დერეფანი

დერეფანი თამაშის განახლების საშუალებაა, მას შემდეგ, რაც ბურთი, ან ბურთიანი მოთამაშე, გადაკვეთს კიდის ხაზს. იმ გუნდის მოწინააღმდეგე, ვინც ბოლოს ფლობდა ბურთს მის მიერ სათამაშო ზონის დატოვებამდე, აგდებს ბურთს დერეფანში. დერეფანში მყოფ ნებისმიერ მოთამაშეს აქვს უფლება თანაგუნდელების დახმარებით ახტეს, ბურთზე ფლობის მოპოვების მიზნით. ბურთის მომწოდებელი გუნდი უპირატეს მდგომარეობაშია, ვინაიდან მათ შეუძლიათ გამოაცხადონ კოდი, რომელიც ბურთის სროლის ადგილს ამცნობს თანაგუნდელებს. ბურთის დაჭრის შემდეგ, მისი გადაწოდება შესაძლებელია შერკინების ნახევარმცველისათვის უფრო შორს გასანაწილებლად ან შეიძლება ჩამოყალიბდეს მოლი. არჩევანი შესაძლოა გამომდინარეობდეს მოედანზე პოზიციიდან. ნახტომისას აწევის წესი შესაძლოა სხვადასხვა კავშირში განხსვავდებოდეს მოთამაშეების ასაკის გათვალისწინებით. სხვაობა ყველასათვის ცნობილი უნდა იყოს.

წესების განმარტება

დერეფნის დანიშნულება ბურთის მიერ კიდის ხაზის გადაკვეთის შემდეგ მოთამაშეთა ორ მწკირვს შორის ბურთის შეგდებით თამაშის სწრაფად, უსაფრთხოდ და სამართლიანად განახლებაა.

ძირითადი ფაქტორები მოთამაშეებისათვის

ზოგადი პუნქტები

  • იდეალურ მოცემულობაში, ყველა მოთამაშეს უნდა შეეძლოს როგორც მხტომელის, ასევე ამწევის როლის შესრულება
  • მოთამაშეებს შეუძლიათ შეიცვალონ როლი (მხტომელი/ამწეევი) და პოზიცია დერეფნის მიმდინარეობისას
  • დერეფანში წარმატების გასაღები ბურთის ამგდების სიზუსტეა
  • მოთამაშეები აუცილებლად უნდა იყვნენ ერთმანეთთან კომუნიკაციაში უსაფრთხო და ეფექტური დერეფნის უზრუნველსაყოფად
მხტომელი
  • საწყისი პოზიცია:
მკერდი და ხელები მაღლა მუხლები მოხრილი
  • ორი ფეხიდან ნახტომით და ფეთქებადი მოძრაობით ზემოთ გაშლა
  • დინამიურად გადადით ისეთ პოზიციაში, საიდანაც მარტივად მოხდება თქვენი დახმარება/აწევა
  • შეინარჩუნეთ ტანის წაგრძელებული ფორმა (თავი შეიმაგრეთ დუნდულების დაჭიმვის ხარჯზე), რომ ორივემ, მხტომელმა და ამწევმა მოთამაშემ შეძლონ კონტროლის შენარჩუნება
  • ბურთის დასაჭერად ხელების გაშლისას ხელის მტევნებს შორის შეხედეთ ბურთს
  • კომუნიკაციაში იყავით თქვენს ამწევ მოთამაშეებთან, რომ უსაფრთხოდ მოხდეს თქვენი მიწაზე დაბრუნება
  • მიწაზე ორ ფეხით დაეშვით და მოხარეთ მუხლები

უსაფრთხოება დერეფანში:

  • მოთამაშეებმა გამიზნულად არ უნდა იმოქმედონ ჰაერში მყოფი მოთამაშეების დესტაბილიზაციის მიზნით
  • მოთამაშეებმა გამიზნულად არ უნდა იმოქმედონ ამწევი მოთამაშის დესტაბილიზაციის მიზნით
  • ამწევი მოთამაშეების პასუხისმგებლობაა ჰაერში მყოფი მოთამაშე და მისი მიწაზე უსაფრთხო დაბრუნება
ამწევი მოთამაშეები
  • მხტომელთან ერთად გადაადგილდით სივრცეში
  • შექმენით სტაბილური, ფართო ბაზა, ფეხების მხრების სიგანეზე მოთავსებით


  • მიიღეთ ბუქნის პოზა, გასწორებული წელით, მუხლებში ჩამჯდარი და მკერდით ზემოთ








  • ჩაეჭიდეთ ხელისგულებით მხტომელისკენ და გაშლილი თითებით
წინა ამწევი უკანა ამწევი




  • დაეხმარეთ მხტომელს ფეხებით მიწოლით და გამართული (ჩაკეტილი) ხელებით
  • ერთდროულად მიაწექით მხტომელს მის დასახმარებლად




  • დარწმუნდით, რომ მხტომელი უსაფრთხოდ და

    მართულად უბრუნდება მიწას, პოზიციის შეცვლის გამო მეტოქის დაბლოკვის გარეშე.

სამწვრთნელო მინიშნებები

  • უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოიყენეთ ვარჯიშების განვითარება (მარტივი - რთული)
  • ტექნიკისა და კოორდინაციის განსავითარებლად, დასაწყისისთვის ამწევ მოთამაშეებს გამოაყენებინეთ შესაბოჭი ან საკონტაქტე ბალიშები
  • დარწმუნდით, რომ მოთამაშეები აწევისას მხტომელის დასახმარებლად იყენებენ ფეხებს, ვიდრე წელს.
  • იმუშავეთ მხტომელებთან, ნახტომში სხეულის ძლიერი, წაგრძელებული ტანის პოზიციის უზრუნველსაყოფად
  • ყურადღება გაამახვილეთ სისწრაფის და კოორდინაციის განვითარებაზე თითოეული მხტომელი/ამწევის ჯგუფთან
  • დარწმუნდით, რომ ბურთის ამგდები ინდივიდუალურად მუშაობს აგდების უნარზე
  • გამოწვევის წინაშე დააყენეთ მხტომელი, რომ ბურთის დაჭერის შემდეგ, მისი განაწილებისთვის არჩევანის გაკეთება მოუხდეს

სამსაჯო მინიშნებები

შეამოწმეთ, რომ:

  • დერეფნის ფორმირება ხდება ორი სწორი ხაზით, მონიშნვიდან 0.5 მეტრის მოშორებით
  • ბურთის შემოგდება ხდება ზუსტად ორი ხაზის შუაში
  • მხტომელებს სწორად ამაგრებენ დერეფანში და მათ შემდეგ უსაფრხოდ აბრუნებენ მიწაზე (არ ხდება მოთამაშეების ჰაერში მიტოვება)
  • ის მოთამაშეები, რომლებიც არ მონაწილეობენ დერეფანში, იხევენ 10 მეტრიანი თამაშგარის ხაზის უკან

ყურადღება მიაქციეთ:

  • მოთამაშეების მიერ გამიზნულად ჰაერში მყოფი მოთამაშეების დესტაბილიზაციის მიზნით მოქმედებას
  • მოთამაშეების მიერ გამიზნულად ამწევი მოთამაშის დესტაბილიზაციის მიზნით მოქმედებას
  • მოთამაშეების მიერ წესების დარღვევით ორ ხაზს შორის სივრცის დაპატარავებას
  • მოთამაშეების მიერ მოწინააღმდეგის, როგორც ბერკეტის გამოყენებას
  • მოთამაშეების მიერ მოწინააღმდეგის გაკავებას ან ხელისკვრას
  • მოთამაშეების მიერ წესების დარღვევით მოწინააღმდეგეზე შეტაკებას
  • ამწევი მოთამაშეების მიერ მოწინააღმდეგის დაბლოკვის მიზნით გადაადგილებას