ნაწილი ბ

აქტივობები ზედა და ქვედა ტანში მობილურობისა და სტაბილურობის განსავითარებლად

ბუქნი ხელის აწევით
მისვლა: 1 გამეორება: 12
სამწვრთნელო მინიშნებები:
  • ფეხები მხრების სიგანეზე, თითებით ტერფებს ქვემოთ
  • ჩაიბუქნებთ მაქსიმალურად ღრმად, იდაყვებით მუხლებს შიგნით
  • მოაბრუნეთ მკერდი, ცვალეთ აწეული ხელი
  • გამართეთ ფეხები, თითებით ტერფებს ქვეშ
ძირითადი მინიშნებები:
  • თავი აწეული
  • მკერდი მაღლა

მუხლის მაღლა აწევა მუხლის მოზიდვით
მისვლა: 1 გამეორება: 2 დისტანცია: 15 მეტრი
სამწვრთნელო მინიშნებები:
  • აწეულის ფეხის მუხლი მოზიდეთ მკერდისაკენ
  • წინ გადადგმული ფეხით გადადით კანჭზე აწევაზე
  • გაიმეორეთ თითოეულ წინ გადადგმულ ნაბიჯთან ერთად
ძირითადი მინიშნებები:
  • თავი ბუნებრივ მდგომარეობაში
  • მკერდი მაღლა
  • მენჯი, მუხლი, კოჭი ერთ ხაზზე

ცალ ფეხზე წონასწორობა ხელის ტრიალით
მისვლა: 1 გამეორება: 1 / ფეხზე ხანგრძლივობა: 30 წამი / ფეხზე
სამწვრთნელო მინიშნებები:
  • წონასწორობა დაიკავეთ ერთ ფეხზე და გვერდებზე გაშალეთ ხელები
  • ხელებით მოხაზეთ პატარა წრეები - ცვალეთ წრის ზომა
ძირითადი მინიშნებები:
  • გამაგრებული შუატანი
  • მენჯი, მუხლი, კოჭი ერთ ხაზზე
  • მუხლი ტერფს ზემოთ

წინაღობით ხელის გვერდზე აწევა
მისვლა: 1 გამეორება: 2 / მოთამაშეზე ხანგრძლივობა: 15 წამი / გამეორებაზე
სამწვრთნელო მინიშნებები:
  • სხეულისგან ოდნავ მოშორებით და გვერდებზე მოათავსეთ ხელები
  • მეწყვილის წინაღობის გამოყენებით, ეცადეთ გვერდულად აწიოთ ხელები სხეულისგან შორს
ძირითადი მინიშნებები:
  • თავი ბუნებრივ მდგომარეობაში
  • მკერდი მაღლა
  • ბეჭები ერთმანეთზე მიბჯენილი

წინაღობით ხელის როტაცია
მისვლა: 1 გამეორება: 2 / მოთამაშეზე ხანგრძლივობა: 15 წამი / გამეორებაზე
სამწვრთნელო მინიშნებები:
  • მოათავსეთ ხელები ტანთან ახლოს და იდაყვები მოხარეთ 90 გრადუსზე
  • მეწყვილის წინაღობის გამოყენებით, შეეცადეთ ხელების სხეულის გვერდზე გაწევა, ისე, რომ იდაყვები ეხებოდეს ტანს
ძირითადი მინიშნებები:
  • თავი ბუნებრივ მდგომარეობაში
  • მკერდი მაღლა
  • ბეჭები ერთმანეთზე მიბჯენილი

მენჯში გადახრილი ჰამსტრინგზე გადასვლა მუხლებიდან
მისვლა: 1 გამეორება: 5
სამწვრთნელო მინიშნებები:
  • ორივე მოთამაშე იმუხლება მიწაზე, უკან მყოფი მოთამაშე ხელს ავლებს პირველ მოთამაშეს კოჭებში
  • პირველი მოთამაშე ტორსით იხრება წინ და ინარჩუნებს გადახრის კუთხეს მოძრაობის მიმდინარეობისას
  • პირველი მოთამაშე ნელ - ნელა უშვებს გავას მიწისკენ და ინარჩუნებს მენჯის თავიდან შერჩეულ კუთხეს
  • პირველი მოთამაშე იყენებს ხელებს დასაშვებად და საწყის პოზიციაზე დასაბრუნებლად
ძირითადი მინიშნებები:
  • მკერდი მაღლა
  • გამაგრებული შუატანი