ძალის/ძალაზე ვარჯშები ნორჩი მორაგბეებისათვის
მშობლები და მწვრთნელები ხშირად შფოთავენ, როდესაც ბავშვების ძალაზე ვარჯიშის შესახებ ესმით. ამიტომ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბავშვი ძალაზე მისი დაბადებიდან ვარჯიშობს და ამიტომ ძალის ვარჯიში სულაცა არაა რაიმე სიახლე ბავშვისათვის. ზრდასთან და განვითრებასთან ერთად, ჩვილები და ბავშვები სწავლობენ თუ როგორ წარმოქმნან და აკონტროლონ ძალები. ეს აქტივობები არსებითად ძალაზე ვარჯიშს წარმოადგენს. ბავშვების ძალაზე ვარჯიში, თუკი ის უსაფრთოხო გარემოში და მეთვალყურეობით ხდება, შეიძლება ძალიან პროდუქტიული იყოს. (Lloyd and Oliver 2012). არ არსებობს მინიმალური ასაკი ბავშვებისათვის ძალაზე ვარჯიშის დასაწყებად, თუკი შესაფერის საწვრთნელს მეთოდებსა და მეთვალყურეობას უზრუნველვყოფთ (Jyoce and lewindon, 2014). ბავშვის საწვრთნელ პროგრამაში ძალაზე ვარჯიშის ჩასმის 2 მთვარი მიზეზი არსებობს, შესრულების გაუმჯობესება და ტრავმების პრევენცია ( Joyce and lewindon, 2014). ბავშვის ძალაზე ვარჯიშის ერთ ერთი მთავარი ბარიერი იყო წარმოდგენა იმაზე, რომ ეს ბავშვს ტრავმას მიაყენებდა, მაშინ როდესაც კვლევებმა აჩვენა, რომ კარგად შედგენილი და სათანადოდ განხორციელებულ სავარჯიშო პროგრამას, პირიქით შეუძლია ტრავმების რისკის შემცირება. როდესაც ძალაზე ვარჯშს ძალიან პატარა ასაკიდან ვიწყებთ, ძალზე მნიშვნელოვანია ვარჯიშის ფორმატი. ბავშვები თმაშით ერთობიან და როდესაც თამაშები და სახალისო აქტივობები შესაბამისად არის შემქმნილი, მათში ჩართულობის ხარჯზე მწვრთნელს შეუძლია მოელოდეს ბავშვებში ძალის მატების გამოვლინებას. ამასთანავე ბავშვებს უყვართ სხვადასხვა ნივთებითა და სპორტთან დაკავშირებული აღჭურვილობით თამაში. მაგალითად შვეიცარიული ბურთები გამოსაყენებლად სახალისოა და სტაბილურობაზე და მობილურობზე დაფუძნებულ წრიულ ვარჯიშებში შეიძლება ჩავრთოთ. ძალის განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები სახალისო, სასარგებლო და უსაფრთხოა თუკი მას კვალიფიციური მწვრთნელი მეთვალყურეობს.
ძალასთან დაკავშირებული შესაფერისი ვარშჯიშები ბაშვებისათვის შეიძლება მოიცავდეს ნებისმიერ ვარჯიშებს სხეულის წონის გამოყენებით, სადაც ბავშვი სწავლობს თუ როგორ გაართვას თავი საკუთარი სხეულის წონას, როგორც სტატიკურ ისე დინამიურ აქტივობებში. წონები და განტელები ბავშვის ძალაზე ვარჯშებში იმ შემთხვევაში შეძლება ჩავრთოთ თუ ბავშვი მზადაა პროგრესისათვის, და დამატებითი წონების გამოყენებისას. შეძლებს შეინარჩუნოს გამართული პოზა და სწორი ტექნიკა. ბავშვებში ძალის შეძენა მოხდება მოტორული სწავლის, მოტორული კოორდინაციის გაუმჯობესების და უფრო ქმედითი(ეფექტური) მოძრაობების დროს. სულაც არაა უჩვეულო, რომ ვიხილოთ ძალის გაუმჯობესება სხეულის აგებულების ნებისმიერი შესამჩნევი ცვლილების გარეშე. ( Jyoce and lewindon, 2014). რაგბის სათამაშოდ ძალა ერთ ერთი მთავარი ფაქტორია. ძლიერ მოთამაშეებს შეუძლიათ ირბინონ უფრო სწრაფად, ახტნენ უფრო მაღლა და უფრო ეფექტურები იყვნენ კონტაქტში, რომელიც ხშირად გვხვდება თამაშში. თუ მწვრთნელს შეუძლია, რომ ძალის და მოძრაობის უნარების განვითარება ადრეულ ასაკში დაიწყოს, რომლებიც ასოცირებულია(დაკავშირებულია) მთავარ ძალის ვარჯიშებთან, ეს ძალიან ხელსაყრელი იქნება ბავშვისათვის, როდესაც იგი მომწიფდება და განვითარდება. ბავშვობა მშვენიერ დროა, რომ ბავშვებმა ისწავლონ მოძრაობები და ტექნიკა, რადგანაც მოძრაობის სწვალა ასაკის მატებასთან ერთად უფრო რთული ხდება. თუკი მწვრთნელები ბავშვ მოთამაშეებში, ძალას ფრთხილად და თანმიმდევრულად განავითარებენ. ამ ბავშვებს დიდი ალბათობით, შესაბამისი საფუძველი ექნებათ რომ განივითარონ მნიშვნელოვანი ფიზიკური შესაძლებლობები სპორტში და კერძოდ რაგბიში.