საგანგებო ვითარებისთვის დაგეგმვა

რაგბისადმი მზაობის რაგბისთვის მზად ყოფნის აუცილებელი ნაბიჯია საგანგებო ვითარებისთვის გეგმის შექმნა. ეს კი ადგილზე შესაფერისი სამედიცინო აღჭურვილობის ქონას და შესაბამისად გაწვრთნილი პერსონალით ადგილზე უზრუნველყოფას ნიშნავს (მაგ. მედიკოსი, სხვა ჯანდაცვის პერსონალი ან გაწვრთნილი პირველადი დახმარების სპეციალისტი).

ეწვიეთ playerwelfare.worldrugby.org/firstaidinrugby მსოფლიო რაგბის პირველადი დახმარების ონლაინ კუსრისათვის.

სამედიცინო აღჭურვილობის მაგალითი

მხოლოდ ის აღჭურვილობა უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რომლის გამოყენებაშიც პირველად დახმარებაზე პასუხისმგებელი პირია გაწვრთნილი.

  • საკაცე - დამატებით, სპინალური დაფა და/ან სპეც. საკაცე, რომელიც იძლევა თავის გამაგრების და სხეულის დაბმის საშუალებას, იმ შემთხვევაში, თუ პერსონალი გაწვრთნილია მის გამოყენებაში.
  • საყელო - სხვადასხვა ზომის და მოსარგები, იმ შემთხვევაში, თუ პერსონალი გაწვრთნილია მის გამოყენებაში.
  • კიდურის არტაშანი – ხელმისაწვდომია სხვადასხვა სახის, მაგრამ მარტივი ‘ყუთის ფორმის’ არტაშანიც შესაფერისია.
  • საბაზო პირველადი დახმარების ნაკრები, რომელიც როგორც წესი შეიცავს:

    - მაკრატელს (ბლაგვი წვერით)

    - არასტერილური სამედიცინო ხელთათმანი (გაითვალისწინეთ ლატექსის ტიპი, რადგანაც ზოგი ალერგიულია)

    - ბინტის დოლბანდის ტამპონი

    - კომპრესიული ბანდაჟი (5სმ, 7.5 სმ და 10 სმ)

    - სტერილური დოლბანდის შესახვევი

    - წებოვანი კანის დასაკრავი (მაგ. ბანდ ეიდი)

    - წებოვანი ელასტიური დოლბანდი (2,5 და 5 სმ)

    - ვაზელინი

    - ჩამოსაბანი ხსნარი (სტერილური თვალის საბანი)

    - ჭრილობის შესახვევი(მაგ. მელონინი)

    - სამკუთხედი ბანდაჟი

    - ყინული და ყინულის შეკვრები

    - წებოვანი ტეიპი–თუთიის ოქსიდით

    - ფოლგის საგანგებო პლედი

    - პლასტმასის პარკი დაბინძურებული სახვევებისა და ხელთათმანებისთვის
  • გარემოებიდან გამომდინარე შეიძლება საჭირო იყოს საგანგებო ავტომატური დეფიბრილატორი. ეს ძვირი აღჭურვილობაა და ამიტომ მკვეთრად რეკომენდებულია, რომ ინდივიდები მათ გამოყენებაში გაწვრთნილები იყვნენ. ასევე გასათვალისწინებელი შეიძლება იყოს გადაუდებელი სასწრაფო დახმარების გამოყენების სიხშირე და ხელმისაწვდომობა/რეაგირების დრო. ამიტომ, კარგად გაწვრთნილი და აჭრურვილი პირველადი დახმარები მცოდნეების ყოლა მთავარი პრიორიტეტია.

ეს ყველა ნივთი ტექნიკურ ზონაში უნდა იყოს განლაგებული

პირველადი დახმარების ოთახი

რაგბისათვის მზა პირველადი დახმარების ოთახი ხელმისაწვდომი უნდა იყოს და შიგნით უნდა იყოს:

  • წვდომა საკაცეზე
  • წვდომა გადაუდებელი დახმარების მანქანაზე
  • ჰიგიენის და ინფექციის კონტროლის მოთხოვნებთან შესაბამისი ადვილად გაწმენდადი მოპირკეთებული კედლები და სამუშაო ზედაპირი
  • არასრიალა, შეუღწევადი და გარეცხვადი იატაკი
  • ნიჟარა ცივი და ცხელი გამდინარე წყლით
  • ადექვატური განათება და გათბობა
  • წყალგაუმტარი გასასინჯი ტახტი
  • პირველადი დახმარების მასალის და სამედიცინო აღჭურვილობის შესანახი შესაბამისი უსაფრთხო საწყობი
  • კლინიკური ნაგვის და ბასრი ნივთების, მაგ. ნემსების გადასაყრელი ადგილი
  • წვდომა ტელეფონზე
  • ჩანაწერების ჟურნალი, სადაც მოხდება პირველადი დახმარების აღმოჩენის აღრიცხვა
  • ნათლად გამოკრული გადაუდებელი დახმარების ნომრები

პირველადი დახმარების გეგმის შექმნაზე მეტი დეტალები ხელმისაწვდომია ჩამოსატვირთად:https://passport.world.rugby/injury-prevention-and-risk-management/rugby-ready/downloads/ 

სპინალური დაფა

დეფიბრილატორი

არტაშანი მოტეხილობის იმობილიზაციისათვის

გადაუდებელი დახმარების ჩანთა

მოსარგები კისრის საყელო

თუ საგანგებო ვითარება შეიქმნა

მეტი ინფორმაციისათვის, თუ როგორ მოვიქცეთ ამ ვითარებაში, იხილეთ ტრავმის მართვის სექცია

პასუხისმგებლობის მოხსნა

Rugby is a physical contact sport and there are inherent risks associated with participating in Rugby related activities. Accidents can happen and may happen to you. World Rugby (including its operating entity World Rugby Limited and other associated entities) does not accept any responsibility or liability in negligence or otherwise in relation to any injury, loss or damage suffered by persons seeking to replicate activities demonstrated in this Rugby Ready product or participating in Rugby related activities generally.