3. კონტაქტი

განსაზღვრება. ბოჭვის პროცესის მესამე ფაზა არის კონტაქტი, რომელიც დევნასა და მზადებას მოსდევს. შეჯახების ზონაში კონტაქტის მოგებით, რაც ზუსტი ტექნიკის, სწორი მენტალური მიდგომისა და თვით კონტროლის გამოყენებით მიიღწევა, მბოჭავს შეუძლია უპირატესობა მოიპოვოს ბურთიანზე, რაც საბოლოო ჯამში უსაფრთხო და დომინანტ ბოჭვაში გამოიხატება.

ქვემოთ მოცემული ოსტატობის ძირითადი ინდიკატორები განავითარებენ კონტაქტის უნარებს. სასურველია მწვრთნელებმა გაითვალისწინონ ისინი ბოჭვაზე ვარჯიშისას საკუთარ საწვრთნელ პროგრამაში.

1. ზუსტი საწყისი კონტაქტი მხრით მარცხნივ/მარჯვნივ.

მბოჭავს უნდა შეეძლოს საკუთარი სხეულის აღქმა და კონტროლი, უფრო ზუსტად უნდა გააჩნდეს უნარი, შევიდეს კონტაქტში სპეციფიურ მიზანთან და ბურთიანის სამიზნე დონესთან (მაგ. არა ზოგადად ბარძაყი, არამედ კონკრეტული წერტილი ბარჯაყზე). ეს კავშირშია დევნისას წერტილოვან ფოკუსირებასთან.

მოთამაშეები უნდა იყვნენ თანაბრად ზუსტები, უნარიანები და თვითდაჯერებულები, როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა მხრით ბოჭვისას.

2. მხრის დარტყმა („გამჭოლი ბიძგის“ მენტალობა).

ტერმინი მხრის დარტყმა აღწერს ბურთიანთან კონტაქტისას მხრის აქტიურად ჩართვას. დარტყმა ზრდის ძალას და მიზანზე შეტაკებას. მბოჭავმა უნდა ამოარჩიოს სამიზნე, იმგვარად ,რომ დაარტყას, „მასში გაიაროს“ და არ შეჩერდეს სამიზნესთან მისვლისას. ეს შეიძლება განიმარტოს როგორც „გამჭოლი ბიძგის მენტალობა“, რაც გულისხმობს რომ მბოჭავი აჩქარების გამოყენებით. სამიზნის „შუაში გაივლის“ და არ შეჩერდება სამიზნესთან.

3. მხრით კონტაქტის წერტილი.

მბოჭავის მიზანია, ბურთიანთან კონტაქტი მოახდინოს მხრის ზედა ფრონტალური ნაწილით.

  • დონე 1 ბოჭვისათვის, მიახლოვების კუთხისა და ბოჭვის შესრულების სპეციფიკიდან გამომდინარე, კონტაქტის წერტილი მხრის ზედა ნაწილი უნდა იყოს.
  • დონე 2 და 3 ბოჭვებისათვის, კონტაქტის წერტილი, გამოყენებული ბოჭვის ტექნიკიდან გამომდინარე, უნდა იყოს მხრის ყველაზე ზედა და ზედა ფრონტალური ნაწილი.

მბოჭავები მთელი პროცესის განმავლობაში უნდა აკონტროლებდნენ თავიანთი სხეულის პოზიციას. არასწორმა კონტაქტმა, მაგ. ძალიან ქვემოთ ან ძალიან ზემოთ, გადამწყვეტი მნიშვნელობა შესაძლოა იქონიოს ბოჭვის საბოლოო შედეგზე. სასურველი კონტაქტის წერტილი არის „ზედა ფრონტალური(წინა)“ ნაწილი, ის ე.წ. „კუთხე“ სადაც მხრის ზედა და წინა ნაწილები იკვეთება.

თუ მბოჭავი ბურთიანთან მკერდით შედის კონტაქტში - ეს იწვევს ტანის გამართულ პოზიციას, რაც ძალზე ზრდის ტრავმის ალბათობას.

4. ხელის მოხვევა და ჩავლება

მბოჭავი იყენებს თავის ხელებს, რომ მოეხვიოს და ჩაავლოს ბურთიანს, რაც გამორიცხავს გაქცევის საშუალებას. ბურთიანზე უპირატესობის მოსაპოვებლად საჭიროა ზურგის, მკერდის და ხელების კუნთების დაძაბვა, რათა მოხდეს ხელების მოხვევა და ჩავლების სწრაფად დახურვა. ორი ტიპის ჩავლება გვხვდება:

  • ხელებით ჩავლება (როდესაც ორივე ხელი ცალ ცალკე მუშაობს სხვადასხვა სიმაღლეზე და ბურთიანს გარშემო ეჭიდება)
  • ჩამკეტი ჩავლება (როდესაც ორივე ხელი ეჭიდება და უკავშირდება ერთმანეთს ბურთიანის გარშემო)

საუკეთესო მბოჭავები ამაყობენ თავიანთი მოხვევა/ჩავლებით და არ აძლევენ ბურთიანს საწყისი კონტაქტისას ხელიდან გასხლტომის საშუალებას.

5. „რკინის მოჭიდება“ (ძლიერი თითები).

ჩაჭიდების შემდეგ, მბოჭავი უნდა ეცადოს რაც შეიძლება სწრაფად მოხვიოს ხელები შებოჭილს ე.წ. „რკინის მოჭიდებით“ ან ხელის მოხვევის შემდეგვ მაქსიმალურად შეამჭიდროვოს ჩავლება (ბოჭვის არც ერთ ეტაპზე მტევნები გაშლილი არ უნდა იყოს). ზემოთ თქმული ბოჭვაში კონტაქტის საკვანძო ნაწილია. გარდა ამისა მოწინააღმდეგეზე კონტროლისა და უპირატესობის მოსაპოვებლად, აუცილებელია ხელებისა და მტევნების სწორი მუშაობა. „რკინის მოჭიდება“ დაეხმარება მბოჭავს ბოჭვის ეფექტურად დასრულებაში.

6. მენჯის და შუატანის გააქტიურება.

დომინანტი ბოჭვისათვის, მბოჭავმა უნდა გააქტიუროს მენჯები და შუატანი, ბურთიანზე ძალის პირდაპირ და „გამჭოლად“ ეფექტურად გადასატანად.

7. „ბუნიკი“ (ყური ტანთან)

„ბუნიკი“ გამოიყენება პირველადი კონტაქტის, მოხვევის, ჩაჭიდების და მოჭიდების შემდეგ. მბოჭავმა არ უნდა მოახდინოს კონტაქტი თხემით. კარგი კონტაქტის, მოხვევის, ჩაჭიდების და მოჭიდების შემდეგ, მბოჭავმა უნდა მიაჭიროს ყური ბურთიანის სხეულს, ამავდროულად შეამჭიდროვოს მოხვევა და ჩაჭიდება.

მბოჭავი იყენებს საკუთარ ხელებსა და ფეხებს, რომ უფრო მეტად მოჭიმოს მოხვევა, ჩაჭიდება და მოჭიდება. მბოჭავი ააქტიურებს კისრის კუნთებს „ბუნიკის“ დასასრულებლად. ეს უზრუნველყოფს ძალის შენარჩუნებას ბოჭვის პროცესის განმვალობაში და ანეტირალებს მბოჭავის თავის დაუცველობით გამოწვეულ პოტენციურ საფრთხეებს. „ბუნიკი“ ასევე ეხმარება მბოჭავს ბურთიანის მიწაზე წაყვანაში.

8. რეაქცია და ტანის პოზიციის ცვლილება.

საუკეთესო საწყისი კონტაქტიც კი ყოველთვის არ სრულდება ბურთიანზე კონტროლით ან დომინანტი ბოჭვით. ბურთიანი ეცდება შეამციროს მიღებული კონტაქტის სიმძლავრე ტრიალით, მოხრით ან სხვა რაიმე ხერხით.

იმ შემთხვევაში თუ მბოჭავი სუფთად არ შედის კონტაქტში, ბურთიანს საშუალება ეძლევა შეამციროს კონტაქტის სიმძლავრე, გაუსხლტეს მბოჭავს ან მოახერხოს კონტაქტში უპირატესობის მოპოვება, ტანის უკეთესი პოზიციის ხარჯზე.

მბოჭავებმა უნდა აითვისონ, რომ შესაძლოა საჭიროების შემთხვევაში, ბოჭვისას ტანის მძლავრი პოზიციის ხელახლა მიღება მოუხდეთ, რაც მათ საშუალებას მისცემს, თავიდან დაამყარონ კონტროლი ბურთიანზე და დაასრულონ ბოჭვა. კარგი პირველადი კონტაქტის მიზანია ბურთიანს დააკარგვინოს ტანის მყარი პოზიცია, ისე, რომ მან ვეღარ შეძლოს მისი დაბრუნება გარკვეული დროის განმავლობაში.

კარგი მბოჭავს უნდა შეეძლოს საწყისი კონტაქტის შედეგზე რეაგირება, ჩაჭიდების შენარჩუნება და ბოჭვის დასრულება.