გადატვირთვა
გადატვირთვის პრინციპი გვეუბნება რომ თუ სხეულმა უფრო მეტად ან უფრო ხანგრძლივად იმუშავა ვიდრე ნორმალურ შეთხვევაში იგი ვარჯიშის სტრესს ან სტიმულს ეგუება. თუ გადატვირთვა თანდათან და რეგულარულად/მუდვივად ხდება ,მაშინ სხეული ადაპტაციას ისე გადის რომ გაზრდილ სტრესი აიტანოს /სტრესს გაართვას თავი.
გაუმჯობესება და ადაპტაცია ვერ მოხდება გადატვირთვის ძალისხმევის ან ვარჯიშების ინტენსიობის გარეშე.თუ ვარჯიშის ინტენსიობა ან ძალისხმევა დაბალია მაშინ detraining- უწვრთნადობა შეიძლება დაიწყოს.(Izquierdo et al 2007). ქვემოთ მოცემული დიაგრამა გვეუბნება რომ თუ გადატვირთვას გამოვიყენებთ და მერე ვარჯიშებს შორის საკმარისი აღდგენა იქნება მაშინ ადაპტაციას და გაუმჯობესებას მივაღწევთ.
მაგრამ თუ ვარჯიშებზე გადატვირთვა გამოვიყენეთ და შესაბამის აღდგენისთვის დრო არ გამოვყავით ,მაშინ დაღლილობა წამორიქმნება( Bompa 2000, 2005).მნიშვნელოვანია რომ გადატვირთვა თანდათანაბით და პროგრესული მანერით გამოვიყენოთ და აღდგენის დრო შესაბამისად დაიგეგმოს. ზემოთ განხილულ FITT ის პრინციპები შეიძლება გამოვიყენოთ რათა მოთამაშეზე დაწესებული გადატვირთვის მანიპულაცია შევძლოთ.