ნაწილი გ
სავარჯიშოები წინაღობით სიმძლავრისა და ძალის განსავითარებლად
ორი ფეხიდან წინ მოკლე ნახტომი
მისვლა: 1 გამეორება: 2 დისტანცია: 15 მეტრი
სამწვრთნელო მინიშნებები:
- ოდნავი მოხრის შენარჩუნებით მუხლებში, იხტუნეთ წინ ტერფების რბილ ნაწილებზე
- ეცადეთ, რომ მინიმუმამდე დაიყვანოთ ტერფების მიწასთან შეხების დრო
ძირითადი მინიშნებები:
- თავი ბუნებრივ მდგომარეობაში
- მკერდი მაღლა
- მენჯი, მუხლი, კოჭი ერთ ხაზზე
ორმაგი წინ ხტომა და პოზის დაჭერა
მისვლა: 1 გამეორება: 4 / ფეხზე
სამწვრთნელო მინიშნებები:
- ორჯერ გადახტით წინ, ერთი და იმავე ფეხით ახტით და დაეშვით
- ნახტომის დისტანცია იმდენად შორი უნდა იყოს, რომ მართვის და წონასწორობის შენარჩუნება გამოწვევა იყოს
ძირითადი მინიშნებები:
- გამაგრებული შუატანი
- მენჯი, მუხლი, კოჭი ერთ ხაზზე
- მოდუნებული მუხლები
აზიდვიდან შეხტომა: ახლოდან შორს
მისვლა: 1 გამეორება: 15
სამწვრთნელო მინიშნებები:
- დაიწყეთ აზიდვის პოზიციიდან ხელებით თავს წინ
- იდაყვში მოხრის დაპატარავებისას, ფეთქებადად მიაწექით მხრების გავლით და შეცვალეთ ხელების პოზიცია თავის წინიდან მკერდის ქვეშ
ძირითადი მინიშნებები:
- ბეჭები ერთმანეთზე მიბჯენილი
- მხრები მენჯების დონეზე
- გამაგრებული შუატანი
წინ გადაბიჯებასთან ერთად ხტომა
მისვლა: 1 გამეორება: 10
სამწვრთნელო მინიშნებები:
- დაიწყეთ წინ გადაბიჯების პოზიციიდან, ახტით და ფეთქებადი მოძრაობით გამართეთ ხელები ზემოთ
- დაეშვით მიწაზე საპირისპირო ფეხის წინ მოთავსებით
ძირითადი მინიშნებები:
- მკერდი მაღლა
- გამაგრებული შუატანი
- მუხლი ტერფს ზემოთ
8 იანის დახაზვა
მისვლა: 1 გამეორება: 1 ხანგრძლივობა: 30 წამი
სამწვრთნელო მინიშნებები:
- მოთამაშეები ნაწილდებიან წარმოსახვით 2 x 1 მეტრიან ოთხკუთხედში
- პირდაპირ, გვერდულად და უკან სირბილის ხარჯზე, მოთამაშეები ხაზავენ 8 იანს, ხოლო სხეული მუდმივად პირდაპირ მიმართული უნდა იყოს
ძირითადი მინიშნებები:
- მკერდი მაღლა
- გამაგრებული შუატანი
- მენჯი, მუხლი, კოჭი ერთ ხაზზე
ხელებზე სიარული
მისვლა: 2 გამეორება: 5
სამწვრთნელო მინიშნებები:
- დაიწყეთ გამართული ფეხებით და ხელებით მიწაზე
- ხელებით წინ წადით მაქსიმალურად შორს
- ბოლომდე ხელების გაშლილი პოზიცია დაიკავეთ 2 წამის განმავლობაში, ვიდრე საწყისს პოზიციას დაუბრუნდებოდეთ
ძირითადი მინიშნებები:
- ბეჭები ერთმანეთზე მიბჯენილი
- გამაგრებული შუატანი