შექცევადობა/ უკუგანვითარება

ეს პრინციპი გვეუბნება რომ როდესაც ვარჯიში შეწყდება ვარჯიშის მეშვეობით მიღწეული მონაპოვრები დაიკარგება( Izquierdo et al 2007). ფიზ.მომზადებასა და ძალაში მიღწეული მონაპოვრები შექცევადია და თუკი ჩვენ წვრთნის სტიმულს მუდმივად არ გამოვიყენებთ, მაშინ სხეული ვერ ხედავს იმის მიზეზს თუ რატომ უნდა შეინარჩუნოს ეს ადაპტაციები.თუკი სხეული არ ისტრესება.მაშინ ის საწყის ვარჯიშამდელ დონეზე დაბრუნებას დაიწყებს .დეტრეინინგი ანუ უწვრთნადობა უფრო მალე მოხდება თუკი ვარჯიშის დრო მცირე იყო და ის მალე შეწყდა. მაგალითად თუ მოკლე წინასასეზონო სავარჯიშო პერიოდი გვქონდა(მაგ 6 კვირის მანძლზე)და სეზონში კი საერთოდ არ ანაც მცირე დოზით გვექნება ძალის ვარჯში მაშინ სეზონის წინ მიღებული შენაძენი თანდათან დაიკარგება ისე რომ მოთამაშე დაუბურუნდება იმ საბაზო დონეს, რაც მას ადრეულ სეზონის წინა პერიოდში ჰქონდა. კვლევებმა გვაჩვენა რომ სეზონის განმავლობაში როდესაც შემცირებული სიხშირით ვინარჩუნებთ ძალაზე ვარჯიშს მაშინ ძალაში ზრდა/მატება შეიძლება გვქონდეს(Kreamer et al 2003, izquierdo et al 2007, Weiss, 1998).