4. აჩქარება

განსაზღვრება. ბოჭვის პროცესში მეოთხე ფაზა აჩქარებაა. ეს არის მბოჭავის უნარი, შექმნას სიმძლავრე ფეხების მუშაობით, რაც უზრუნველყოფს წნეხს და მართვადი ძალის წარმოშობას.

ბოჭვის პროცესში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფეხების მუდმივი მუშაობა. ხშირად, იმის გამო, რომ მოთამაშეებს ბოჭვისას ძირითადი ყურადღება გადატანილი აქვთ საწყის დარტყმასა და კონტაქტზე, მათ უჭირთ ყურადღების საკმაო კონცენტრირება ბოჭვაში და ბოჭვიდან აჩქარება.



ქვემოთ მოცემული ოსტატობის ძირითადი ინდიკატორები დაგვეხმარებიან ბოჭვაში აჩქარების უნარების განვითარებაში. უმჯობესია მწვრთნელებმა გაითვალისწინონ ისინი საკუთარ საწვრთნელ პროგრამაში. ბოჭვაში აჩქარებაზე ვარჯიშისას.

1. „წინა ფეხზე გადაგორება“.

სპრინტერის მსგავსად, მბოჭავმაც უნდა გადაიტანოს წონა წინა ფეხზე, იმგვარად, რომ მისი სიმძიმის ცენტრი მოთავსდეს ტერფების წინ და კონტაქტისას დაიწყოს საპასუხო მიმართულებით მიწოლა. მუხლი ხშირად არის ტერფის წინ, მაგრამ როგორც კი მენჯი გადაცდება ტერფის დონეს, მბოჭავი წინ სამოძრაოდ გადაცემს ძალას უკან, მიწაზე. წონის გადატანას ქვია „წინა ფეხზე გადაგორება“. ამ ქმედებას დაუყოვნებლივ მოსდევს მეორადი ნაბიჯი მეორე ფეხით და შემდეგ ფეხების მუშაობა.

2. ქაცვები მიწაში (ძლიერი ფეხების და მართული ძალის წარმოქმნა).

მბოჭავის ძალა ფეხებიდან მიწოლით წარმოიქმნება. როდესაც მბოჭავის ფეხი მიწას წყდება, ბოჭვა ძირითადად გარდაიქმნება ზედა ტანის მოძრაობაში ფეხების გამოუყენებლად. მბოჭავი უნდა ეცადოს საყრდენის მიწაზე შენარჩუნებას ბოჭვის განმავლობაში. ეს მისცემს სისწრაფის მომატების, ბურთიანთან მიმართებაში ძალის წარმოქმნის, და ბოჭვაში და ბოჭვიდან აჩქარების საშუალებას (ტერფების მიწაზე თრევის გარეშე)

3. ფეხებით მიწოლა/მუშაობა.

ფეხების მუშაობა არ გულისხმობს მბოჭავის მიერ მხოლოდ მიწასთან კონტაქტის შენარჩუნებას, ანუ უბრალოდ ფეხის აწევასა და ისევ დადგმას. ფეხების მუშაობამ უნდა შექმნას ძლიერი, მართული ბიძგი, ქვედატანის დიდი კუნთების გამოყენებით, იმისათვის რომ წარმოიქმნას ძალა და სისწრაფე ბოჭვაში შესვლისას და გამოსვლისას.

4. მართეთ ბურთიანი.

აჩქარება ვერ შეიქმნება ტანის პოზიციის, მოხვევის, ჩაჭიდების ან მოჭიდების ხარჯზე. აჩქარება საშუალებას აძლევს მბოჭავს, უპირატესობა მოიპოვოს ბურთიანზე ბოჭვის პროცესში. ეს წესით მისცემს მას საშუალებას დაასრულოს ბოჭვა ეფექტურად და შესატყვისი რეაგირება მოახდინოს ბოჭვის შედეგზე.

5. დაბრუნდით ფეხზე.

სიტუაცია, რომლის დროსაც მბოჭავი ძირს ეცემა ბოჭვის დაუსრულებლად, სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, მაგ: გაცუდებული პირველადი კონტაქტი, ტანის პოზიციის დაკარგვა ან მცდარი ვარაუდი, რომ ბურთიანი წაიქცევა. ასეთ შემთხვევაში მოქმედებაში სწრაფად დაბრუნების უნარი, საყრდენის სწრაფად მონახვა, ტანის პოზიციისა, ძალისა და სისწრაფის ხელახლა გამოყენება ბოჭვის დასასრულებლად დინამიური ტექნიკის ნაწილებია, რომლებსაც ყველა მოთამაშე უნდა ხვეწდეს.

6. აჩქარება მაბრუნებელი მომეტის გამოყენებით (წრიული სისწრაფე გადაგორების დასრულებისას)

ბოჭვის შესრულების შემდეგ, მბოჭავის გადაგორებისას წარმოქმნილი აჩქარება არ ხდება ფეხების მუშაობის ხარჯზე, ამ შემთხვევაში მაბრუნებელი მომენტის წარმოქმნაში მთავარ როლს ფეხების ნაცვლად მენჯები ასრულებს, ანუ მბოჭავმა ინერცია მენჯების მეშვეობით უნდა წარმოქმნას, რაც უზრუნველყოფს სრულ ბრუნს, რის შედეგადაც მბოჭავი ბურთიანის ზემოდან მოექცევა.

7. არასდროს შეწყვიტოთ მუშაობა.

მბოჭავი მუდმივად უნდა აქტიურობდეს ბოჭვის პროცესში, იმის მიუხედავად მოიპოვა თუ არა მან უპირატესობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. მბოჭავმა მუდმივად უნდა იბრძოლოს, ბოჭვაში დასაბრუნებლად. სიტუაციიდან გამომდინარე, იგი უნდა ეცადოს ადგეს ფეხზე, დაიბრუნოს ტანის საჭირო პოზიცია და განაახლოს აჩქარება. მბოჭავმა ასევე უნდა გააგრძელოს ფეხების მუშაობა, ვიდრე ინარჩუნებს კონტროლს ბურთიანზე და არ იგრძნობს, რომ უპირატესობას მიაღწია შეტაკებაში. მბოჭავმა აგრეთვე არ უნდა შეწყვიტოს მიძალება ბოჭვის დასრულებამდე.