გავარჯიშებულობის(ნავარჯიშეობის) მფუ–ის განვითარება
მფუ და ათლეტური მოტორული უნარები, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ არის ის სამშენებლო ბლოკები, რომლითაც სპორტის სპეციფიური ოსტატობა/უნარები და ათლეტური კომპეტენცია შენდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წვრთნელებმა მოძრაობის ეს უნარები იმისთვის განავითარონ, რომ რაგბის მოთამაშეებმა ათლეტურობის განსავითარებლად სოლიდური საფუძველი შეიქმნან. ნავარჯიშეობის და ათლეტიზმის კომპონენეტები ბავშვებში შეიძლება მფუს თან ერთად ერთდროულად განვავითაროთ. გარდატეხის ასაკის დადგომადე ბავშვებს შეუძლიათ გაიუმჯობესონ ნავარჯიშეობის ყველა კომპონენტი. რაგბისათვის ნავარჯიშეობის მთავარი კომპონენტები მოიცავს:
- ძალას და სიმძლავრეს
- სისწრაფეს, სისხარტეს და გამძლეობას
- მოქნილობას და მობილურობას
ნავარჯიშეობის ამ კომპონენეტების გაუმჯობესება შეიძლება მოხდეს ნორმალური მოწიფულობის შედეგად, რაც ფიზიკურ ზრდაში და ფიზიკურ აქტიურობებში ჩართულობაში გამოიხატება, რომელიც შეძლება იყოს ზოგადი აქტივობები ან სპორტის ფიზიკური აქტივობების პორგრამები. ფიზიკური აქტივობების ქვეშ ჩვენ შეგვიძლია ვიგულისხმოთ: ყველა ფიზიკური ვარჯიში და აქტივობა, რომლებიც ჩვეულებრივ ყოველდღიურობის ნაწილია ( სიარული, ველოსპიედის ტარება), არაფორმალური თამაში (ეზოში თამაში და სახლის ფიზიკური აქტივობები) და ფორმალური თამაში (მათ შორის რაგბის და ფიზიკური განათლება). ამ აქტივობებში ჩართულობა შედეგად გვაძლევს უკეთეს ნავარჯიშეობას და მოძრაობის კომპეტენციას. ნავარჯიშეობა შეძლება გავაუმჯობესოთ მოძრაობის ფუნდამენტურ უნარების მინი თამაშებად ორგანიზებით, სხეულის წონის ვარჯიშების, მოძრაობის წრიული ვარჯიშების გამოყენებით. წვრთნის ასეთი სახეობებს შეუძლიათ გააუმჯობესონ ნავარჯიშეობის ზემოთ ნახსენები კომპენენტები და ამავე დროს გამოიყენოს მფუ და ათლეტურ მოტორულ უნარებზე დაფუძნებული ვარჯიშები. ვარჯიშის მოცულობა, ინტენსიობა, სახეობა და სიხშირე დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რამდენი დრო გვაქვს ნორჩ მოთამაშეეთან სამუშაოდ და მათ შესაძლებლობებზე.