ვარჯიშის ტექნიკა

ტექნიკაზე ვარჯიში სისწრაფის წვრთნის დროს გამართული/სწორი ტექნიკის შესრულებას გულისხმობს. სწორი ტექნიკის მიღწევის გზაზე პირველი ნაბიჯია ეფექტური/ქმედითი მოძრაობის მექანიკის სწავლა. სანამ მოთამაშეს სწრაფდ მოძრაობას ვასწავლით მას მანამდე ქმედითი მოძრაობა უნდა ვასწავლოთ. მას შემდეგ რაც მოთამაშე მოძრაობის მექანიკაში დასოტატდება, წვრთნამ ყურადღება შიეძლება სირბილის ტექნიკის სიმძლავირითა და სისწრაფით ორპიმიზებაზე გადაიტანოს.

ცუდი ტექნიკა ამცირებს სირბილის ქმედითობას და ეკონომიას(Gambetta, 1991 Mann , 1985) პრაქტიკაში ეს მრვალი მოთამაშის მიერ ენერგიის დაკარგვას(და სისწრაფის) ნიშნავს, რაც განზრახვის გარეშე დამამუხრუჭებელი ძალების გამოყენებით/მეშვეობით ხდება (Cissik 2004) და ეს ხშირად ცუდი ტექნიკის მიზეზითაა გამოწვეული.

სპრინტის ეფექტური ტექნიკისათვის სამი ძრითადი ასპექტი არსებობს:

  • პოზა/სხეულის მდგომარეობა
  • ფეხების მუშაობა
  • მკლავების მუშაობა(brown and Ferrgino 2005)

სპრინტის კარგი ტექნიკა ფეხების სწორ ციკლურ/წრიულ მქომედებას და ფეხების საწინააღმდეგო მკლავების მოძრაობას მოიცავს რათა კონტრბალანსი და გამაგრებული ზედატანი მივიღოთ რაც სხეულის ძალების გატრაების საშუალებას მოგვცემს(Fletcher, 2009). სპრინტის ყოველ ფაზას საკუთარი ტექნიკური მოთხოვნები აქვს რომელებსაც ქვემოთ გამოვყოფთ.