დინამიური გაწელვა

რადგანაც რაგბი მოძრაობაზე დაფუძნებული თამაშია, რაც მეტი გაწელვა იქნება მოძრაობასთან შეწყვილებული მით უკეთესია თამაშისათვის მოსამზადებლად. სარაგბო დინამიური გაწლევა წარმოადგენს ფუნქციონალურ ელემენტებზე დაფუძნებული მოძრაობების შესრულებას, რომლებიც კავშირშია რაგბისთან და მოძრაობის სრულ ამპლიტუდას მოიცავს. არსებითად დინამიური გაწელვა არის აქტიური მოძრაობა სრული ამპლიტუდით, რომელიც სპორტის მოცემულ სახეობაშია აუცილებელი ( Beachle and Earle, 2008).

რადგანაც დინამიური გაწელვა ბუნებით სპორტის ამა თუ იმ სახეობის სპეციფკას ეყრდნობა, იგი გახურებისას გამოსაყენებელი უპირატესი/უმჯობესი მეთოდია. იქიდან გამომდინარე, რომ დინამიური გაწელვა აქტიურია და მოძრაობაზეა დაფუძნებულია იგი ინარჩუნებს სხეულის მაღალ ტემპერატურას და სახსრებს მოძრაობის იმ ამპლიტუდისთვის ამზადებს, რომელიც რაგბის თამაშში ტექნიკური ილეთების ოპტიმალურად შესრულებისათვის იქნება საჭირო. მოთამაშემ დინამიუირი გაწელვა მოძრაობის შეზღუდული ამპლიტუდით უნდა დაიწყოს და თანდათან გაზარდოს იგი გაწელვის პროგრესთან ერთად ( Joyce and lewindon, 2014). როდესაც რაგბის მწვრთნელი დინამიური გაწელვის ვარჯიშს ქმნის, მან ყურადღება უნდა მიაქციოს იმას თუ ვარჯიშის მთავარ ნაწილში რომელი მოძრაობები იქნება მთავარი და შეარჩიოს ის გაწელვები, რომლებიც მოთამაშეებს მათი შესრულებისათვის მოამზადებენ. ზოგიერთი დინამიური გაწელვა, რომელიც რაგბიში გამოიყენება ქვემოთ მოცემულ ვიდეოებშია ნაჩვენები.

გადაბიჯება სიარული – მოთამაშემ წინ უნდა გადააბიჯოს და მუხლი და ძეთო მოხაროს ისე, რომ გადაბიჯების პოზიციაში აღმოჩნდეს. დაბრუნდეს საწყის პოზიციაში წინა ფეხზე ძალისხმევის დატანებით და წინ მყისიერად მეორე ფეხი გადააბიჯოს და ისევ გადაბიჯების პოზოიციაში აღმოჩნდეს. ეს მოძრაობა გარკვეული მანძილის განმავლობაში შეინარჩუნოს.

გადაბიჯება საათი – მოთამაშემ წინ უნდა გადააბიჯოს და მუხლი და ძეთო მოხაროს ისე, რომ გადაბიჯების პოზიციაში აღმოჩნდეს. დაბრუნდეს საწყის პოზიცაში. გვერდზე გადააბიჯოს მუხლისა და თეძო მოხრით. დაბრუნდეს საწყის პოზციაში. უკან გადააბიჯოს მუხლისა და თეძოს მოხრით. იგივე მოძრაობები მეორე ფეხზე გაიმეოროს.

წრიული მკლავები – მოთამაშემ მკლავები განზე უნდა გაშალოს დაახლოებით მხრების სიმაღლეზე. დაიწყოს მკლავებით პატარა წრიული მოძრაობები და ნელნელა გაზარდოს წრეების ზომა.

ბუქნი სიარული – მოთამაშე სწორად დგას, გვერდზე გადააბიჯებს და იბუქნება. უბრუნდბა საწყოის პოზციას, ტრიალდება, მეორე მხარეს გადადგამს ნაბიჯს მეორე ფეხით, მუხლებში და თეძოებში მოხრით ისევ იბუქნება. ეს გაკვეულ მონაკვეთზე უნდა გავიმეოროთ და ყოველ ბუქნზე უფრო ღრმად უნდა ჩავჯდეთ.

ჭიაყელა – მოთამაშე ხელებზე და ტერფებზეა დაბალანსებული ისე, როგორ აჭიმვის პოზიციაში. შემდეგ ის ტერფების მცირე მოძრაობებით წინ მიიწევს ხელებისაკენ. როდესაც მას ტერფებით მეტი წინ წაწევა აღარ შეეძლება, მაშინ მას ხელები წინ გააქვს ისე, რომ აჭმვის პოზიციას დაუბრუდეს. ეს მოძრაობა გარკვეული მონაკვეთის დაფარვამდე გავიმეოროთ.