წვრთნის პრინციპები

მწვრთნელისათვის ვარჯიშის პრინციპები განზრახულია როგორც სახელმღძვანელო რათა მან საწვრთნელი პროგრამა მოამზადოს, განახორციელოს და განიხილოს. ეს პრინციპები მრავალია და დაგროვილი ცოდნსა და კვლევების საფუძველზეა ფორმულირებული რომლებიც სამწვრთნელო მეცნიერებასა და სამწვრთნელო პრაქტიკაში მიმდინარებს/წარმოებს. თუ ამ პრინციპებს სათანადოდ გამოვიყენებთ ამით ჩვენ საუკეთსო სამწვრთნელო პრაქტიკას დავნერგავთ რომელიც ვარჯიშსა და აღდგენაში გამოიხატება. საწვრთნელი პროგრამის საბაზო პრინციპები ცნობილია როგორც FITT პრინციპები

  • Frequency- სიხშირე–რამდენად ხშირად ვარჯიშობენ მოთამაშეები
  • Intensity– ინტენსიობა–რამდენად მაგრად ვარჯიშობენ მოთამაშეები
  • Time – დრო– რამდენ ხანს ვარჯიშობენ მოთამაშეები
  • Type– სახეობა –რომელი სავარჯიშო მეთოდები გამოიყენება

ეს FITT -სიდს პრინციპები შეიძლება დაუკავშირდეს ცალკე საწვრთნელ ვარჯიშის ან მთლიან საწვრთნელ ბლოკს მაგრამ წინამღძრვები ერთი და იგივეა. ჩვენ ამ პრინციპებით შეგვიძლია ვიმანიპულიროთ და იმ ფიზიკურ სამუშაო დატვირთვას მოვარგოთ რომელსაც მოთამაშეები იტანენ/უძლებენ. მაგალითად თუკი ჩვენ ვარჯიშის ინეტნისობას გავზრდით შესაბამისდ სამუშაო დატვირთვაც იზრდება, მაგრამ თუ ჩვენ ვარჯიშის დროს შევამცირებთ მაშინ სამუშაო დატვირთვა შემცირდება. საბაზო საწვრნელი პრინციპების მორგება საშუალებას გვაძლევს რომ დავგეგმოთ ერთი ვარჯიში ან საწვრთნელი ბლოკი და სამუშაო დატვირთვა კი მოთამაშეების საჭირებებს მივუსადაგოთ.