რაქი

რაქი ტიპიურად ბოჭვის სიტუაციის ევოლუციაა, და შესაძლოა გარდაიქმნას ბურთის ფლობის მოპოვების ან მისი შენარჩუნების ეფექტურ მეთოდათ. რაქმა შესაძლოა მცველები ჩაითრიოს, რაც მიზეზშედეგობრივად სივრცის შექმნის შესაძლებლობას აჩენს. რაქის ფორმირებისას, თამაშგარის ხაზები იქმნება.

წესების განმარტება

რაქი არის თამაშის ის ფაზა, სადაც ფეხზზე მდგომი ერთი ან მეტი მოთამაშე ორივე გუნდიდან ფიზიკურ კონტაქტში არიან ეთმანეთთან მიწაზე მყოფი ბურთის გარშემო სიახლოვეს. ამ მოცემულობის შექმნისას ღია თამაში სრულდება.

ძირითადი ფაქტორები მოთამაშეებისათვის

  • ბოჭვის შემდეგ, ბურთიანმა მოთამაშემ სწრაფად უნდა გააკეთოს ბურთის პრეზენტაცია, ორივე ხელით, რაც შეიძლება შორს მეტოქისაგან.

  • მიმყოლმა მოთამაშეებმა რაქში შესასვლელად უნდა შეარჩიონ ძლიერი, სტაბილური ტანის პოზიცია, თავი და მხრები მუდმივად იქონიონ მენჯების დონის ზემოთ, იქონიონ „თვალები მაღლა“ და გააკეთონ კონტაქტი მოთამაშეზე ჩაბმით, მთლიანი ხელის გამოყენებით

  • ჩაებით რაქში ყველაზე უკან მყოფი თანაგუნდელის უკანა ფეხის გასწვრივ წარმოსახვითი ხაზის უკნიდან; ეს წარმოადგენს თამაშგარის ხაზს

  • მიმყოლი მოთამაშეები უნდა ჩაებან თანაგუნდელებს და ფეხების მუშაობით გადაიარონ ბურთზე ან საჭირების შემთხვევაში მის მიღმა. როდესაც ბურთი დატოვებს რაქს, უმჯობესია ყველაზე ახლოს მყოფმა მიმყოლმა მოთამაშემ ითამაშოს ბურთით

  • რაქიდან გამომსვლელმა მოთამაშეებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიხიონ თამაშგარის ხაზის უკან
  • ყველა მოთამაშე რაქში უნდა იმყოფებოდეს ფეხზე და მართავდეს საკუთარი სხეულის წონას

რაქში მოთამაშეების უსაფრთხოების კვლევა გვეუბნება, რომ:

  • „თვალები მაღლა“ შეინარჩუნეთ თავისა და კისრის კარგი პოზიცია
  • მუდმივად იქონიეთ თავი და მხრები მენჯების დონის ზემოთ
  • გააკეთეთ კონტატი მოთამაშეზე ჩაბმისას მთლიანი ხელის გამოყენებით
  • „ბურთის ფეხებს შორის გამოცურებით პრეზენტაცია“ პოტენციურად საფრთხის შემცველი ტექნიკაა. მისი გამოყენება აკრძალულია 19 წლამდე და უმჯობესია არ წახალისდეს ზრდასრულებშიც

სამწვრთნელო მინიშნებები

  • გამოიყენეთ მოდიფიცირებული თამაშები მიმყოლი მოთამაშეების გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარების ხელშესაწყობად
  • ივარჯიშეთ და გადაიმეორეთ ყველა კონტაქტური უნარი
  • პროგრესულად გამოიყენეთ წინააღმდეგობა: მაგ. ხელის შეხება, რაქი - ხელის შეხებით, მცველები ბალიშებით, სრული კონტაქტი
  • დარწმუნდით, რომ ყველა მოთამაშე ინარჩუნებს ძლიერი ტანის პოზიციას კონტაქტის მიმდინარეობისას და ხაზი გაუსვით მუდმივად ფეხზე დარჩენის და საკუთარი სხეულის წონის მართვის საჭიროებას
  • დარწმუნდით, რომ ყველა მოთამაშე აღიქვავს რაქის წესებს, განსაკუთრებით კი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ წესებს
  • მწვრთნელებმა არ უნდა იმწვრთნელონ და/ან წაახალისონ „ფეხებს შორის ბურთის გამოცურებით პრეზენტაცია“, ტრავმის რისკიდან გამომდინარე. 19 წლამდე დონეზე, ეს ასევე წესების დარღვევაა

სამსაჯო მინიშნებები

შეამოწმეთ, რომ:

  • მოთამაშეები ერთვებიან რაქში რაქის მონაწილე ყველაზე უკან მყოფი თანაგუნდელის უკანა ფეხის გასწვრივ გამავალი წარმოსახვითი ხაზის უკნიდან და ებმევიან თანაგუნდელს
  • მოთამაშეები იმყოფებიან ფეხზე რაქში ჩართვისას და რაქის დასრულებამდე ამ მდგომარეობას ინარჩუნებენ
  • მოთამაშეების მხრები მათი მენჯის დონის ზემოთაა

ყურადღება მიაქციეთ:

  • მოთამაშეებს, რომლებიც გამიზნულად ეცემიან მიწაზე ბურთის ზემოდან
  • რაქში მოქმედებას სხვა მოთამაშის, და არა ბურთის გარშემო
  • მოთამაშეებს, რომლებიც ზემოდან გამიზნულად ხტებიან რაქში
  • მოთამაშეებს, რომლებიც ბურთის ფლობის მოპოვებას ხელებით ცდილობენ
  • მოთამაშეებს, რომლებიც რაქში შედიან უხელებოთ, ჩაბმის გარეშე
  • მოთამაშეებს, რომლებსაც გაყავთ ის მოწინააღმდეგეები, რომლებიც არ არის რაქის მონაწილეები
  • მოთამაშეებს, რომლებიც არ არიან რაქის მონაწილეები და კვეთენ თავიანთი თამაშგარის ხაზს
  • მოთამაშეებს, რომლებიც რაქში მიწიდან წამოწევენ მოწინააღმდეგეს