მაკრო აღდგენა ძილი
ძილი ადამიანის ერთერთი ყველაზე აუცილებელი საჭიროებაა და საშუალო ადამიანი სიცოცხლის დაახლოებით ერთ მესამდეს ძილში ხარჯავს. ძილი ძალიან ხშირად აღდგენის ყველაზე მინიშვნელოვანი ასპექტად მიიჩნევა და ხშირად ბევრი მოთამაშე მას ნაკლებ ყურადღებას უთმობს(Venter 2012). სხეულის ფიზიოლოგიური ზრდა და აღდგენა მთელი დღის განმავლობაში ხდება მაგრამ ის მაქისმუმს დონეს მაშინ აღწევს როდესაც ჩვენ გვძინავს. ძილის შედეგად ხდება ზრდის ჰორმონის გამოყოფა და ის სხეულში კუნთის შენებლობის მთავარი მოსიგნალეა(Venter 2012). ამავე დროს არსებობს კვლევები რომლებიც გვეუბნება რომ უნარების და მოძრაობის ნიმუშების შესწავლა ძილთანაა დაკავშირებული. რაგბის შეჯიბრსა და ვარჯიშში კომპლექსური მოძრაობები და უნარებია(ოსტატობა) ჩართული.ასე რომ ჩვენი მოთამაშეების ოსტატობის განვითარებაში საკმარისი ძილი ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, განსაკუთრებით კი წვრთნის შემდეგ. ეს ყველაფერი დაწყვილებული კვლევებთან რომელიც გვეუბნება რომ გაუმჯობესებული ხასიათი, მეხსიერება და იმუნური სისტემის ფუნქციონირება იმას ნიშნავს რომ ძილი როგორც აღდგენის იარაღი არ შეილება იყოს უგულებელყოფილი(Venter 2012). ნაწყვეტ ძილს გავლენა ყველა ზემოთ ნასხენებ სიკეთეზე შეიძლება ჰოქნდეს,რადგანაც არათუ სხეული ვერ ახდენს ეფექტურად თვით მოშუშებას/მორჩენას არამედ ხასიათი და გონებაც შეიძლება ვერ იყოს წვრთნისა და შეჯიბრისათვის ოპტიმალურ დონეზე ( fullagar et al, 2015).
ადამიანისათვის საჭირო ძილის რაოდენობა კამათის საგანია.8 საათის ოდენობის სახელმღძავნელო რეკომენდაცია მუდმივად ჟღერს და როგორც ჩანს ის ადამიანების უმეტესეობისათვის სწორია, მაგრამ როგორც ჩანს ზოგს უფრო მეტი ან ნაკლები ძილი სჭირდება(Venter 2102).ასევე ღამეების უმრავლესობის განმავლობაში გვთავაზობენ 9–12 საათიან რეკომენდაციებსაც (Bompa and Haff 2009).ამ ოდენობის ძილის დაგროვება არაპროფესონალი მოთამაშისთვის შეიძლება მიუღწეველი იყოს სასახურისა და სხვა ვალდებილებების გამო,რომლებიც დროის დათმობას საჭიროებენ. წაძინება კარგი გზაა საჭირო ოდენობის ძილის მოთხოვნების რეკომენდაციების მისაღწევად. წაძინება აუმჯობესებს სიფხიზლეს და რეაქციის დროს და ის კარგი სტრატეგია შეიძლება იყოს მოთამაშეებში დასანერგად თუკი ისინი დარღვეულ ძილს უჩივიან (fullagar et al, 2015).მნიშვნელოვანია რომ წაძინება შესაბამის დროის იყოს და არ იყოს ხანგრძლივი რათა მერე მან ღამის ძილი არ აურიოს.