თავსზემოთ ხელებით ბუქნი

თავსზემოთ ხელებით ბუქნისას ( თზხბ) კოჭებში, მუხლებსა და თეძოებში ერთნაირი/სიმეტრიული მოძრაობა უნდა სრულდებოდეს. ეს მოძრაობის მობილური ნაწილია. ამავე დროს გამართული ხელების თავს ზემოთ აწევის აუცილებლობა ბავშვისაგან მოითხოვს, რომ მკლავები თავს ზემოთ გაშალოს და ეჭიროს (სტაბილური იყოს) ზურგის კუნთებით. ამ შემთხვევაში ბავშვისათვის ხერხემლის გულმკერდის ნაწილის (ზედა ტანის) გაშლა გამოწვევაა მაშინ როდესაც თეძოები, მუხლები და კოჭები იხრება და იშლება.

თზხბ მოსაწყობად მწვრთნელი ბავშვს ტერფებით მხრების სიგანაზე აყენებს, ფეხის თითები ოდნავ გარეთაა მიბრუნებული ისე, როგორც ნორმალური დგომის დროს. შემდეგ ბავშვს ვთხოვოთ, რომ ორივე მკლავი თავს ზემოთ ასწიოს და ბოლომდე ჩაიბუქნოს ისე რომ გამართული მკლავები თავს ზემოთ ეჭიროს. მწვრთნელი აკვირდება, ბავშვი ქულსებით მიწაზე და მკლავებით თავს ზემოთ ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე ბოლომდეჯდება თუ არა . თზხბ ტესტის მოწყობა და შესრულება ქვემოთ მოცემულ ვიდეოშია ნაჩვენები.

თზბ შესაფასებლად, ერთი ქულა ეძლევა ყოველი ქვემოთ მოცემული მახასიათებლისთვის. იდეალური შდეგი 4 ქულის მოგროვებაა:

  1. ხელები თავს ზემოთ რჩება თეძოს ზემოთ
  2. თეძო ბუქნის ბოლოში იატაკის პარალელურია
  3. ტერფები რჩება ოდნავ გარეთ მიტრიალებული და მუხლები ბოლომდე ტერფების ზემოდან უნდა დარჩეს და წინ არ გადავიდეს
  4. ბუქნის დროს ბავშვის წონა ორივე ფეხზე თანაბრადაა გადანაწილებული.