აჩქარება
სიჩქარის ცვლის ზომა/ნომრა /rate არის აჩქარება. ე.ი. მოცმულ დროში მოთამაშეს რამდენად შეუძლია სიჩქარის მომატება. აჩქარება ხდება მაშინ როდესაც მოთამაშე დგომიდან,სიარულიდან ან ძუნძულიდან მუდამ ზრდადი სისწრაფით იწყებს მოძრაობას. გუნდური სპორტების უმარვლეოსბაში აჩქრაება სისწრაფის განვითარებაში ყველეზე მნიშვნელოვანი ფაზაა რომელზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ(Brown and Ferrigno, 2005).
როგორც წესი მაქსიმუმ სისწრაფეს მოთამაშეები 30 მეტრის გარბენამდე ვერ აღწევენ(Kale et al, 2009). თამაშის მოთხოვნების ანალიზი გვაჩვენებს რომ რაგბიში როგორც წესი აჩქარების მოანკევთები 30 მეტრზე ნაკლებია.(Suarez-Arrones et al, 2014). როგორც სუარეს არონესის 2014 წლის კვლევა გვეუბნება საშუალო სპრინტის მანძლი მორკინლებისთვის იყო 14,7 მეტრი ხოლო ხაზის მოთამაშეებისთვის კი 19,5 მეტრი. ეს გვაჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია აჩქარების უნარის განვითარება.
აჩქარების დროს სხეული წინ უნდა იყოს გადახრილი და მოთამაშეს მიზნად ხელების და ფეხების უკან და დაბლა მიმართულებით მუშაობა უნდა ჰქონდეს. აჩქარებაზე ვარჯიშისას მოთამაშისთვის სათქმელი კარგი მინიშნება(მთავარი ფაქტორი) იქნება რომ ვუთრხათ რომ მიწაზე ძალა ტერფების მეშვეობით უკანა მიმართულებით დაატანოს და ისე მოსწყდეს მას. აჩქარების დროს მკლავების მოქმედება იდაყვებში,დაახლოებით 90 გრადუსიანი კუთხით ხდება. იმ ფეხის საწინააღმდგეო მკლავი რომელიც მიწას უნდა შეეხოს თეძოდან მხრისაკენ წინ და მაღლა უნდა წავიდეს იმისთვის რომ ფეხების მოძრაობა დააკონტრბალანსოს რათა თავიდან არასასურველი მოძრაობები ავირიდოთ (Bompa and Haff, 2009).