ნაწილი გ
საკუთარი სხეულის წონითა და მეწყვილის როგორც წინაღობის გამოყენებით აქტივობები, ქვედა ტანში, ზედა ტანში და კისრის არეალში ძალისა და კონტროლის განსავითარებლად
წინ გადაბიჯება
მისვლა: 1 გამეორება: 4 / გვერდზე
სამწვრთნელო მინიშნებები:
- გრძელი ნაბიჯი გადადგით წინ, წამყვანი ფეხით სრულად უნდა იყოს კონტაქტში მიწასთან ხოლო უკანა ფეხი კი ფეხის თითებზე
- მენჯები იქონიეთ გასწორებული 90° მოხრით წამყვან ფეხზე
- ცვალეთ ფეხის ყოველ ნაბიჯთან ერთად
ძირითადი მინიშნებები:
- მკერდი მაღლა
- გამაგრებული შუატანი
- მუხლი ტერფს ზემოთ
ბარძაყის უკანა კუნთზე გადასვლა მუხლებიდან
მისვლა: 1 გამეორება: 3
სამწვრთნელო მინიშნებები:
- ორივე მოთამაშე იმუხლება მიწაზე, უკან მყოფი მოთამაშე ხელს ავლებს პირველ მოთამაშეს კოჭებში
- პირველი მოთამაშე ნელ - ნელა უშვებს შუატანს პირდაპირ და ცდილობს წინ არ გადავარდეს
- როდესაც მართვადი დაშვების შენარჩუნება შეუძლებელი ხდება, პირველი მოთამაშე დასაშვებათ იყენებს ხელებს
- არ შეასრულოთ მატჩის წინ
ძირითადი მინიშნებები:
- მკერდი მაღლა
- გამაგრებული შუატანი
გვერდრული ხიდი
მისვლა: 1 გამეორება: 1 / გვერდზე ხანგრძლივობა: 15 წამი / გვერდზე
სამწვრთნელო მინიშნებები:
- დაწექით გვერდზე, შემდეგ აწიეთ გავა მიწიდან რომ სწორი ხაზი შეიქმნას სწორი ხაზი მხრებიდან კოჭებამდე
- დაეყრდენით იდაყვებს და ქვემოთ მყოფ ფეხს
ძირითადი მინიშნებები:
- ბეჭები ერთმანეთზე მიბჯენილი
- გამაგრებული შუატანი
გვერდული ხიდი წონასწორობის დასარღვევეად მიწოლასთან ერთად
მისვლა: 1 გამეორება: 1 / გვერდზე ხანგრძლივობა: 15 წამი / მხარეს
სამწვრთნელო მინიშნებები:
- წყვილებში, ერთი მოთამაშე დგება გვერდული ხიდის პოზიციაში, ხოლო მეორე მოთამაშე მის გვერდზე დგება.
- მეორე მოთამაშე აწვება პირველ მოთამაშეს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, რომ წონასწორობა დაარღვევინოს, ხოლო პირველი მოთამაშე ცდილობს გამაგრებული ტანის პოზიციის შენარჩუნებას
ძირითადი მინიშნებები:
- ბეჭები ერთმანეთზე მიბჯენილი
- გამაგრებული შუატანი
დათვური ცოცვისას სტატიკური კისრის სავარჯიშო
მისვლა: 1 გამეორება: 1 / მეწყვილეზე ხანგრძლივობა: 10 წამი / მიმართულებაზე
სამწვრთნელო მინიშნებები:
- წყვილებში, პირველი მოთამაშე დგება დათვური ცოცვის პოზიციაში, ხოლო მეორე მოთამაშე მის გვერდით იღებს პოზიციას
- მეორე მოთამაშე აწვება პირველ მოთამაშეს თავზე, ხოლო პირველი მოთამაშე ცდილობს უძრავ მდგომარეობაში შეინარჩუნოს თავი
- მიწოლის მიმართულებები:
- 1) ნიკაპი მკერდისაკენ
- 2) თვალები ცისკენ
- 3) ყური მხრისკენ (მარცხნივ და მარჯვნივ)
- 1) ნიკაპი მკერდისაკენ
ძირითადი მინიშნებები:
- თავი ბუნებრივ მდგომარეობაში
- მხრები მენჯების დონეზე
- გამაგრებული შუატანი