ვარჯიში ვარჯიშისათვის

აგვგ ეს ეტაპი გრძელდება ბავშვის მომზადების ონლაინ სწავლების მუდულზე დაყრდნობით და ფარავს 12–16 წლის ასაკობრივ დიაპაზონს ბიჭებში და 11–15 წლის აკაკს გოგონებში.

ამ ეტაპზე მთვარი მიზანია სპორტის სპეციფიური უნარების(ოსტატობის) კონსოლიდირება და სპორტული შესრულებისთვის ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება,განვითარება. თეორიული შესაძლებლობების ფანაჯრების ამ ფაზაში ძალას და აერობული გამძლეობას დაჩქარებული გავნითარება აქვთ (Balyi and Hamilton 2004). ამ ფაზის დროს ასევე მნიშვნელოვანია მოქნილობის ვარჯიში რადგანაც ამ დროს ხდება გამალებული ზრდა და სხეულის სტრუქტურის ცვლილებები.

ამ ფაზის განმავლობაში ექსპერტთა მიერ რეკომენდებულია 60 პროცენტი წვრთნა და 40 პროცენტი თამაშის/შეჯიბრის თანაფარდობა. რომელიც შეიძლება მოიცავდეს თამაშებს და თამაშის სპეციფიურ წვრთნას (Balyi and Hamilton 2004). ასევე მნიშვნელოვანია აქვე აღნიშვნოთ რომ ამ ფაზაში ჯერ კიდევ მთავარი ყურადღების საგანია ათლეტის ტექნიკურ , ტაქტიკურ და ფიზიკურ განვითრებაზე ვარჯიში.

შეჯიბრზე ზედმეტი ყურადღების გამახვილება ამცირებს სავარჯიშო დროს,მაგრამ აქვე აღსანიშნვაია ის არგუმენტიც რომ შეჯიბრი მოთამაშეებს თამაშის მოთხოვნებისათვის უკეთ ამზადებს ვიდრე ვარჯიში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ეს გზა სახელმძღვანელოა და მწვრთნელმა ეს სახელმძღვანელო საკუთარ გამოცდილებსათან ერთად უნდა გამოიყენოს რათა მოთამაშეებისაგან საუკეთესო შედეგები მიიღოს. მეცნიერები აცხადებენ რომ ამ მოდელის ფაზები ვარჯიში სწავლისათვის და ვარჯიშის ვარჯიშისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია და სწორედ აქ შეიძლება რომ მწვრთნელმა შემქნას ან „გატეხოს“(დააზიანოს)მოთამაშე(Balyi and Hamilton 2004).