სათამაშო გარემო

სათამაშო გარემოს რაგბისათვის მზაობის გადამოწმება მნიშვნელოვანია. ეს საშუალებას აძლევს მოთამაშეებს სიამოვნება მეტად მიიღონ და ამავდროულად შემცირდეს ტრავმის რისკი. ჩამონათვალში იხილეთ გარემოსთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც უნდა გადამოწმდეს ვარჯიშის ან თამაშის წინ:

სათამაშო არენა

დაწესებულება უნდა იყოს შესაბამისი ზომის, სადაც მაყურებელი და სატრანსპორტო საშუალებები სათამაშო მოედნიდან საკმარისად მოშორებით მოთავსდება. თუ პერიმეტრზე არის ღობეები ან წინაღობები, ესენი უსაფრთხო დისტანციაზე უნდა მოთავსდნენ კიდის ხაზიდან და უნდა მოხდეს მათი რბილი მასალით შეფუთვა.

სათამაშო საფარი

საფარი უნდა იყოს მოსწორებული, ხვრელებისგან თავისუფალი და ადექვატურად განათებული. ის არ უნდა იყოს დატბორილი, სრიალა ან ზედმეტად მაგარი - ზედმეტად მაგარი ზედაპირი ზრდის ტრავმის რისკს, განსაკუთრებით თავის ტრავმის რისკს. საფარზე არ უნდა იყოს მოშიშვლებული სარწყავის თავები, დამტვრეული შუშა, ნაგავი ან ქვები.

სათამაშო აღჭურვილობა

აღჭურვილობა უნდა მიესადაგებოდეს მოთამაშეების ასაკსა და გამოცდილებას. კრიტკული საკითხები მოიცავს: კარის ძელები შესაბამისად უნდა იყოს შეფუთული; ყველა შერკინების დანადგარი და ბოჭვის/რაქის ბალიშები უნდა იყვნენ კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებულები; კიდის დროშები შესაბამისად უნდა განლაგდეს და შეჯახებისას დრეკადი უნდა იყოს.

ამინდი

ექსტრემალურმა ამინდმა შესაძლოა გამოიწვიოს გადახურება, გაუწყლოვანება ან ჰიპოთერმია. დარწმუნდით, რომ მოთამაშეებს აცვიათ მისაღები და ადექვატური სამოსი, მაგ. სველ და ცივ პირობებში, დარწმუნდით, რომ მოთამაშეებს აცვიათ წყალგაუმტარი სამოსი ვარჯიშის მიმდინარეობისას და მატჩის წინ და შემდეგ. თბილი, წყალგაუმტარი სამოსი უნდა ეცვათ შეცვლებს და ტრავმირებულ მოთამაშეებს.