სეზონის წინ

სეზონის წინა დრო ტრადიციულად როგორც მოსამზადებელი პერიოდი ისე მიიჩნევა რათ ფიზიკური მზაობა გავაუმჯობესოთ და დიდი მოცულობის სხვადასხვა სახის საწვრთნელი ვარჯიშები შევასრულოთ რათა სეზონში შეჯიბრისათვის მოვემზადოთ. სეზონის წინა დრო ხანგრძლოვობაში სხვადასხვა გვარი შეიძლება იყოს რაც დამოკიდებულია რაგბის სათამაშო დონეზე,მაგრამ ის ხშირად ისე იწყება რომ სეზონთა შორის პერიოდის შემდგომ სავარჯშოდ დაბრუნებული მოთამაშეები ფორმიდან არიან ამოვარდნილნი და ეს უნდა გავითვალისწინოთ(Francioni et al,2016).

სეზონის წინ საწვრთნელ პროგრამის სტრუქტურირება შემდგე ნაირად შეიძლება მოხდეს/დაიყოს. ზოგადი მომზადების და სპეციფიური მომზადების ფაზები(Bompa and Haff, 2009). ზოგადი მომზადების ფაზა ეფუძნება ფიზიკური მომზადების და სამუშაო შესაძლებლობის გაზრდას. სავარჯიშო კვირაშიტექნიკური და ტაქტიკური ელემენტებიცაა ჩართული,მაგრამ ძირითადი ფოკუსი მოთამაშეების ფიზიკურ მომზადებასა და საკმაო გაუმჯობესებაზეა რათა მათ შეჯიბრისა და ვარჯიშის მოთხოვნები აიტანონ( Bompa and Haff, 2009).

მწვრთნელებს შეიძლება მიაჩნდეთ რომ ამ ფაზაში ტექნიკური და ტაქტიკური უნარების განვითარების ხარჯზე ზედმეტი დრო ეთმობა ფიზიკურ წვრთნას ,მაგრამ რაგბიში თითქმის ყველა ტექნიკურ ოსტატობას(უნარს) სჭრდება სოლიდური ფიზიკური ბაზა და თუკი ამ ფიზიკურ ბაზას ვერ მივაღწევთ მაშინ უნარების განვითარება და შესრულება შეიძლება დაზიანდეს( Bompa and Haff, 2009). როგორც წესი ზოგადი მოსამზადებელი ფაზის განმასხვავებელი ნიშანია შედარებით დაბალი ინეტნსიობის ვარჯიშის დიდ მოცულობა. რადგანაც მწვრთნელი ცდილობს რომ მოთამაშეებს მომზადების ბაზა შეუქმნას. თუკი მწვრთნელი სავარჯიშოდ მაღალი ინეტსიობას და დაბალი მოცულობას აირჩევს მაშინ მოთამაშეებმამათი სეზონებს შორის უწვრთნადობის დონიდან გამომდინარე შეიძლება საჭირო მაღალ ინტენსიობებს გასამკლავებლად იწვალონ.

ზოგადი ვარჯიშების გამოწერა ასევე განსაზღვრავს ზოგადი მომზადების ფაზას. ეს კი იმას ნიშნავს რომ გამოყენებული წვრთნა და ვარჯშები რაგბისთვის ზედმეტად სპეციფიური არ უნდა იყოს,მაგრამ საჭირო ფიზიკურ შესაძლებლობებს უნდა ავითარებდეს.