ნაწილი გ

საკუთარი სხეულის წონითა და მეწყვილის როგორც წინაღობის გამოყენებით აქტივობები, ქვედა ტანში, ზედა ტანში და კისრის არეალში ძალისა და კონტროლის განსავითარებლად

გადაბიჯება რამოდენიმე მიმართულებით
მისვლა: 2 გამეორება: 1
სამწვრთნელო მინიშნებები:
  • დაიწყეთ მხრების სიგანეზე ფეხების განთავსებით
  • მარცხენა ფეხის გაუმოძრავებლად, გადაბიჯეთ მარჯვენა ფეხით 2 საათის, 4 საათის და 6 საათის მიმართულებით
  • მარჯვენა ფეხის გაუმოძრავებლად, გადააბიჯეთ მარცხენა ფეხით 8 საათის, 10 საათის და 12 საათის მიმართულებით
ძირითადი მინიშნებები:
  • მკერდი მაღლა
  • გამაგრებული შუატანი
  • მუხლი ტერფს ზემოთ

ბარძაყის უკანა კუნთზე გადასვლა მუხლებიდან
მისვლა: 1 გამეორება: 7
სამწვრთნელო მინიშნებები:
  • ორივე მოთამაშე იმუხლება მიწაზე, უკან მყოფი მოთამაშე ხელს ავლებს პირველ მოთამაშეს კოჭებში
  • პირველი მოთამაშე ნელ - ნელა უშვებს შუატანს პირდაპირ და ცდილობს წინ არ გადავარდეს
  • როდესაც მართვადი დაშვების შენარჩუნება შეუძლებელი ხდება, პირველი მოთამაშე დასაშვებათ იყენებს ხელებს
  • არ შეასრულოთ მატჩის წინ
ძირითადი მინიშნებები:
  • მკერდი მაღლა
  • გამაგრებული შუატანი

ხიდის პოზიციიდან მხრებზე ხელის მიდება
მისვლა: 1 გამეორება: 4 / მხარეს
სამწვრთნელო მინიშნებები:
  • დაიწყეთ აზიდვის პოზიციიდან
  • ნელა აწიეთ ცალი ხელი მიწიდან და შეეხეთ საპირისპირო მხარს, მოქმედების მიმდინარეობისას ეცადეთ მხრების ერთ დონეზე შენარჩუნებას
  • ცვალეთ მარჯვენა და მარცხენა ხელის აწევა
ძირითადი მინიშნებები:
  • ბეჭები ერთმანეთზე მიბჯენილი
  • მხრები მენჯების დონეზე
  • გამაგრებული შუატანი

ცალი ხელით მოქაჩვა
მისვლა: 1 გამეორება: 2 / მხარეზე
სამწვრთნელო მინიშნებები:
  • წყვილებში, ერთი მოთამაშე ზის მიწაზე, ხოლო მეორე მის საპირისპიროდ დგას ნახევარ - ბუქნის პოზაში
  • საპირისპირო ხელების ჩაჭიდებით, მეორე მოთამაშე ქაჩავს პირველ მოთამაშეს მიწიდან წამოდგომამდე, და შემდეგ თვითონ ჯდება ძირს
  • მოთამაშეები ცვლიან მიწიდან წამომწევის როლს და ხელს ყოველ ჯერზე
  • მოთამაშეები უნდა ეცადონ ერთი და იმავე პოზიციის შენარჩუნებას მოქაჩვისას, მხრის და ზედა ზურგის იზოლირების მიზნით
ძირითადი მინიშნებები:
  • ბეჭები ერთმანეთზე მიბჯენილი
  • გამაგრებული შუატანი

კისრის მოძრაობები წინაღობით
მისვლა: 1 გამეორება: 1 / მიმართულებაზე ხანგრძლივობა: 10 წამი / მიმართულებაზე
სამწვრთნელო მინიშნებები:
  • წყვილებში, პირველი მოთამაშე სხვადასხვა მიმართულებით ცდილობს გაამოაძრაოს თავი, მეორე მოთამაშე მსუბუქად ეწინააღმდეგება მას
  • მიწოლის მიმართულებები:

    • 1) ნიკაპი მკერდისაკენ
    • 2) თვალები ცისკენ
    • 3) ყური მხრისკენ (მარცხნივ და მარჯვნივ)
    • 4) მხარს უკან გახედვა (მარცხნივ და მარჯვნივ)
ძირითადი მინიშნებები:
  • მკერდი მაღლა
  • გამაგრებული შუატანი