ადაპტაცია
ფიზიოლოგიურ, გარემო ან ფიზიკურ სტრესთან მორგების/შეჩვევის პროცესი არის ადაპტაცია. ფიზიოლოგიური პერსპექტივიდან სხეული ვარჯიშს როგორც სტერსს ისე აღიქვამს ან ისეთ რამედ აღიქვმავს რომელსაც ის ბალანსიდან გამოჰყავს. თუკი ჩვენ სტრესს სხეულზე მუდმივად გამოვიყენებთ მაშინ ის სტრესს ფიზოლოგიურად შეეგუება. იმიტომ რომ შემდგომ სტრესს უკეთ გაართვას თავი და შესაბამისად პროცესში უფრო გამძლე/მაგარი გახდეს. არსებითად სხეული ცდილობს რომ საკუთარი თავი დაიცვას და შედეგად მისი მზაობა/ამტანობა/ვარგისიანობა უმჯობესდება.
1956 წელს სელიემ ეს თეორიული მოდელი აღწერა და ის შეაჯამა როგორც ადაპტაციის პროცესი. მისი თეორია ზოგადი ადაპტაციის სინდრომზეა დაფუძნებული. General adaptation syndrome(GAS). ზას. ზას პროცესი არის სტრესზე სხეულის ფიზიოლოგიური პასუხის გაცემა მიუხედავად მსტრესავისა( Turner 2011). ზას ის მიხედვით სტრესი იწვევს ფუქნციის ან შესრულების დროებით შემცირებას რასაც შემდგომ ადაპტაცია მოჰყვება ეს კი სხეულის ფუნქციას ან შესრულებას აუმჯობესებს. გაუმჯობესებულ რეაქციას/პასხუს ხშირად წვრთნის სუპერკომპენსაციის თეორიას უწოდებენ და ის ქვემოთა სურათზეა ნაჩვენები.

მაგალითად როდესაც მოთამაშე შტანგაზე ერთ ვარჯიშს დაასრულებს ამას პასუხი დაღლილობის სახით უმალვე მოჰყვება. მთამაშეს დაღლილობის დროს ვარჯიშამდელი ძალის დონის ჩვენება არ შეუძლია. ნავარჯიშევ კუნთს ნაკლები საწვავი შეიძლება ჰქონდეს (გლიკოგენი) და ამავე დროს ქსოვილის აღდგენა შეიძლება სჭირდებოდეს, რადგანაც ჩვეულებრივ ვარჯიშის დროს კუნთის დაზიანება ხდება. აღდგენის დროის გასვლის შემდგომ, კუნთის საწვავი მარაგი შეივსება და დაზიანებული ქსოვილი აღდგება. თუ ვარჯიშის სტიმული და აღდგენის დრო საკმარისია ,მაშინ მოთამაშის ძალის დონე წინა საბაზო დონეზე მეტი გახდება.ამას ეწოდება წვრთნის სუპერკომპენსაციის ფაზა.შემდგომ თეორია გვეუბნება რომ თუ სუპერკომპენსაციის ფანჯრის განმავლობაში მოთამაშის კუნთოვანი სისტემა მომდევნო სტიმულს არ მიიღებს(მორიგი ვარჯიში) მაშინ მისი ძალის დონე ისევ მოერგება(დაუბრუნდება) წინარე საბაზო ძალის დონეს. მაშასადამე ამ თეორიული მოდელის თანახმად ადაპტაციის პრინციპი საუკესოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა თუ მოთამაშეს საკმარის დრო აქვს აღდგენისათვის .ეს კი მას საშუალებას მისცემს რომ მომდევნო საწვრთნელი დღისათვის სავარჯიშოდ მზად იყოს და მაქისმალური სარგებელო მიიღოს.აღდგენის პერიოდი მოთამაშეებს შორის სხვდასხვაგავრია რაც დამოიკიდებული იქნება მანამდე შესრულებულ სამუშაო მოცულებაზე(McLester et al, 2008,Hennesey ,2011). ზას თერია საკამოდ გავრცელებულია, მაგრამ ამ მხრივ ამავე დროს სხვა თეორებიც არსებობს და მათ შორის ყველაზე პოპულარულია fitness-fatigue model,მზაობა დაღლილობის მოდელი.