ნაწილი ბ
აქტივობები ზედა და ქვედა ტანში მობილურობისა და სტაბილურობის განსავითარებლად
წინ გადაბიჯება და გვერდზე გადახრა
მისვლა: 1 გამეორება: 2 დისტანცია: 15 მეტრი
სამწვრთნელო მინიშნებები:
- გადააბიჯეთ წინ, თავს ზემოთ გაშალეთ ხელები, ხოლო ტანი გადახარეთ წამყვანი ფეხის მხარეს
- უკანა ფეხი არ უნდა ეხებოდეს მიწას
- ცვალეთ წამყვანი ფეხი ყოველ ნაბიჯზე
ძირითადი მინიშნებები:
- მკერდი მაღლა
- გამაგრებული შუატანი
- მუხლი ტერფს ზემოთ
მუხლის მაღლა აწევა მუხლის მოზიდვით
მისვლა: 1 გამეორება: 2 დისტანცია: 15 მეტრი
სამწვრთნელო მინიშნებები:
- აწეულის ფეხის მუხლი მოზიდეთ მკერდისაკენ
- წინ გადადგმული ფეხით გადადით კანჭზე აწევაზე
- გაიმეორეთ თითოეულ წინ გადადგმულ ნაბიჯთან ერთად
ძირითადი მინიშნებები:
- თავი ბუნებრივ მდგომარეობაში
- მკერდი მაღლა
- მენჯი, მუხლი, კოჭი ერთ ხაზზე
ხელისკვრით წონასწორობის შენარჩნუნება
მისვლა: 1 გამეორება: 1 / ფეხზე ხანგრძლივობა: 30 წამი / ფეხზე
სამწვრთნელო მინიშნებები:
- პირველი მოთამაშე დგას ცალ ფეხზე ოდნავ მოხრილი მუხლით. მეორე მოთამაშე გვერდზე უდგას პირველ მოთამაშეს
- ორივე ხელის გამოყენებით, მეორე მოთამაშე ცდილობს ხელებით მიწოლის ხარჯზე წონასწორობა დაარღვევინოს პირველ მოთამაშეს, რომელიც ამავდროულად ცდილობს წონასწორობის შენარჩუნებას
ძირითადი მინიშნებები:
- გამაგრებული შუატანი
- მენჯი, მუხლი, კოჭი ერთ ხაზზე
- მუხლი ტერფს ზემოთ
წინაღობით ხელის გვერდზე აწევა
მისვლა: 1 გამეორება: 2 / მოთამაშეზე ხანგრძლივობა: 15 წამი / გამეორებაზე
სამწვრთნელო მინიშნებები:
- სხეულისგან ოდნავ მოშორებით და გვერდებზე მოათავსეთ ხელები
- მეწყვილის წინაღობის გამოყენებით, ეცადეთ გვერდულად აწიოთ ხელები სხეულისგან შორს
ძირითადი მინიშნებები:
- თავი ბუნებრივ მდგომარეობაში
- მკერდი მაღლა
- ბეჭები ერთმანეთზე მიბჯენილი
წინაღობით ხელის როტაცია
მისვლა: 1 გამეორება: 2 / მოთამაშეზე ხანგრძლივობა: 15 წამი / გამეორებაზე
სამწვრთნელო მინიშნებები:
- მოათავსეთ ხელები ტანთან ახლოს და იდაყვები მოხარეთ 90 გრადუსზე
- მეწყვილის წინაღობის გამოყენებით, შეეცადეთ ხელების სხეულის გვერდზე გაწევა, ისე, რომ იდაყვები ეხებოდეს ტანს
ძირითადი მინიშნებები:
- თავი ბუნებრივ მდგომარეობაში
- მკერდი მაღლა
- ბეჭები ერთმანეთზე მიბჯენილი
სტატიკური ბარძაყის უკანა კუნთის დაჭიმვა
მისვლა: 1 გამეორება: 5
სამწვრთნელო მინიშნებები:
- ორივე მოთამაშე იმუხლება მიწაზე, უკან მყოფი მოთამაშე ხელს ავლებს პირველ მოთამაშეს კოჭებში
- პირველი მოთამაშე ტორსით იხრება წინ მაქსიმალურად იმ წერტილამდე, სადაც პოზის შენარჩუნებას შეძლებს 15 წამის განმავლობაში
- 15 წამის შემდეგ, დაეშვით მიწაზე და დაუბრუნდით საწყის პოზიციას
ძირითადი მინიშნებები:
- მკერდი მაღლა
- გამაგრებული შუატანი