლობისათვის არ არის საკმარისი მფუ ოთხი კატეგორიიდან მხოლოდ რომელიმე ერთი. მაგალითად, ერთი კონკრეტული უნარი, ისეთი როგორიცაა პასი, საჭიროებს სტაბილურობის, გაცნობიერებისა და კოორდინაციის უნარებით მანიპულირებას. მოთამაშეები იშვიათად აძლევენ პასს დგომში, ამიტომ გადაადგილების მოძრაობების უნარები ასვე ძალზე მნიშვნელოვანი ხდება. მოთამაშის განვითარებისათვის, მწვრთნელმა მუდმივად გამოწვევის წინაშე უნდა დააყენოს მისი შესაძლებლობები. თუ მოთამაშეს მოვთხოვთ, რომ პასი სირბილის დროს მისცეს მანამ ვიდრე ის უძრავად პასის მიცემის განვითარებაზე ივარჯიშებს, მოძრაობის ნიმუშების კომბინაცია განვითრების ამ ეტაპზე შეძლება ზედმეტად კომპლექსური აღმოჩნდეს რაც წარუმატებლობას გამოიწვევს. მწვრთნელისთვის აუციელებელია კომბინირებული მოძრაობის უნარების კომპლექსურობის გაგება, რათა მან დაგეგმოს კარგად სტრუქტურირებული საწვრთნელი პროცესი, რაც მის მოთამაშეებს მიეხმარება მფუ – ს, საბოლოოდ კი რაგბის სპეციფიური უნარების განვითარებაში