რა შეგიძლიათ გააკეთოთ იმისთვის, რომ საფრთხის მიღმა დარჩეთ?

  • ხშირად დაიბანეთ ხელები (2)
    • რეგულარულად და საფუძვლიანად გაისუფთავეთ ხელები ალკოჰოლიანი ხელის ანტისეპტიკური ხსნარით ან დაიბანეთ ისინი საპნით და წყლით (20 წამის განმავლობაში). ხელების საპნით და წყლით დაბანა ან ალკოჰოლიანი ხელის ანტისეპტიკური ხსნარის გამოყენება კლავს ვირუსებს, რომლებიც შესაძლოა თქვენს ხელებზე იყოს. ეს არის ბმული ხელების უსაფრთხო დაბანის რჩევებისთვის.
  • შეინარჩუნეთ სოციალური დისტანცირება
    • შეინარჩუნეთ არანაკლებ 1 მეტრი (3 ფუტი) დისტანცია თქვენსა და სხვებს შორის, განსაკუთრებით მათთან, ვინც ახველებს ან აცემინებს (გაითვალისწინეთ, რომ სოციალური დისტანცირებისთვის განსაზღვრული ზუსტი მანძილი განსხვავდება სხვადასხვა ქვეყანაში). როცა ადამიანი ახველებს ან აცემინებს, ის ცხვირიდან ან პირიდან აფრქვევს სითხის მცირე წვეთებს, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს ვირუსს. თუ ძალიან ახლოს ხართ, შეიძლება შეისუნთქოთ წვეთები, მათ შორის COVID-19 ვირუსიც, თუკი იმ პიროვნებას, რომელიც ახველებს, აქვს ეს დაავადება.

გახსოვდეთ, ინფიცირებულ პირთან კონტაქტის ბევრად უფრო მაღალი რისკი გაქვთ ჩვეულებრივი საზოგადოებრივი აქტივობების დროს, როგორებიცაა საყიდლებზე სიარული ან კაფეში ჯდომა. უნდა მოერიდოთ ამგვარ სიტუაციებს როცა შესაძლებელია, და როცა არა – იხმარეთ ქსოვილის ნიღაბი და ყოველი ურთიერთობის შემდეგ დაიმუშავეთ ხელები სანიტაიზერით.

  • არ შეეხოთ თვალებს, ცხვირს და პირს
    • ხელებით ბევრ ზედაპირს ვეხებით და შესაძლებელია ვირუსის გადაცემა ზედაპირიდან ხელზე. დაბინძურების შემდეგ, ხელებით შესაძლებელია ვირუსის გადატანა თვალებში, ცხვირსა თუ პირში. იქიდან ვირუსი შეიძლება მოხვდეს თქვენს ორგანიზმში და დაავადდეთ.
  • დაიცავით რესპირატორული ჰიგიენა
    • დარწმუნდით, რომ თქვენ და თქვენს გარშემო მყოფი ადამიანები სათანადო რესპირატორულ ჰიგიენას იცავთ. ეს ნიშნავს ხველის ან ცემინებისას თქვენი პირის და ცხვირის დაფარვას მოხრილი იდაყვით ან ერთჯერადი ხელსახოცით. ხელსახოცების გამოყენების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა გადააგდოთ იგი და დაიბანოთ ხელები. სათანადო რესპირატორული ჰიგიენის დაცვით, თქვენს გარშემო მყოფებს იცავთ ყველა ვირუსისაგან, როგორებიცაა სურდო, გრიპი და COVID-19.
  • თუ გაქვთ ცხელება, ხველა და სუნთქვის გაძნელება,
    • დროულად მიმართეთ სამედიცინო დახმარებას – თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, დარჩით სახლში. თუ გაქვთ ცხელება, ხველა და სუნთქვის გაძნელება, დროულად მიმართეთ სამედიცინო დახმარებას და წინასწარ დარეკეთ მათთან. გაითვალისწინეთ თქვენი ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოს მითითებები. სახელმწიფო და ადგილობრივ უწყებებს ექნებათ ყველაზე ახალი ინფორმაცია თქვენს ტერიტორიაზე არსებული ვითარების შესახებ. წინასწარ დარეკვა საშუალებას მისცემს თქვენს სამედიცინო მომსახურების მომწოდებელს, სწრაფად მიგიყვანოთ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. ეს ასევე დაგიცავთ და დაგეხმარებათ ვირუსების და სხვა ინფექციების გავრცელების თავიდან აცილებაში.