ნაწილი ბ

აქტივობები ზედა და ქვედა ტანში მობილურობისა და სტაბილურობის განსავითარებლად

მთაზე ცოცვა პოზის დაჭერით
მისვლა: 1 გამეორება: 10 / მხარეს
სამწვრთნელო მინიშნებები:
  • დაიწყეთ აზიდვის პოზიციიდან
  • ცვალეთ მუხლი და მიიტანეთ იდაყვთან შეძლებისდაგვარად ახლოს
ძირითადი მინიშნებები:
  • ბეჭები ერთმანეთზე მიბჯენილი
  • მხრები მენჯების დონეზე
  • გამაგრებული შუატანი

მუხლის მაღლა აწევა მუხლის მოზიდვით
მისვლა: 1 გამეორება: 2 დისტანცია: 15 მეტრი
სამწვრთნელო მინიშნებები:
  • აწეულის ფეხის მუხლი მოზიდეთ მკერდისაკენ
  • წინ გადადგმული ფეხით გადადით კანჭზე აწევაზე
  • გაიმეორეთ თითოეულ წინ გადადგმულ ნაბიჯთან ერთად
ძირითადი მინიშნებები:
  • თავი ბუნებრივ მდგომარეობაში
  • მკერდი მაღლა
  • მენჯი, მუხლი, კოჭი ერთ ხაზზე

წონასწორობის შენარჩუნება ცალ ფეხზე დახუჭული თვალებით
მისვლა: 1 გამეორება: 1 / ფეხზე ხანგრძლივობა: 30 წამი / ფეხზე
სამწვრთნელო მინიშნებები:
  • დადექით ერთ ფეხზე, ოდნავ მოხრილი მუხლით
  • დახუჭეთ ორივე თვალი და შეინარჩუნეთ წონასწორობა 30 წამის განმავლობაში
  • გაიმეორეთ მეორე ფეხზე
ძირითადი მინიშნებები:
  • გამაგრებული შუატანი
  • მენჯი, მუხლი, კოჭი ერთ ხაზზე
  • მუხლი ტერფს ზემოთ

წინაღობით ხელის გვერდზე აწევა
მისვლა: 1 გამეორება: 2 / მოთამაშეზე ხანგრძლივობა: 15 წამი / გამეორებაზე
სამწვრთნელო მინიშნებები:
  • სხეულისგან ოდნავ მოშორებით და გვერდებზე მოათავსეთ ხელები
  • მეწყვილის წინაღობის გამოყენებით, ეცადეთ გვერდულად აწიოთ ხელები სხეულისგან შორს
ძირითადი მინიშნებები:
  • თავი ბუნებრივ მდგომარეობაში
  • მკერდი მაღლა
  • ბეჭები ერთმანეთზე მიბჯენილი

წინაღობით ხელის როტაცია
მისვლა: 1 გამეორება: 2 / მოთამაშეზე ხანგრძლივობა: 15 წამი / გამეორებაზე
სამწვრთნელო მინიშნებები:
  • მოათავსეთ ხელები ტანთან ახლოს და იდაყვები მოხარეთ 90 გრადუსზე
  • მეწყვილის წინაღობის გამოყენებით, შეეცადეთ ხელების სხეულის გვერდზე გაწევა, ისე, რომ იდაყვები ეხებოდეს ტანს
ძირითადი მინიშნებები:
  • თავი ბუნებრივ მდგომარეობაში
  • მკერდი მაღლა
  • ბეჭები ერთმანეთზე მიბჯენილი

ბარძაყის უკანა კუნთზე გადასვლა მუხლებიდან
მისვლა: 1 გამეორება: 5
სამწვრთნელო მინიშნებები:
  • ორივე მოთამაშე იმუხლება მიწაზე, უკან მყოფი მოთამაშე ხელს ავლებს პირველ მოთამაშეს კოჭებში
  • პირველი მოთამაშე ნელ - ნელა უშვებს შუატანს პირდაპირ და ცდილობს წინ არ გადავარდეს
  • როდესაც მართვადი დაშვების შენარჩუნება შეუძლებელი ხდება, პირველი მოთამაშე დასაშვებათ იყენებს ხელებს
ძირითადი მინიშნებები:
  • მკერდი მაღლა
  • გამაგრებული შუატანი