ნაწილი დ
მიწაზე დაშვების, მიმართულების ცვლის და პლიომეტრიული სავარჯიშოები სიმძლავრის და კონტროლის განსავითარებლად
გაქცევა, მართვა, მიმართლების მკვეთრი ცვლა
მისვლა: 1 გამეორება: 2 / მიმართულებაზე
სამწვრთნელო მინიშნებები:
- ადგილიდან, აჩქარდით მაქსიმალური სისწრაფის 75% ით
- მწვრთნელის ნიშანზე, შეანელეთ სირბილი ნაბიჯის სიგრძის დამოკლების და მენჯების და მუხლების დაჭიმვის ხარჯზე
- მაქსიმალური სისწრაფის 25% ზე ჩამოსვლისას, შეასრულეთ ფეხის ჩადგმა და მკვეთრი მიმართულების ცვლა მარცხნივ ან მარჯვნივ, შემდეგ კვლავ აჩქარდით პირდაპირ
ძირითადი მინიშნებები:
- მკერდი მაღლა
- მენჯი, მუხლი, კოჭი ერთ ხაზზე
- მუხლი ტერფს ზემოთ
ახტომა მუხლების აწევასთან ერთად
მისვლა: 1 გამეორება: 8
სამწვრთნელო მინიშნებები:
- შეტყუპებული ფეხებით ახტით რაც შეიძლება მაღლა
- მოკეცეთ მუხლები მკერდისკენ
- ეცადეთ ყოველ ნახტომს შორის მიწაზე გატარებული დრო მინიმუმამდე დაიყვანოთ
ძირითადი მინიშნებები:
- მკერდი მაღლა
- მენჯი, მუხლი, კოჭი ერთ ხაზზე
- მოდუნებული მუხლები