სისწრაფე

სისწრაფე არის დროში გარბენილი/დაფარული მაძნილის საზომი. მიუხედავად სათამაშო პოზიციისა ყველა მოთამაშეს სჭირდება რომ ცადოს და ირბინოს რაც შეიძლება სწრაფად რათა გარკვეული მანძლი დაფაროს(Jeffs 2014). თამაშის დროს ბევრი სხვადასხვა შემთხვევაა როდესაც მოთამაშეებს სისწრაფე ესაჭიროებათ. მაგ. ბურთის/მოთამაშის გამოდევნება, დაცვის ხაზის გაჭრა ანაც ლელოს დადასებად გაქცევა.

სისწრაფე საერთო ტერმინია რომელიც შემდგომ აჩქარებად და მაქისმალური სისწრაფის ფაზებად შეიძლება დაიყოს.ეფექტურად აჩქრების უნარი ყველა მოთამაშეს სჭირდება და ზოგიერთ შემთხვევაში მათ შეიძლება გრძელ მანძილზე სპრინტი მოუწიოთ სადაც მაქსიმალურ სიჩქარეს მიაღწევენ.

სპორტში სისწრაფე არის ნაბიჯის სიგრძე გამრავლებული ნაბიჯის სიხშირეზე( თითოეული ნაბიჯის დროს რამდენ/რამხელა მანძილს ვფარავთ ეს გამრავლებული იმაზე თუ გარკვეული დროის მონაკვეთში ათლეტს რა სიხშირით შეუძლია ნაბიჯების გადადგმა). თუ ყოველ ნაბიჯში მოთამაშე უფრო მეტ მანძილს დაფარავს ის უფრო სწრაფი იქნება და თუ ათლეტი დროის გარკვეულ მონაკვეთში ნაბიჯის სიგრძის შეწირვის გარეშე უფრო მეტ/ხშირ ნაბიჯს გადაგმას ის უფრო სწრაფი იქნება( Fletcher, 2009, Jeffs, 2014). ამიტომაც როდესაც სისწრაფის გასაუმჯობესებლად ვვარჯიშობთ ჩვენმა ვარჯიშმა ნაბიჯის სიგრძის ან სიხშირის გაუმჯობესება უნდა იქონიოს მიზნად ( Fletcher 2009).

სისწრაფის გასაუმჯობესებელი წვრთნის მეთოდების შეიძლება მოიცავ დეს:

  • ვარჯიშის ტექნიკა
  • პლიომეტრიული ტექნიკა
  • წინაღობებით სპრინტის ვარჯიში
  • დახმარებით სპრინტის წვრთნა
  • ფუნქციონალურ ძალას და სიმძლვარეს(Jeffs 2014)

ამ მოდულში ტექნიკისა და პლიომეტრიულ ვარჯიშებს შევეხებით დაწვრლებით ,ხოლო წინაღობებითა და დახმარებებით სპრინტის წვრთნა დაწვრილებით უფროსების ფიზ. მომზადების ონლაინ სასწავლო მოდულში იქნება განხილიული. ამ მოდულში ფუნქციონალური ძალას და სიმძლავრესაც ვახსნებთ მაგარმ უფრო დაწვრილებით დიდების ფიზ.მომზადების ონლაინ სასწავლო მოდულში ვისაუბრებთ.