აქტიური აღდგენა
აქტიურ აღდგენაში იგულისხმება ის რაც ტრადიციულად ე.წ გაგრილება იყო. ვიდრე ის მოზარდებიდან უფროსებამდე სპორტშია დანერგილი , ჩვენს ხელთ ასრებულ მცირე დროში ამჟამად ხელმისაწვდომი კვლევები გვიჩვენებს თუ როგორ გავაუმჯობესოთ აღდგენა.
აქტური აღდგენა ზოგადად დაბალი ინტენსიობის ვარჯშიების პერიოდს მოიცავს რომელიც თამაშს ან ვარჯიშს მოსდევს. ამ ყველაფრის უკან მდგომი თეორია გვეუბნება რომ დაბალი ინტენსიობის ვარჯშიების დროს კუნთების შეკუმშვა და მოდუნება როგორც ტუმბო ისე მოქმედებს და ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას(Joyce and Lewindon 2014). გაუმჯობესებულ სისხლის მიმოქცევას შეუძლია რომ სხეულს კუნთებში საკვები ნივთიერებების მიტანაში და იქიდან ნარჩენების გამოტანაში დაეხმაროს რომელიც ვარჯიშის დროს გროვდება. ასევე არსებობს თეორია რომელიც გვეუბნება რომ აქტიური აღდგენა მოთამაშეს შეიძლება რელაქსაციაში(მოდუნება) და აღგზნების დონის დაცხრობაში დაეხმაროს, რომელიც სათამაშო ან სავარჯშო სიტუაცებისას ჩნდება.(Harrington 2016). ეს სასარგებლო შეიძლება იყოს აქტივობის შემდგომ ძილისა და დასვენების წახალისებაში და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ის აღდგენისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
დაბალი ინტენსიობის ვარჯშებს რომლებიც აქტიურ აღდგენსათანაა დაკავშირებული ნებისმიერ სახის აქტივობისაგან შეიძლება შედგებოდეს.აქტიური აღდგენა ასეევე კარგი გზა შეიძლება იყოს ზოგიერთი ,რაგბის სპეციფიური უნარების ჩასართავად.მაგალთად ისეთები როგორიცაა პასები. გაწევლა ხშირად გამოიყენება როგორ აქტიური აღდგენის ნაწილი. ვარჯიშის შემდგომ სტატიკური და დინამიური გაწელვის არევა შეიძლება სასარგებლო იყოს როგორც აქტიური აღდგენის ნაწილი რათა ვცადოთ სახსრებში მოძრაობის სიფართის გაუმჯობესება.