გადაადგილების მოძრაობის უნარები

გადაადგილების მოძრაობის უნარებია ისინი, რომლის მეშვეობითაც სხეული მოძრაობს ერთი ან სხვადასხვა მიმართულებებით ერთი წერტილიდან მეორისაკენ. ისეთი აქტივობები როგორიცაა სიარული, ძუნძული, წინ და უკან მოძრაობა, ფეხებით გვერდზე მოძრაობა (ე.წ საიდ შაფლინგი), ხტომა, წახტომა და გადხტომა მიიჩნევა გადაადგილების ფუნდამენეტურ მოძრაობებად. გადაადგილების მოძრაობის უნარები ალბათ მოძრაობის ფუნდამენტური უნარების ყველაზე საბაზო და მნიშვნელოვანი კატეგორიას წარმოადგენენ, რომელიც ბავშვს რაგბის სათამაშოდ სიჭრდება. მოთამაშეს მოედანზე გადაადგილება უნდა შეეძლოს და ამისათვის ზემოთ ნახსენები, მოძრაობის სხვადასხვა უნარების გამოყენება.

ქვემოთ მოყვანილ ვიდეოებში ნაჩვენებია რაგბისათვის დამახასიათებელი ზოგიერთი გადააგილების მოძრაობის უნარი.

სავარჯიშო კვადრატში – მოთამაშე ჩქარდება წინ, გვერდულად გადაადგილება უკან იხევს და ისევ გვერდზე გადაადგილდება გვერდულად ეს მარტივი სავარჯიშო ფარავს, რაგბისათვის აუცილებელ, გადაადგილების უამრავ უნარს.

წინამძღოლის გაყოლა – ერთი მოთამაშე წინამღოლია მეორე კი მდევარი (მიმყოლი). მიმყოლმა სარკისებურად უნდა გაიმეოროს წინამძღოლის მოქმედებები: ძუნძული, სირბილი, ფინტი და აშ.