როგორ გავწვრთნათ მოთამაშეები აქტივეიტის პროგრამით?

აქტივეიტის ეფექტურობისათვის, მოთამაშეებმა უნდა შეასრულონ აქტივობები მისაღები კონტროლით, ბალანსით და ტექნიკით. მწვრთნელები, რომლებიც უძღვებიან ვარჯიშს, გადამწყვეტ როლს თამაშობენ ხარისხის ასაწევად მთავარი ფაქტორების გადაცემაში.

პროგრამის დაწყებისას ან პროგრამის ახალ ფაზაზე გადასვლისას მწვრთნელებმა უმჯობესია მიმართონ შემდეგომ პრაქტიკას:

  • ახალი ფაზის დაწყებამდე, წინასწარ განსაზღვრეთ დრო სავარჯიშოებთან გასაცნობად. ეს დრო შეიძლება მოიცავდეს სავარჯიშოების ვიდეო ჩანაწერის სახით განხილვას ან პროგრამის სახელმძღვანელოს წაკითხვას, სავარჯიშოების აღქმის მიზნით.
  • დაუთმეთ ჩვეულებრივზე მეტი დრო ახალი ფაზის ახალი სავარჯიშოს წარდგენას. ეს საშუალებას მისცემს მწვრთნელებს სპეციფიური სამწვრთნელო მინიშნებების მოთამაშეებთან კომუნიკაციისათვის და გაგების ზედმეტი სიჩქარის გარეშე შემოწმებისათვის.
  • პროგრამის ყოველი ნაწილის მიზნის და მისი სარგებლის ახსნა მოთამაშეებისათვის
  • მოახდინეთ სწორი ტექნიკის დემონსტრირება სრული შემადგენლობის თანდასწრებით. სადემონსტრაციოდ მოთამაშის გამოყენება, ნებას აძლევს მწვრთნელს სიტყვიერად ახსნას სამწვრთნელო მინიშნებები სავარჯიშოს შესასრულებლად ისე, რომ მთელი ჯგუფი ხედავდეს.
  • მიეცით მოთამაშეებს საშუალება შეასრულონ სავარჯიშო წყვილებში ან პატარა ჯგუფებში, რომ მოსინჯონ თუ როგორ უნდა შესრულდეს ის.

როდესაც მოთამაშეები გაეცნობიან კონკრეტული ფაზის სავარჯიშოებს, მწვრთნელებმა უმჯობესია დაიწყონ ყურადღების გამახვილება შემდეგზე:

  • გამოიყენეთ წინასწარ შერჩეული რაოდენობის სპეციფიური სამწვრთნელო მინიშნება თითოეული სავარჯიშოსათვის.
  • სავარჯიშოების შესრულებისას, რაოდენობასთან შედარებით წინა პლანზე წამოწიეთ ხარისხი.
  • ასაკოვან და ზრდასრულ ჯგუფებთან, წყვილებში ან პატარა ჯგუფებში მუშაობისას, წაახალისეთ მოთამაშეები, რომ უმწვრთნელონ ერთმანეთს
  • დააკვირდით მოთამაშეების მიერ სავაჯიშოების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში, დაამყარეთ კონსტურქციული უკუკავშირი ტექნიკის შესასწორებლად.
  • საჯაროდ შეაქეთ მოთამაშეები, რომლებიც სავარჯიშოებს კარგი კონტროლით, ბალანსით და ტექნიკით ასრულებენ.

„აქტივეიტის ძირითადი 8 მინიშნება“

თითოეულ სავარჯიშოს აქვს თავისი უნიკალური მინიშნებები, რომლებიც მწვრთნელემა უნდა გამოიყენონ მოთამაშეების ინსტრუქტაჟისას, ამავდროულად არსებობს რამოდენიმე ძირეული მინიშნება, რომლებიც მწვრთნელებს შეუძლიათ გამოიყენონ, რომ დაეხმარონ მოთამაშეებს სავარჯიშოების კარგი პოზით და კონტროლით შესრულებაში. ამ მინიშნებებს მოიხსენიებენ როგორც „აქტივეიტის ძირითადი 8“ და მოიცავს

  • თავი ბუნებრივ მდგომარეობაში/თავი აწეული
  • მკერდი მაღლა
  • ბეჭები ერთმანეთზე მიბჯენილი
  • მხრები მენჯების დონეზე
  • გამაგრებული შუატანი
  • მოდუნებული მუხლები
  • მენჯი, მუხლი, კოჭი ერთ ხაზზე
  • მუხლი ტერფის ზემოთ

თითოეული სავარჯიშო აქტივეიტის პროგრამაში ტიპიურად შეიცავს ორ ან სამ ასოცირებულ აქტივეიტის ძირითად 8 მინიშნებას