ფიზიკური კომპეტენცია/შესაძლებლობა
ყველა მოთამაშე უნდა იყოს თამაშისთვის ფიზიკურად სათანადოდ მომზადებული; ეს ცნობილია როგორც ‘ფიზიკური კომპეტენცია’. რაგბი არის შეჭრისა (მეტოქე გუნდის ტერიტორიაზე შეჭრა) და არიდების თამაში (არ დაგიჭირონ შეჭრისას), რომელიც მოიცავს ფიზიკურ კონტაქტს. მოთამაშეების ფიზიკური კომპეტენციის განვითარებით, მწვრთნელები მოამზადებენ მოთამაშეებს აწმყოში სათამაშოდ და უზრუნველყოფენ ძლიერ საფუძველს მათი მომავალი ფიზიკური განვითარებისთვის.
‘გართობის“ ეტაპი (ადრეული წლები 6-9)
საწყის წლებში გართობის ეტაპის მთავარი მიზანია მოთამაშის ფიზიკური განათელება, რაგბისა და სპორტის სხვა სახეობებში მონაწილეობით. ფიზიკური განათლება უნდა განვითარდეს შემდეგი გზით:
- ‘თამაშებზე დაფუძნებული’ და ‘სახალისო’ (საფუძველი, გაგება, აღზრდა) აქტივობებით, ნებისმიერ დროს 100% ჩართულობით
- ფესტივალები და შემცირებული შემადგენლობით თაგის და შეხებაზე თამაშები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სიამოვნება და განავითაროთ უნარები.
ამის საფუძველი არის ის, რომ სიჩქარის, სისწრაფის, წონასწორობისა და კოორდინაციის გარეშე, ისევე როგორც სირბილის, ხტომის, სროლის, დარტყმის, დაჭერისა და სხეულის კონტროლის (სენსორული ცნობიერების) გარეშე ბავშვები არა მხოლოდ ვერ შეასრულებენ სათანადოდ სარაგბო უნარს, არამდე აგრეთე არ ექნება კომპეტენცია, მონაწილეობა მიიღონ სხვა სპორტულ აქტივობაში.
ამ ადრეულ წლებში, მწვრთნელის როლია უზრუნველყოს კარგად ორგანიზებული, კარგად კომუნიკაციური, კარგად დაგეგმილი და კარგად სტრუქტურირებული ვარჯიშები, რომელიც მოიცავს 100% აქტივობას და გართობას. ყველა ვარჯიშმა ხელი უნდა შეუწყოს ფუნდამენტურ უნარებს, რომლებიც ხელს უწყობს მომავალი მოთამაშის განვითარებას.
როგორ გავწვრთნათ/ვასწავლოთ
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველა ვარჯიში უნდა იყოს აქტიური, მიზანმიმართული, სახალისო, უსაფრთხო და წვრთნის პროცესში თამაშები მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული.
ვარჯიშის მთლიანი ხანგრძლივობა უნდა იყოს დაახლოებით 60 წუთი:
- გახურება (ფიზიკური შესაძლებლობების განვითარება) დაახლოებით 15 წუთი
- ვარჯიშის ძირითადი ნაწილი (თამაშზე დაფუძნებული) დაახლოებით 35-40 წუთი
- სხეულის თავდაპირველ მდგომარეობაში მოყვანა (ფიზიკური შესაძლებლობების განვითარება Cool Down) დაახლოებით 5-10 წუთი.
თითოეულ ვარჯიშს უნდა ჰქონდეს მიზანი, როგორც მოთამაშეთა განვითარების გრძელვადიანი გეგმის ნაწილი და არა მხოლოდ იმის გამოსწორება, რაც არ გამოვიდა კარგად გასულ მატჩში.
რა გავწვრთნათ/ვასწავლოთ
ამ ეტაპზე მწვრთნელებმა უნდა განავითარონ თავიანთი მოთამაშეები შემდეგი მიმართულებებით:
ფიზიკური კომპეტენცია
ფიზიკური გამძლეობა უნდა განვითარდეს გახურებისა და გაგრილების (cool down) ინსტრუქციების დაცვით და თამაშთან მიახლოებული ვარჯიშების წვრთნის გამოყენებით. ძირითადი მიმართულებები, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ, არის:
- სისწრაფე, ბალანსი და სიჩქარე - სპრინტის, აჩქარების, შენელების, მიმართულების შეცვლის, ხტომის, დაცემის, ფეხზე ადგომის გზით
- კოორდინაცია - სივრცის აღქმა და სხეულის (სენსორული) ცნობიერება, რომელიც განვითარებულია ტანვარჯიშის აქტივობებით და თამაშზე ორიენტირებული სწავლების გზით.
- ძალა - განვავითაროთ ეფექტური გახურების გზით, რომელიც მოიცავს ცხოველურ მოძროაბებს და სხეულის წონით ვარჯიშებს, თამაშზე დაფუძნებულ აქტივობას და სათანადო ვარჯიშის დამამთავრებელ აქტიობას (გაგრილებას)
- გამძლეობა - განვითარებულია თამაშზე ორიენტირებული სწავლების გზით.
- მოქნილობა და აღდგენა - ეფექტური გახურებისა და შესაბამისი გაგრილებით (cool down).
როგორ შევქმნათ შესაბამისი გახურება
ვარჯისთვის გახურება უნდა მოიცავდეს დაახლოებით 15 წუთს, სადაც მოთამაშეები პროგრესირებულად მოემზადებიან ვარჯიშისთვის.გახსოვდეთ ეს არის ასევე შესაძლებლობა, რომ ასევე გაწვრთნათ სპეციფიურ უნარის განვითარებაზე თქვენი ვარჯიშის მიზნის შესაბამისად
თითოეული გახურება უნდა შეიცავდეს შემდეგ ელემენტებს:
- ზოგადი მოძრაობები - აძლიერებს სისხლის ნაკადს მთელ სხეულში - 3 წუთი
- მოძრაობების დიაპაზონის თანდათანობითი გაზრდა - დინამიური მოქნილობა, რომელიც ეფუძნება ვარჯიშის კონკრეტულ მოძრაობას. გამოიყენეთ ცხოველური მოძრაობები და ტანვარჯიშის აქტივობები მოთამაშეების ფიზიკური შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად - 6 წუთი
- მრავალ მიმართულების სიჩქარის ტექნიკა / არიდება - მიზნად ისახავს მოთამაშეების მაქსიმალურ სიჩქარეს ვარჯიშისთვის - კონკრეტული ვარჯიშების გამოყენება ხელს შეუწყობს სიჩქარის განვითარებას, გადაწყვეტილების მიღებას და რეაქციას, აჩქარებას, შენელებას და მიმართულების შეცვლას - 3 წუთი
- მომზადება კონტაქტისა და ძალის განვითარებისთვის - მიზნად ისახავს ინტენსივობის გაზრდას ძალის განვითარების დროს. სხეულის წონის ვარჯიშები და ჭიდაობის აქტივობები საშუალებას მოგცემთ მიაღწიოთ ინტენსივობის გაზრდას - 3 წუთი
- გთხოვთ იხილოთ აქტივობის მენიუ 34-35 გვერდზე შესაბამისი შინაარსისთვის.
გაგრილების (cool down) აუცილებლობა
მნიშვნელოვანია, რომ მოთამაშეები ვარჯიშის შემდგომ დაუბრუნდნენ საწყის მდგომარეობას. ისევ და ისევ, ეს უნდა იყოს სტრუქტურიზებული რათა სხეული და გონება დაუბრუნდეს დასვენების დონეს. ეს შეიძლება იყოს შესაძლებლობა გააგრძელოთ კონკრეტული უნარებიზე ვარჯიში უფრო დაბალი ინტენსივობით. თითოეული გამაგრილებელი ვარჯიში უნდა შეიცავდეს შემდეგ ელემენტებს:
- განზოგადებული მოძრაობები - დარწმუნდით, რომ აქტივობა / თამაშები არ აღემატება ძუნძულის ტემპს - 3-5 წუთი
- სტატიკური გაწელვა - ეს გააუმჯობესებს მოთამაშეთა მოქნილობის დონეს და შეამცირებს ტრავმის ალბათობას - 5 წუთი
- გთხოვთ, იხილოთ აქტივობების მენიუ 50-52 გვერდზე შესაბამისი შინაარსისთვის.
უნარების კომპეტენცია
უნარ-ჩვევების სწავლება უნდა განვითარდეს თამაშის დაფუძნებული წვრთნით ან მთლიანი-ნაწილი-მთლიანი მიდგომით და ეფექტური გახურებით და ვარჯიშის დამამთავრებელი ვარჯიშის (cool down) გზით. მწვრთნელებმა უნდა იზრუნონ მოთამაშეების განვითარებაზე შემდეგ უნარებზე:
- ბურთის ფლობა
- პასები ყველა მიმართულებით გვერდითი პასების ჩათვლით
- დაჭერა - ხელის შეხვედრება, მაღალი ბურთი, თავს ზემოთ (ნახტომით დაჭერა), დაბალი პასის დაჭერა
- სირბილი
- არიდების უნარები - როგორ ავიცილოთ კონტაქტი და ავერიდოთ დამცველს
- დაცვა
- ბოჭვა - კონტაქტის გაცნობა უნდა მოხდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოთამაშეები გაიაზრებენ შეჭრისა და არიდების ცნებას და ეს უნდა გაკეთდეს ეტაპობრივად და უსაფრთხოდ - (გთხოვთ ეწვიოთ https://passport.world.rugby/injury-prevention- და-risk-management/rugby-ready/დამატებითი ინფორმაციისთვის).
- გუნდური მუშაობა
- როგორ უნდა შევუტიოთ და დავიცვათ გუნდურად, წინსვლა, კომუნიკაცია
- უწყვეტობა
- თამაშის გაგრძელება
მენტალური ფაქტორები
მწვრთნელები უნდა ცდილობდნენ ააშენონ საფუძველი, რომელიც დაფუძნებულია თითოეული მოთამაშის თავდაჯერებულობაზე.
მწვრთნელებს შეუძლიათ განავითარონ თავდაჯერებულობა თავიანთი მოთამაშეებში იმით, რომ მისცენ მათ წარმატების მიღწევის შესაძლებლობა და მათთვის საბაზისო მიზნების დასახვით რათა გააუმჯობესონ თავიანთი შესრულების ხარისხი ყველა სფეროში, ფიზიკურად, უნარებში, მენტალურ და ცხოვრების წესში.
ჩართეთ ყველა მოთამაშე მაქსიმალურად ვარჯიშში - შეეცადეთ უზრუნველყოთ რაც შეიძლება მეტი აქტივობა ყველა მოთამაშისთვის ვარჯიშის განმავლობაში თამაშზე დაფუძნებული წვრთნის მეშვეობით. (დრილებით და სავაჯიშოებით წვრთნა სადაც მოთამაშეები დგანან რიგში ან არ არიან აქტიურები, თავიდან უნდა იქნას აცილებული).
თამაშების პირობების მანიპულირება უნდა მოხდეს, რათა წაახალისოთ თითოეული მოთამაშის განავითარება. უფრო გამოცდილი/ნიჭიერი მოთამაშისათვის ვარჯიშის დროს შეიძლება დაგჭირდეთ განსხვავებული მიზნების დასახვა - ასევე შეიძლება დაგჭირდეთ განსხვავებული მიზნების დასახვა მათთვის, ვისაც დამატებითი ვარჯიში სჭირდება. შეეცადეთ ხელი შეუწყოთ მოთამაშეების თვითმოტივაციას (შინაგანი) თქვენი ვარჯიშების მაქსიმალურად გახალისებით და მოთამაშეების გამოწვევით, ივარჯიშონ და ითამაშონ სახლში და თქვენი ვარჯიშების გარეთ, და მოიძიონ ახალი გადაწყვეტილებები იმ პრობლემებისთვის, რომლებსაც მათ ვარჯიშის დროს ახვედრებთ.
თამაშების მეშვეობით წვრთნით თქვენ შეგიძლიათ დანერგოთ წარმოსახვის უნარები - იმის ხაგასამელად თუ რა გამოვიდა კრგად, შეგიძლიათ სთხოვოთ თქვენს მოთამაშეებს დაფიქრდნენ იმაზე, თუ რა გამოუვიდათ საუკეთესოდ და განამტკიცონ პოზიტიური აზრები შემდეგ ჯერზე.
მაგალითად, თუ მოთამაშემ გაიტანა ლელო 2 v 1-ზე სიტუაციის შესრულებისას - ჰკითხეთ მათ, რა გააკეთეს კარგად და შესაბამისად, რის გაკეთებას შეეცდებიან შემდეგ ჯერზე წარმატების უზრუნველსაყოფად? თქვენ ასევე შეგიძლიათ სთხოვოთ სხვა მოთამაშეებს წარმოიდგინონ რას გააკეთებდნენ ისინი მსგავს სიტუაციებში.
ცხოვრების წესის ფაქტორები
ეს ეტაპი იდეალური დროა თქვენი მოთამაშეებისთვის სპორტული ჩვევების ჩამოსაყალიბებლად, რაც მათთან დარჩება სპორტული კარიერის ბოლომდე:
- უსაფრთხოება: მსოფლიო რაგბი რეკომენდაციას უწევს, რომ ყველა მოთამაშემ გამოიყენოს კაპი
- ღირებულებები: ამ ეტაპზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თამაშის სულისკვეთების და ღირებულებების გაცნობა, როგორიცაა პარტნიორობა და გუნდურობა, პატივისცემა თანაგუნდელების, მეტოქის და ოფიციალური პირების - რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა მოხალისეებზე.
- წყალი: ყოველთვის დარწმუნდით, რომ მოთამაშეებისთვის ხელმისაწვდომია წყლის ბოთლები - დაეხმარეთ თქვენს მოთამაშეებს პასუხისმგებლობით მოეკიდნონ საკუთარი ბოთლის ტარებას.
- კვება და დასვენება: იმუშავეთ მოთამაშეებთან და მშობლებთან, რათა გააძლიეროთ ჯანსაღი კვებისა და ძილის ჩვევები ახალგაზრდა მოთამაშეების განვითარებისთვის.
გართობის ეტაპი - (მოგვიანებითი წლები 9-12)
ამ ეტაპის შემდგომ წლებში ყურადღება უნდა გამახვილდეს თამაშის ძირითადი უნარების შესწავლაზე.
ეს ასაკი ცნობილია, როგორც უნარებისთვის დამშეული წლები, რადგან, მოტივაციის თვალსაზრისით, ბავშვები ამ დროს მოწადინებულები არიან ისწავლონ უნარები, ასე რომ, ეს არის იდეალური შესაძლებლობა, ფოკუსირება მოახდინოთ თამაშის უნარების განვითარებაზე, რომელიც დაფუძნებულია ბავშვების ადრეულ ეტაპზე მოძრაობის უნარებზე განვითარებაზე. უნარების შესასწავლად თამაშებზე დაფუძნებული წვრთნის გამოყენებით, აქცენტი უნდა გაკეთდეს საბაზისო სირბილის, ხელის ტექნიკის და კონტაქტის უნარების განვითარებაზე, რაც ჩამოაყალიბებს ფუნდამენტს მოთამაშეებისათვის მომავალში სათამაშოდ.
შეჯიბრი უნდა ასახავდეს განვითარების პრინციპებს (მაგ. თანაბარი სათამაშო დრო ყველასთვის) თამაშები შემცირებული შემადგნელობის საშუალებით, რაც საშუალებას იძლევა აქტივობაში მაქსიმალური ჩართულობის, რათა განავითარდეს საჭირო ფიზიკური გამძლეობა დამატებითი ვარჯიშის გარეშე. ძირითადი ფიზიკური მახასიათებლები, რომლებიც უნდა განვითარდეს ყოველ ვარჯიშზე, არის სიჩქარე და სისწრაფე. ნერვული სისტემის ზრდა გრძელდება დაახლოებით 12 წლის ასაკამდე და ჯერ კიდევ შესაძლებელია ზემოქმედების ქვეშ მოქცეული კუნთოვანი ბოჭკოების (ბოჭკოები, რომლებიც გამოიმუშავებენ ძალას) განვითარება.
მწვრთნელება უნდა ფოკუსირდენ თავდაჯერებულობის განვითარებაზე, რომელიც სასიცოცხლო კომპონენტია მომავალში მონაწილეობისათვის და შესრულებისთვისთვის, საბაზო მიზნების მიღწევაში წარმატების ხელშეწყობისა და გაძლიერების გზით.
ძალიან მნიშვნელოვანია ქებაზე ფოკუსირება და ძალისხმევის გაძლიერება. იმის გაგების გარეშე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მცდელობა და მონდომება, მოთამაშეებს ვერ განუვითარდებათ ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა თავდადება და ვარჯიშის ინტენსივობა, რაც მათ საშუალებას მისცემს მიაღწიონ წარმატებას შემდგომ წლებში. მომავალი ვარჯიშისადმი ერთგულების საფუძველი ყალიბდება ამ ეტაპზე და მწვრთნელებმა უნდა წაახალისონ "საშინაო დავალება" და დამოუკიდებელი პრაქტიკა, ასევე მონაწილეობა მიიღონ სპორტის ფართო სპექტრში, მათ შორის გუნდურ თამაშებში და მძლეოსნობაში, ტანვარჯიშსა და ცურვაში. ეს შეიძლება მოიცავდეს არაფორმალურ თამაშს და არასტრუქტურირებულ პრაქტიკებს და თამაშებს (მაგალითად, რაგბის ‘შეხებაზე’ თამაში მეგობრებთან ერთად)
მწვრთნელის როლი ამ ეტაპზე არის მოტივაცია, თავდაჯერებულობის სტიმულირება და უნარებისა და თამაშის აზრის გამომუშავება კარგად სტრუქტურირებული პროგრამების დაგეგმვისა და მიწოდების გზით, პროგრესირებით სესიებში და სესიებს შორის. ამ ეტაპზე მწვრთნელმა უნდა:
- უზრუნველყავი სასიამოვნო გარემო, რომელიც ხელს უწყობს თამაშის შეყვარებას და ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც წაახალისებს ბავშვებს მუდმივად განავითარონ საკუთარი თავი.
- მოთამაშეების გამოწვევა საბაზო მიზნების დასახვით; ობიექტური და კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდებით ძალისხმევისა და გამძლეობის გაუმჯობესება.
- განასხვავეთ ინდივიდები პრაქტიკაში - გახადეთ საქმე უფრო რთული მათთვის, ვისაც შეუძლია დავალების შესრულება, ნაკლებად რთული მათთვის, ვისაც ჯერ არ შეუძლია ამის გაკეთება, მაგრამ შეინარჩუნეთ იგივე დავალება. ეს ეხმარება მოთამაშეს განუვითაროს როგორც თვითშეფასება, ასევე მათი შესრულების შეფასების უნარი.
- მიეცით თანაბარი სათამაშო და სავარჯიშო შესაძლებლობები ყველა მოთამაშეს, მიუხედავად იმისა, რამდენად კარგები იქნებიან ისინი ამ ეტაპზე
- ხელი შეუწყეთ რაგბის წესების, სულისკვეთებას და ღირებულებების გავრცელებას და მათდამი პატივისცემას.
- მიეცით თანაბარი სათამაშო და სავარჯიშო შესაძლებლობები ყველა მოთამაშეს, მიუხედავად იმისა, რამდენად კარგები არიან ისინი ამ ეტაპზე
- ხელი შეუწყეთ რაგბის წესების, სულისკვეთებას და ღირებულებების გავრცელებას და მათდამი პატივისცემას.
როგორ ვასწავლოთ/გავწვრთნათ
ყველა ვარჯიში უნდა იყოს აქტიური, მიზანმიმართულ, სახალისო და უსაფრთხო, და რაც შეიძლება ხშირად უნდა გაწვრთნათ სხვადასხვა თამაშების საშუალებით.
ვარჯიშის საერთო ხანგრძლივობა დაახლოებით 60 წუთი:
- გახურება (ფიზიკური კომპეტენციის განვითარება) დაახლოებით 15 წუთი
- ვარჯიშის ძირითადი ნაწილი (წვრთნა თამაშების საშუალებით) დაახლოებით 35-40 წუთი
- სხეულის თავდაპირველ მდგომარეობაში მოყვანა (ფიზიკური შესაძლებლობების განვითარება Cool Down) დაახლოებით 5-10 წუთი.
თითოეულ ვარჯიშს უნდა ჰქონდეს მიზანი, როგორც მოთამაშეების განვითარების გრძელვადიანი გეგმის ნაწილი და არა მხოლოდ იმის გამოსწორება, რაც არ იყო კარგად გასულ მატჩში.
რა ვასწავლოთ/გავწვრთნათ
ამ ეტაპზე მწვრთნელებმა უნდა განავითარონ თავიანთი მოთამაშეები შემდეგ მიმართულებით:
ფიზიკური შესაძლებლობები
ფიზიკური გამძლეობა უნდა განვითარდეს გახურებისა და ვარჯიშის დამაბოლოვებელი (cool down) ვარჯიშების ინსტრუქციების დაცვით და თამაშთან მიახლოებული ვარჯიშების წვრთნის გამოყენებით. ძირითადი მიმართულებები, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ, არის:
- სისწრაფე, ბალანსი და სიჩქარე - სპრინტის, აჩქარების, შენელების, მიმართულების შეცვლის, ხტუნვის, დაცემის, ფეხზე ადგომის გზით. განვითარება სირბილისა და სისწრაფის აქტივობების, ხტომის, სროლის, გუნდური თამაშების, ჭიდაობის, მიწიდან ფეხზე ადგომის, ბრუნვის, ტანვარჯიშისა და რეაქციის აქტივობებში
- კოორდინაცია - სივრცის და სხეულის (სენსორული) აღქმა, ტანვარჯიშის აქტივობებითა და სხვადასხვა თამაშების წვრთნის მეშვეობით. მოთამაშეებს უნდა შეეძლოთ რამდენიმე ტანვარჯიშის და დინამიური მოძრაობის გაერთიანება თანმიმდევრულ მოძრაობად შეზღუდულ სივრცეში, მაგ. გადახტომა - წინ გადატრიალება - ფეხზე ადგომა - აჩქარება
- ძალა და ფეთქვებადობა - ვითარდება თამაშთან მიახლოებული უნარებით, მსუბუქი სამედიცინო ბურთით, ხტუნვით და გადახტომით, სხეულის წონის აქტივობებით, ტანვარჯიშითა და ბეჭების მთლიანობის მეშვეობით. ოლიმპიური აწევის ტექნიკის შესავალი (ღერძის გამოყენებით) ამ ეტაპისთვის ასევე უნდა იქნეს გაცნობილი.
- გამძლეობა - განვავითაროთ თამაშებზე დაფუძნებული აქტიობებით.
- მოქნილობა და აღდგენა - ეფექტური გახურებიის, ცხოველური მოძრაობების და შესაბამისი გაგრილების (cool down) საშუალებით. მოთამაშეებმა ასევე უნდა გააცნობიერონ მოძრაობის დიაპაზონის განვითარების უპირატესობები და თუ რა როლს თამაშობს ის უნარების განვითარებაში და ტრავმების პრევენციაში
როგორ შევქმნათ შესაბამისი გახურება
ვარჯისთვის გახურება უნდა მოიცავდეს დაახლოებით 15 წუთს, სადაც მოთამაშეებიინტენსიობის ზრდასთან ერთად მოემზადებიან ვარჯიშისთვის. მოგვიანებით წლებში გახურება უფრო უნდა განვითარდეს და დრო დაეთმოს ძალასა და სისწრაფის განვითარებაზე.
დაიმახსოვრეთ, რომ ეს ასევე არის თქვენი ვარჯიშის მიზნის შესაბამისი კონკრეტული უნარების გამომუშავების შესაძლებლობა.
თითოეული გახურება უნდა შეიცავდეს შემდეგ ელემენტებს:
- ზოგადი მოძრაობები - მსუბუქი ზოგადი მოძრაობები, რაც უზრუნველყოფს სისხლის ნაკადის გაზრდას სხეულში - 2 წუთი
- მსუბუქი სპეციფიკური მოძრაობა - მეტი ფოკუსირება ვარჯიშის შინაარსზე - 2 წუთი
- მოძრაობების დიაპაზონის თანდათანობითი გაზრდა - დინამიური მოქნილობა, რომელიც ეფუძნება ვარჯიშის კონკრეტულ მიზანს. ცხოველური მოძროაბები და ტანვარჯიშის გამოყენება მოთამაშეთა ფიზიკური მონაცემების გასაუმჯობესებლად - 5 წუთი
- მოძრაობები ვარჯიშის ინტენსივობის ასამაღლებლად სპეციალური სავარჯიშოების გამოყენებით, რაც ხელს უწყობს სიჩქარის, ძალის და საკონტაქტო უნარების განვითარებას - 2 წუთი
- სპეციფიური ძალა, სიჩქარე და კონტაქტზე დაფუძნებული ვარჯიშები სრული ინტენსივობით. გამოიყენეთ სხეულის წონის ვარჯიშები, ტანვარჯიშის მოძრაობები და ჭიდაობა რათა მიიღოთ ინტენსივობის გაზრდილი დონე - 4 წუთი
- გთხოვთ იხილოთ აქტივობის მენიუ 36-37 გვერდზე შესაბამისი შინაარსისთვის.
გაგრილების (cool down) აუცილებლობა
მნიშვნელოვანია, რომ ვარჯიშის შემდეგ მოთამაშეები დაუბრუნდნენ თავდაპირველ თავდაპირველ მდგმარეობას (გაგრილდნენ) აღდგენის გზით. ისევ და ისევ, ეს უნდა იყოს სტრუქტურიზებული რომ სხეულსა და გონებას შეეძლოს დასვენებულ მდგომარებაში დაბრუნება. ეს შეიძლება იყოს შესაძლებლობა გააგრძელოთ კონკრეტული უნარების ვარჯიში უფრო დაბალი ინტენსივობით. თითოეული ვარჯიშის ბოლო უნდა შეიცავდეს შემდეგ ელემენტებს:
- ზოგადი მოძრაობები - დარწმუნდით, რომ აქტივობა / თამაშები არ აღემატება ძუნძულის ტემპს - 3-5 წუთი
- სტატიკური გაწელვა - ეს გააუმჯობესებს მოთამაშეთა მოქნილობის დონეს და შეამცირებს ტრავმის ალბათობას - 5 წუთი
- გთხოვთ, იხილოთ აქტივობის მენიუ 50-52 გვერდზე შესაბამისი შინაარსისთვის.
უნარების კომპეტენცია
უნარ-ჩვევების სწავლება უნდა განვითარდეს თამაშის გზით ან მთლიანი-ნაწილი-მთლიანის გამოყენებით და ეფექტური გახურებისა და გაგრილების გზით. ძირითადად რაზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს, არის:
- ხელის ტექნიკა
- პასები - მოკლე, გრძელი, ჯვარი, შემორბენი, ამოგდება, მიწიდან
- დაჭერა - ხელით დაჭერა, მაღალი ბურთი, თავს ზემოთ (ახტომა და დაჭერა), დაბალი
- სროლა - შემოგდება/აგდება
- შესაძლებლობა პასის სივრცეში გადაწოდების
- სირბილი
- არიდების უნარები - აცდი / აერიდე, რეაგირება სხვებზე, ცრუ მოძროაბა/ფინტი, გადახვევა, ამოცნობა და შეტევა სივრცეში
- კონტაქტი
- სხეულის ძლიერი ფორმა შენარჩუნებულია კონტაქტის წინ, კონტაქტისას და მის შემდეგ
- ფეხის მოძრაობა / შებოჭვისას ფეხზე დგომის შესაძლებლობა
- კონტაქტურ სიტუაციებში თავდაჯერებული
- ბურთის პრეზენტაცია
- გადაწყვეტილების მიღება კონტაქტამდე, კონტაქტისას და შემდგომ
- ბურთის მოგება მიწაზე / ფეხზე დაბრუნება
- დაცვა
- ბოჭვა - ინდივიდუალური ტექნიკა - წინიდან, გვერდითი და უკნიდან ბოჭვა, ამ უნარის სწორად არჩევა სხვადასხვა სათამაშო სიტუაციებში
- დაცვაში წინ მოძრაობა
- დაცვაში გუნდური მუშაობა
- გუნდური მუშაობა
- გუნდური მუშაობით სივრცის შესატევად და დასაცავად, საჭიროა წინსვლა და გუნდთან კომუნიკაცია შეტევაშიც და დაცვაში
- უწყვეტობა
- დატოვეთ ბურთი თამაშში (იერარქია კონტატის SOS- ნაბიჯი არიდებისათვის/მიიღე გვრედითი ბოჭვა, ოფლოუდი ბოჭვმდე, ბოჭვისას და შემდგომ, ჩამოაყალიბე რაქი/მოლი როგორც ბოლო გამოსავალი)
- დარტყმა და დაჭერა
- დარტყმისა და მაღალი ბურთის უნარები - ადგილიდან დარტყმა, არეკნით დარტყმა, აბრაგანი, სირბილისას დარტყმა, გადაკიდება და მაღალი ბურთის დაჭერა
- სტატიკური ფაზა - როლის გაგება, თამაშის განახლებით ბურთისთვის და პოზიციისთვის ბრძოლა, შეტევისთვის სივრცის შექმნის შესაძლებლობა.
- შერკინება
- ძლიერი / უსაფრთხო ტანის პოზიცია (ყველა მოთამაშე)
- უსაფრთხო შერკინების წარმართვა- მოხრა, შეკრვა, შერკინება (ყველა მოთამაშე)
- დერეფანი
- მანევრირებისა და მეტოქის დაჯაბნის უნარი დერეფანში (ყველა მოთამაშე)
- მხტომელზე ბურთის სწორი მოწოდების უნარი (ყველა მოთამაშე)
- შენიშვნა - დერეფანში აწევა არ უნდა დაინერგოს შესაბამის ასაკამდე
მენტალური ფაქტორები
მწვრთნელები უნდა ცდილობდნენ შექმნან საფუძველი/საძირკველი, რომელიც დაფუძნებულია თითოეული მოთამაშის თავდაჯერებულობაზე. მწვრთნელებს შეუძლიათ ჩამოუყალიბონ თავდაჯერებულობა თავიანთ მოთამაშეებს მათთვის შესაძლებლობების მიცემით, იყვნენ წარმატებულნი გართულებულ ვარჯიშებში, სადაც მწვრთნელი უზრუნველყოფს კონსტრუქციულ უკუკავშირს, რომელიც განავითარებს თავდაჯერებულობას.
ჩართეთ ყველა მოთამაშე მაქსიმალურად ვარჯიშში - წვრთნის დროს შეეცადეთ უზრუნველყოთ რაც შეიძლება მეტი აქტივობა ყველა მოთამაშისთვის თამაშზე დაფუძნებული ვარჯიშების გზით. (დრილებზე/სავარჯიშოებზე დაფუძნებული წვრთნა, სადაც მოთამაშეები დგანან თავიანთ რიგში ან არ არიან დაკავებულნი აქტიურობით, თავიდან უნდა იქნას აცილებული). თამაშების პირობებით/წესებით მანიპულირება, რათა ხელი შეუწყოთ ყველა მოთამაშეს განვითარებაში. მათთვის, ვისაც უფრო კარგი უნარები აქვთ შეიძლება დაგჭირდეთ სხვადასხვა მიზნების დასახვა ვარჯიშის დროს - ასევე შეიძლება დაგჭირდეთ განსხვავებული მიზნების დასახვა მათთვის, ვისაც დამატებით მხარდაჭერას საჭიროებს.
შეაქე შედეგის მიღწევაში გაწეული ძალისხმევისთვის (შეუპოვრობა, გამძლეობა, ფოკუსირება, სწრაფვა და ა.შ.). ეს ხელს შეუწყობს მომავალში შრომისმოყვარეობას და შექმნის საფუძველს გამოწვევების დასაძლევად.
მოაწყეთ სესიები, რათა წაახალისოთ თქვენი მოთამაშეების მიერ გადაწყვეტილების მიღება, კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდებით იმის შესახებ, თუ რა შედეგები მოჰყვა მათ გადაწყვეტილებებს თამაშის პრინციპებთან და სამწვრთნელო სესიის მიზნებთან და ამოცანებთან დაკავშირებით. შეეცადეთ წაახალისოთ შინაგანი (თვით) მოტივაცია გარეგანი (მწვრთნელის ხელმძღვანელობით) მოტივაციისგან განსხვავებით, თქვენი სესიები მაქსიმალურად სახალისო გახადეთ და მოთამაშეების გამოწვევით ივარჯიშონ და ითამაშონ სახლში და თქვენს სესიებს შორს.
ამ ვარჯიშების დროს დემონსტრაციები და უკკავშრი უნდა იყოს ფოკუსირებული იმ შესაბამის ინფორმაციაზე, რომელიც თქვენს მოთამაშეებს სჭირდებათ მიზნების მისაღწევად - ეს ხელს შეუწყობს მათ ყურადღების კონტროლის განვითარებას. თამაშების მეშვეობით წვრთნა დაგემხარებთ გამოავლინოთ გამოსახულების აღქმის უნარები - ხაზგასმით აღნიშნეთ ის, რაც მუშაობდა, შეგიძლიათ სთხოვოთ თქვენს მოთამაშეებს დაფიქრდნენ იმაზე, თუ რა მუშაობდა მათთვის საუკეთესოდ და გააძლიერონ პოზიტიური აზრები შემდეგ ჯერზე. მაგალითად, თუ მოთამაშემ გაიტანა ლელო 2 v 1-ზე სიტუაციის შესრულებით - ჰკითხეთ მათ, რა გააკეთეს და, შესაბამისად, რის გაკეთებას შეეცდებიან შემდეგ ჯერზე მიზნის მისაღწევად? თქვენ ასევე შეგიძლიათ სთხოვოთ სხვა მოთამაშეებს წარმოიდგინონ თუ რას გააკეთებდნენ ისინი მსგავს სიტუაციებში.
ვარჯიშის შესრულებისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ხელშეწყობა. თუ მოთამაშეები ცუდად ივარჯიშებენ, სავარაუდოდ, ისინი ცუდად ითამაშებენ. დააწესეთ სტანდარტები ჯგუფურად როგორც ვარჯიშისთვის, ასევე თამაშისთვის.
ცხოვრების წესის ფაქტორები
ამ ეტაპზე მიზანია სპორტული ჩვევების შემდგომი პოპულარიზაცია, რომელიც დარჩება მოთამაშეებთან მათი სპორტული კარიერის ბოლომდე. იმუშავეთ მოთამაშეებთან და მშობლებთან, რათა განამტკიცოთ შემდეგი:
- უსაფრთხოება: მსოფლიო რაგბი რეკომენდაციას უწევს, რომ ყველა მოთამაშემ გამოიყენოს კაპი
- ღირებულებები: ამ ეტაპზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რაგბის კავშირისა და გუნდური სპორტის სულისკვეთების და ღირებულებების დანერგვა და შემდგომი პოპულარიზაცია, როგორიცაა გუნდური მუშაობა, თანაგუნდელების, ოპოზიციისა და ოფიციალური პირების პატივისცემა - რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა მოხალისეებზე.
- ხელი შეუწყოს თამაშის წესების გაგებას
- ჰიდრატაცია: ყოველთვის დარწმუნდით, რომ მოთამაშეებისთვის ხელმისაწვდომია წყლის ბოთლები - ხელი შეუწყვეთ პასუხისმგებლობით მოეკიდნონ საკუთარი წყლის ბოთლის მოტანას
- კვება: ჯანსაღი კვების სარგებელს შესაძლოა ჰქონდეს შესრულებაზე გავლენა
- დასვენება: ძილის მნიშვნელობა და მისი გავლენა აღდგენაზე.