კონტაქტში თავდაჯერებულობა
რესურსის ამ სექციის მიზანია შექმნას მტკიცებულებაზე დაფუძნებული სამწვრთნელო აქტივობები, რომლებიც აამაღლებს თავდაჯერებულობას, ფიზიკურ კომპეტენციას და უსაფრთხოებას კონტაქტის არეალში
აქტივობები დაჯგუფებულია მომდევნო არეალებად:
- მობილობა, გადაგორება, წაქცევა და მიწაზე დაშვება
- ღრმა კისრის სტაბილიზაცია
- კისრის გამაგრება
- თავის რეაქცია.
აქტივობების შეფასდა როგორც მნიშვნელოვანი ტრავმის არიდების კუთხით და ისინი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალთა თამაშში, სადაც ტრავმის მექნიზმი ტვინის შერყევისათვის განსხვადება კაცთა თამაშისაგან (მეტი თავის მოხვედრა მიწაზე და გაუკონტროლებელი მათრახისებრი შეტაკებები) და სიხშირეები უფრო მაღალია. საშუალოდ, მტკიცებულება გვთავაზობს, რომ კისრის სიძლიერე ქალ მორაგბეებში 47% ით მცირეა კაცებთან შედარებით, [Ref. NZR CMP Community Concussion Rates and Williams et al (2021)] თუმცა ამ სხვაობის ზეგავლენის შემცირება შესაძლებელია შესაბამისი მტკიცებულებაზე დაფუძნებული სამწვრთნელო აქტივობებით, რომლებიც აამაღლებს თავდაჯერებულობას, ფიზიკურ კომპეტენციას და უსაფრთხოებას კონტაქტის არეალში
ამგვარი ტრავმის მექანიზმების მაგალითი მოყვანილია ქვემოთ.
ლურჯების 13 ნომერი
აქტივობები ჩამოყალიბდა ტვინის შერყევის არიდების კუთხით, სიმძლავრე და ფიზმომზადება, ძალისმიერი სპორტები, წაქცევა/მიწაზე დაშვება და სარაგბო მწვრთნელობა. ისინი უმჯობესია ჩავრთოთ ვარჯიშებზე და შესაძლოა შესრულდეს სახლში.
ისინი სახალისოა, განვითარებადი, რაგბისთან დაკავშირებული, და მიესადაგება ყველა ასაკობრივ კატეგორიას და სქესს. ბევრი მათგანის მიწოდება ან განვითარება შესაძლებელია თამაშების გამოყენებით. ყველა აქტივობას აქვს ოსტატობის ძირითადი ინდიკატორი (KPIs) მოთამაშეებმა და მწვრთნელებმა ყურადღება გაამახვილონ მათზე აქტივობის შესრულებისას.
აქტივობები უნდა ემთხვეოდეს აქტივეიტს (მსოფლიო რაგბის ტრავმების აღკვეთის სავარჯიშო პროგრამა) და ასევე ასაკს და მომზადების დონის შესაბამის ფიზმომზადების პროგრამებს
აქტივობები დაყოფილია ოთხ ჯგუფად.
მწვრთნელებმა უნდა ჩართონ ერთი ან ორი აქტივობა თითოეული ჯგუფიდან თავიანთ ვარჯიშებში პროგრესული მანერით, იქნება ეს მოთელვის ნაწილი თუ მომზადება კონტაქტური უნარებისათვის ვარჯიშის ძირითად ნაწილში.