წვრთნის დამატებითი პრინციპები
სიდს-ის პრინციპების გარდა კიდევ არსებობს დამატებითი საწვრთნელი პრინციპები რომელიც ასევე უნდა გავითვალისწინოთ. ეს დამატებითი პრინციპები აყალიბებს იმ თეორიულ საძირკველს რომელსაც საწვრთნელი პროგრამა უნდა დაეყრდნოს. ეს პრინციპებია:
- ადაპტაცია
- სპეციფიურობა
- გადატვირთვა
- შექცევადობა/ უკუგანვითარება
- ინდივიდუალიზაცია
- ვარიაცია
თითოეული ეს პრინციპი მნიშვნელოვანია და მათ ცალცალკე დაწვრილებით შევეხებით. როდესაც სავარჯიშო გეგმას ვქმნით წვრთნის ამ პრინციპებს თუ არ გავითვალისწინებთ მაშინ ამ გეგმამ შეიძლება სასრუველი შედეგები არ მოგვცეს.