ფიზ. მომზადების წვრთნისათვის შესაძლო ეფექტები/შედეგები

თამაშისა და პოზიციური მოთხოვნების ანალიზი სასარგებლო ინფორმაციას გვაძლევს რომელიც მწვრთნელს საწვრთნელი პროგრამის შექმნაში დაეხმარება.მაშინ როცა მუშაობა დასვენების თანაფარდობა საშუალო მაჩვენებლებს წარმოადგენს, მოთამშეებს ხანდახან ესაჭირებათ რომ უფრო მეტი დრო იმუშაონ და უფრო ნაკლები დრო დაისვენონ.შედეგად კი ,როდესაც მოთამაშეებს ფიზიკურად ამზადებენ მწვრთნელებმა მუშაობა აღდგენის თანაფარდობის სხვადასხვა ვარიანტები უნდა გაითვალისწინონ.

მოცმეული პოზიციიდან მოთამაშის მიერ დაფარული საერთო მანძილი გადაადგილების განსხვავებული სისწრეფეებისაგან შედგება.ბექები უფრო მეტ მანძილს მაღალი ინტენსიობის სირბილში დაფარავენ და შესაბამისად მათთვის გაწერილი მაღალი ინტენსიობის გარბენილი მანძლი უფრო მეტი შეიძლება იყოს ვიდრე მორკინლების.ხაზის მოთამაშეენი თამაშში უფრო მეტ საერთო მანძილს გაირბენენ, ამიტომ მათ წვრთნის დროსუფრო მეტი მანძლის გარბენა შეიძლება მოუწიოთ. ყველა მოთამაშეს დასჭირდება აჩქარების და შენელების წვრთნა და სწვალება. სისწრაფის წვრთნისას გარკვეულ პოზიციებზე ყველაზე ხშირად გარბენილი მანძილები შეიძლება გავითვალისწინოთ. პირველ ხაზელებს დიდად შეიძლება არ არგოს 20 მეტრზე მეტ მანძილზე სისწრაფის ვარჯიშმა, რადგანაც ისინი თამაშში იშვიათად დარბიან 20 მეტრზე მეტს.თუმცა ხაზის მოთამაშეები მაღალ სიჩქარეზე უფრო მეტ მანძლს ფარავენ და შესაბამისად მათ სისწრაფის ვარჯიშის დროს უფრო გრძელ მანძლებზე ვარჯიში შეიძლება დასჭირდეთ.მაშინ როცა მორკინლები უფრო ხშრად არიან ჩართულნი ინტენისიურ ფიზიკურ აქტივობებში(რაქი,მოლი,შერკინება და ბოჭვა) ვიდრე ბექები,ხაზის მოთამაშეები მაინც არიან ინეტენსიურ ფიზიკურ გამოწვევებში ჩართულნი. ზოგადი მთელი სხეულის ძალა საფუძველს უფრო მეტად სპეციფური აქტივობებისათვის გვაძლევს ისეთბი როგორიცაა ჩავლება,მიწოლა მოქაჩვა და მეტქოსთან კონტაქტის სხვა ფორმები.ფიზ. მომზადების უფრო მეტად სპეციფიური მეთოდები რომლებიც მოიცავს (grappling, wrestling ,tackling) ჩაჭიდება,ჩაბღუჯვას, ჭიდაობა და ბოჭვა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ფიზიკური მომზადების პროგარმის ნაწილი უნდა იყოს.

ინეტრგირებული ფიზ.მომზადების პროცესის დროს განსავითარებლად ასევე მნიშვნელოვანი კომპენენტებია დინამიური მობილურობა და სისხარტე. ასეთი აქტივობები მოთამაშეების მიწიდან ფეხზე ადგომის პოზიციებს, მიმართულების ცვლის და არიდებებაზე ვარჯიშის დროს მოძრაობის სისეწრაფეს თუ ფიზიკურ მომზადების თამაშების დროს მოიცავს.