რაგბის სპეციფიური სპრინტის მოთხოვნები

სპრინტერებს ასწავლიან რომ გამართულებმა წინ გამოწეული მკერდითა და გაშლილი ტანით ირბინონ. მაშინ როცა ეს ტექნიკა სპრინტერებისათვის შეიძლება იყოს იდალური იგივე შეიძლება არ იყოს იდეალური მორაგბისათვის. ის მორაგბე ვინც სპრინტერის ტექნიკას აითვისებს შეიძლება წინიდან ბოჭვებისას დაუცველი იყოს. კვლევები გვაჩვენებს რომ მაღალი დონის მოთამაშეები უფრო დახურული/ჩაკეტილი წინ გადახრილი პოზის ზედა ტანით დარბიან(Sayers, 2000, Spinks et al 2007). ეს იმიტომ შეიძლება იყოს რომ მაღალი ინტენსიობის სირბილის უმრავლესობა რაგბიში აჩქარების ფაზაში ხდება სადაც წინ გადახრა ტექნიკის მთავარი ფაქტორია.

რაგბი მოთამაშეებისაგან ბურთით ხელში სირბილს მოითხოვს. რადგანაც მაღალი სიჩქარით სირბილის ტექნიკის ერთერთი მთავარი ფაქტორი მკალვების გამოყენებაა ეს რაგბის მოთამაშეთათვის უნუკალური გამოწვევაა.(Walsh et al 2007) ვოლშის 2007 წლის მოყვარულ მორაგბეეში ჩატარებულმა კვლევამ გვაჩვენა რომ ბურთით სირბილს სისწრაფეზე უარყოფითი გავლენა ჰქონდა ვიდრე უბურთოთ სირბილს.ამავე დროს ბურთით ერთ ან ორ ხელში სირბილს ელიტარული მოთამააშეების სიწრაფეზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა არ ჰქონია როდესაც მას უბურთოთ სირბილს ადარებდნენ.(Barr et al 2015). ეს კი იმას გვეუბნება რომ ბურთით სირბილი ნასწავლი უნარია/ოსტატობაა რომელიც მოთამაშემ შეიძლება ისწავლოს და ამიტომ მწვრთნელებმა სისწრაფის ვარჯშებში ბურთის ტარების უნარები უნდა ჩართონ . დასაწყისში ტექნიკაზე ვარჯიში ქვემაქსიმალურ სისწრაფეზე სრულდება რათა მოთამაშეებს საშუალება მივცეთ რომ კომფორტულად და დარწმუნებულნი გახდნენ სირბილის ტექნიკის შესრულებაში რათა სწორი აჩქარებისა და შენელების მექანიკა ისწავლონ. მას შემდეგ რაც მოთამაშე ქვემაქსიმალურ სიჩქარეზე სირბილის ტექნიკას დაუეფლება იგი უკვე მაქისამლური სისწრაფით წვრთნის მეთოდზე გადასვლასშ ეძლებს. საწვრთნელი მეთოდები და გარბენილი მანძლები უნდა მოერგოს იმ სპეციფიურ მოთხოვნებს რომლებიც თამაშის თამაშის დროს ნათლად ჩანს (Deutsch et al 2006).