მოთამაშეზე ორიენტირებული

მოთამაშეზე (ან მოწაფეზე) ორიენტირებული მწვრთნელი ტიპიურად აჩვენებს მომდევნო ქცევებს:

წვრთნა თამაშების გამოყენებით

მწვრთნელი იყენებს თამაშებს, რომ განავითაროს მოთამაშეების აღქმის და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობები. მწვრთნელმა შესაძლოა გამოიყენოს ‘მთელი - ნაწილი - მთელი’ მიდგომა, სადაც ვარჯიში იწყება სპეციფიურად მიზანზე მორგებული წესებით და წინააღმდეგობით თამაშით. ამ მწვრთნელს არ ეშინია ქაოსის და მოთამაშეების მიერ დაშვებული შეცდომების. შედეგად, ეს მატებს მოთამაშეებს თავდაჯერებულობას და გამოხატვის შესაძლებლობას აძლევს მათ, ვიდრე მუდმივად წარუმატებლობის შიშში იყვნენ.

აღქმის (გაგების) შესაფასებლად კითხვების დასმა

მწვრთნელი მუდმივად ამოწმებს მწვრთნელების აღქმას (გაგებას). ეს შესაძლოა იყოს ფიზიკური ან ვერბალური. გაითვალისწინეთ, რომ ვერბალური კითხვის დასმას არ მიაქვს ბევრი დრო. მწვრთნელმა დრო უნდა დაუთმოს მოსმენას.

მოწაფის საჭიროებები/ინდვიდუალიზირებული სწავლება

ვარჯიშები და სავარჯიშოები შექმნილია და შეცვლილია მოთამაშეების საჭიროებიდან გამომდინარე. ვარჯიშები ხშირად მრავალფეროვანია, სადაც უფრო დიდი შესაძლებლობების მქონე მოთამაშეებს უფრო მაღალი გამოწვევის აქტივობების შესრულება უწევთ, ხოლ შედარებით სუსტ მოთამაშეებს უფრო მარტივის.

ხაზგასმა განვითარებაზე

მოთამაშეზე ორიენტირებული მწვრთნელი ითვალისწინებს გრძელვადიან ხედვას და შედეგის წინ განვითარებას აყენებს. რა თქმა უნდა, გამარჯვება მნიშვნელოვანია, მაგრამ მთვარი ამ მწვრთნელისათვის ინდივიდის და გუნდის განვითარებაა.

დემოკრატიული ლიდერობა

მწვრთნელი რთავს თანამშრომლებს და სხვა წამყვან მოთამაშეებს ლიდერების ჯგუფში. სტრატეგია და ტაქტიკა განისაზღვრება კონსენსუსის ხარზე, სადაც მთელი ჯგუფი თანხმდება წინ წასასვლელ გზაზე. მწვრთნელმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ამ პროცესზე. ეს მწვრთნელი ძალიან ფართო თვალთახედვისაა.

ჩაურევლობის მიდგომა

მწვრთნელი უკან დგება და უფლებას აძლევს მოთამაშეებს გამოხატონ საკუთარი თავი. ეს მწვრთნელი ინტერაქტიული მანერით უკუკავშირის შექმნამდე დროს უთმობს სპორტული შესრულების დაკვირვებას და ანალიზს.

მინიშნებითი და არაფორმალური

მწვრთნელი იყენებს თამაშებს, როგორც სამწვრთნელო ხელსაწყოს. სწავლება იმ ვარჯიშებზე გამოყენებული სპეციალური წესებით თამაშების თან - მდევი პროდუქტია, რომლებიც ანვითარებენ გადაწყვეტილების მიღებას და თამაშის აღქმას.