თავსზემოთ ჯოხის ბუქნის პროგრესი

ზურგის უგანიერესი კუნთის დაჭიმულობის ტესტი

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ თუ მოთამაშეს კომპენსაციის გარეშე არ შეუძლია თავსზემოთ ჯოხით ბუქნის ტესტის შესრულება ,მაშინ მწვრთნელმა მოთამაშის ბუქნის მოძრაობა თვასუკან დაწყობლი ხელების ტესტით უნდა გასინჯოს.თუ მოთამაშე მოძრაობას თავსუკან გადაჯვარედინებული ხელებით ასრულებს ეს იმაზე მიანიშნებს რომ მოძრაობის შემზღუდავი კომპენსაცია ზედა ტანში შეიძლება იყოს დაბუდებული. თუ ჩვენ დავინახავთ რომ შეზღუდვა ზედ ატანში შეიძლება იყოს ჩვენ შეგვძილია დამატებით ტესტი გავაკეთოთ და გავარკვიოთ შეზღუდულობა ხომ არაა ზურგის უგანიესრესი კუნთის დაჭიმულობით გამოწვეული. ის კუნთი რომელიც ქვემოთ მდებარე სურათშია ხაზგასმული. ეს კუნთები თავსზემოთ ჯოხით ბუქნის ტესტის დროს მკლავების ტანის წინ გადმოწევის ჩვეულებრივი მიზეზია. ქვემოთ მოცემულ ვიდეოში ნაჩვენებია ტესტის ჩატარების წესები და ის ნაბიჯები რომელიც ტესტის განხორციელებას მოჰყვება:

  • მოთამაშე კედელთან მეოთხედი ბუქნის პოზიციაში დგას,იდაყვები გაშლილია ცერა თითები გარეთაა გაშვერილი და წელის არე კედელზეა მიბჯენილი
  • შემდგომ მოთამაშე მკალავებს თავსზემოთ სწევს და ცდილობს რომ ცერა თითებით კედელს შეეხოს და ამავე დროს წელი მუდმივად კედელზე უნდა ჰქონდეს მიბჯენილი ისე როგორც ქვემოთა ვიდეოშია ნაჩვენები.

ამ ტესტში ჩვეულებრივმა ხარვეზებმა შეიძლება ზურგის უგანიერესი კუნთების დაჭიმულობაზე (დამოკლებული კუნთი) მიგვითითოს:

  • წელის მოღუნვა და კედლის თავზსზემოთ შეხების უუნარობა
  • ცერა თითებს არ შეუძლია რომ კედელს თავსზემოთ შეეხონ
  • იდაყვები იღუნება რათა კედელს თავსზემოთ შეეხონ

ეს ხარვეზები ვიდეოშია ნაჩვენები. თუკი ჩვენ დავადგენთ რომ მოთამაშეს დაჭიმული ზურგის უგანიერესი კუნთები აქვს, მაშინ ჩვენ საწვრთნელ პროგრამაში გაწელვის ვარჯიშები შეგძვილია ჩავრთოთ რათა მომდევნო ვიდეოებში ნაჩვენები ხარვეზები გამოვასწოროთ.

გამოსასწორებელი ვარჯიშები

უგანიერესი კუნთის გაწელვა

სკამზე უგანიერესი კუნთის გაწელვა– სკამის /წინ გვერდზე ჩამუხლული მოათამაშე იდაყვებს სკამზე ალაგებს. ჩამუხლულიდან ქუსლებისაკენ ცდილობს ჩაჯდომას ისე რომ იდაყვები სკამზე ელაგოს.